ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიასსშეხვდა.
მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში, წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოსა და ისრაელს შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და მისი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო განათლების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დაავადებათა პრევენციის სფეროებში გამოცდილების გაზიარებაზე.
მიხეილ სარჯველაძემ დიპლომატს, საქართველოში ისრაელის საელჩოს მხრიდან, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში.