მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
1761242584
როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ - ასე უაზრო ნარატივებით არა, უარგუმენტოდ, როგორც სჩვევიათ-ხოლმე, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო, 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, რომ ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, იმდენი მტკიცებულება არსებობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთს კი არა 10 პროცესს ეყოფა.
„ასე, რომ აქ ველის მოსუფთავებაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება სარჩელს, ნება მიბოძეთ, ყველაფერი არ დავაკონკრეტო, ვიდრე ეს სარჩელი ოფიციალურად არ გამოქვეყნდება, ყველა დეტალზე ვერ გესაუბრებით. ამაზე ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობაც იკავებს თავს და სწორსაც აკეთებს, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლა არის ისევ „დიფ სთეითის“ დავალების შესრულება. რა თქმა უნდა, ისინი ისევ ცდილობენ, რომ დივერსიფიცირებულად შეუტიონ საქართველოს სტაბილიზაციას. ამას ჩვენ ვამბობდით არჩევნების წინაც. რაიმე სიახლეს კი არ ვამბობთ ახლა, რომ ის ორი პარტია, ვინც იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, სულაც არ იყო განწყობილი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და კონსტრუქციულობისთვის ვითარების შესაცვლელად საქართველოში.
ისინიც ჩვეულებრივი რევოლუციური პროცესის მომხრეები იყვნენ, ოღონდ იმ ფორმით, რა ფორმითაც ოპოზიციის ამ ნაწილს დაავალეს. ჩვენი დამოკიდებულება მათდამი არ შეიცვლება და არც იცვლება. დანარჩენი, კონკრეტულად რომელი პარტიები, რა მტკიცებულებებით იქნება წარმოდგენილი ამ სარჩელში, სულ რამდენიმე დღე დარჩა და ნება მიბოძეთ, ახლა ყველაფერი არ გავამხილო, რადგან რაღაცები ზუსტდება და ჩვენ გვინდა, ეს სარჩელი იყოს უმაღლესი რანგის, უმაღლესი იურიდიული დოკუმენტი და არა აღქმებით გაჯერებული რაღაც ნარატივების კრებული. ასე არ იქნება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი“.
მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
1761242584