სამართალდამცველებმა ათამდე ადამიანი დააკავეს
1761310295
საინფორმაციო სააგენტოს, „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი 3-თვიანი შინაპატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ევგენი ბელოუსოვი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს „როსია სეგოდნიას“ საინფორმაციო სააგენტოს („სპუტნიკ აზერბაიჯანი“) ბაქოს ფილიალში.
გათავისუფლების გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ხატაის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
ამასთან, „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი დირექტორი იგორ კარტავიხი, რომელიც ბაქოში პატიმრობაში იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მოგვიანებით ის რუსეთში გაუშვეს.