არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
ხელოვნური დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით არიან აქციის მესვეურები დაკავებულები, ეს დავალება აქვთ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც რუსთაველის გამზირზე აქტივისტების შეკრებებს გამოეხმაურა.
„ეს რომ დავალებაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუ დავალება არ არის, არ შეიძლება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდეს და 20-კაციან ხელოვნურად გადაკეტილ აქციაზე დადგეს და ის სიტყვები ილაპარაკოს, რაც ილაპარაკა. ეს არის ანტიქართული ძალების სულჩადგმული აქციები“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.