მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
1761242584
წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი მხოლოდ კარიერული წინსვლისა და ფინანსური წარმატების დრო არ არის. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლისთვის 2026 წელი ღრმა სულიერი ტრანსფორმაციის, საკუთარი სურვილების აღმოჩენისა და ოცნებების ასრულების პერიოდი იქნება.
ცხენის ენერგია დაუოკებელი და იმპულსურია და შეუძლია, შინაგანი ბარიერები, შიშები და ეჭვები სრულად დაანგრიოს და ადამიანებს ნამდვილი "მე"-ს აღმოჩენისკენ გზა გაუხსნას. ასტროლოგები 4 ნიშანს ასახელებენ, რომელთათვისაც ეს წელი თვითშემეცნების საბედისწერო მოგზაურობა იქნება, სადაც მთავარი ჯილდო არა გარეგანი წარმატება, არამედ ცხოვრებაში სხვადასხვა საკითხის მნიშვნელობისა და მიზნის აღმოჩენა იქნება:
თევზები: მძინარე ორაკულის გამოღვიძება
თევზებისთვის, ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე და ემპათიური წარმომადგენლებისთვის, 2026 წელი იქნება დრო, როდესაც მათი ინტუიცია ფარული ნიჭიდან სამყაროსა და საკუთარი თავის გასაგებად ძლიერ ინსტრუმენტად გარდაიქმნება. ცეცხლოვანი ცხენის წელი მათ ქაოსის ნაცვლად სიცხადეს მოუტანს. ეს არის დრო, როდესაც თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს სრულად გადააფასებთ. შესაძლოა, ის, რაც ახლა განსაკუთრებით გამძიმებთ, სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ამ ეტაპზე ფიქრობთ. ან კიდევ აღმოაჩინოთ, რომ იქ არ ხართ, სადაც მთელი გულით გინდათ და დროს ფუჭად კარგავთ. ეს წელი გასწავლით, რომ არა მხოლოდ ოცნება, არამედ რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. "ვარდისფერი სათვალის" მოხსნის დროა. ხშირად, გინდათ, დისკომფორტის მიუხედავად, ყველაფერში დადებითი დაინახოთ და საკუთარი რეალური სურვილები გაწიროთ. ახლა კი რეალობის მძაფრად აღქმის ეტაპი იწყება.
ეს არის წელი, როდესაც მიხვდებით, რომ თქვენი მგრძნობიარე, კეთილი ბუნება სისუსტე კი არა, ძალაა. თუმცა, ამავდროულად, აღმოაჩენთ იმასაც, თუ რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. წლის განმავლობაში თქვენი ხასიათი, სხვადასხვა საკითხისადმი დამოკიდებულება დაგეხმარებათ, ბევრ ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდოთ და დადებითი ენერგია თავადაც მიიღოთ.
მორიელი: სრული ტრანსფორმაციის დრო
მორიელებისათვის 2026 წელი სრული ტრანსფორმაციის ეტაპი იქნება, რომლის დროსაც ძველი ტკივილები, წყენა და შიშები სიბრძნედ, ძალად და თავდაჯერებულობად გადაიქცევა. მორიელები "ხელახალი დაბადებისთვის: მუდმივად მზად არიან. ამიტომაცაა, რომ მათ დაბრკოლებები არ აშინებთ. ცეცხლოვანი ცხენის ენერგია კი თქვენს ენერგიასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. ეს გაძლევთ შესაძლებლობას, საბოლოოდ გათავისუფლდეთ იმ ყველაფრისგან, რაც წლებია თქვენს სულს ამძიმებს. ეს ეხება ტოქსიკურ ურთიერთობებს, შეუსრულებელ ვალდებულებებს, დანაშაულის გრძნობას ან ბრაზს. ცვლილებები შესაძლოა, არაკომფორტული იყოს, მაგრამ აუცილებელია.
თქვენი გზა მიზნისკენ სიბნელიდან სინათლის გზას გაივლის. ზუსტად და მკაფიოდ გეცოდინებათ, რას აკეთებთ და რატომ. ბევრი მორიელი ამ დროს აღმოაჩენს, რომ აქვს განსაკუთრებული უნარები, რომლებითაც შეუძლია, სხვებს დაეხმაროს. ცხენის წელი მოგცემთ გამბედაობას, რომ სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, წარმოუდგენელი ძალისა და თანაგრძნობის წყარო იპოვოთ და საკუთარი და სხვების ცხოვრება შეცვალოთ...ვრცლად