ინდოეთში ავტობუსისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დამწვარი ავტობუსი

ინდოეთში კერძო ავტობუსისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შეჯახება ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტექნოლოგიურ ქალაქებს – ბენგალურუსა და ჰაიდარაბადს შორის მარშრუტზე მოხდა. შეჯახებამ საწვავის გაჟონვა და ხანძარი გამოიწვია.

„როიტერის“ ცნობით, 41 მგზავრიდან 21 გადარჩა. ამ დროის მონაცემებით, ჯერ მხოლოდ 11 ცხედარია იდენტიფიცირებული.

ცნობისთვის, მსგავსი ავარიის შედეგად, გასულ თვეს ქვეყანაში 19 ადამიანი დაიღუპა. გასული წლის მონაცემებით კი, საგზაო შემთხვევების შედეგად ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 180 ათასი ადამიანი დაიღუპა.