„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
მომღერალ ხათუნა ჟორდანიას რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა დროულად დაწყებული მკურნალობის წყალობით, დაავადების დამარცხება შეძლო. ცოტა ხნის წინ მისმა ქალიშვილმა ნინი ქარსელაძემ ინსტაგრამზე სთორი დადო, სადაც დედის ჯანმრთელობის შესახებ წერდა.
„ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა, დღეს მოგვივიდა პასუხები და ჩვენ ისევ გავიმარჯვეთ! დე, მე და შენ სულ ასე გავიმარჯვებთ. ჩვენ ვართ იმედი და მაგალითი ყველა ონკო-პაციენტის. ამიტომ სხვანაირად არ შეიძლება!“, - დაწერა ნინიმ.
„პრაიმტაიმთან“ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა ხათუნა ჟორდანიამ.
- თავის გადაღება მიწევდა, როცა ტომოგრაფია გავიკეთე და ნინის დაჟინებული თხოვნით „კატე“კვლევაც გავიკეთე. ჩემს ქართველ ექიმს დიდი ხანი არ ჰქონდა ნანახი ჩემი ისტორია, რადგან ბოლო წლებში სულ თურქეთში დავდიოდი, ამჯერად ქართველ ექიმთან მივედით, მას ანალიზების პასუხები არ მოეწონა და ნინიმ ხვდებით ალბათ რაც დაიმართა. შემდეგ თურქეთში ისევ ჩემმა ექიმმა გადაამოწმა ყველაფერი და გვითხრა, რომ ყველაფერი წესრიგშია. ვაგრძელებ ჯანსაღ და ჯანმრთელ ცხოვრებას.