,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პროკურატურაში ბრიფინგზე რაც მოისმინეთ, ის არის საქმის მოცემულობა. დანარჩენ საკითხებზე, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ, კომენტარს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ. დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება. მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით კონსულტაციას. ადვოკატთა ჯგუფი ვართ, კოლეგები ერთმანეთთან შევჯერდებით შესაბამის პოზიციაზე და გავაკეთებთ განცხადებას. მე შეზღუდული ვარ ამ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთების მხრივ“, – აღნიშნა გიგუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამზრახველებთან დაკავშირებით ჩვენება, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჩვენება არ მიუცია.
„არავითარი ჩვენება ბატონ ირაკლის არ მიუცია. მსგავსი კატეგორიის საკითხები არის გამოძიების პრეროგატივა“, – განაცხადა გიგუაშვილმა.