განზრახ მკვლელობის მცდელობა და პოლიციელზე თავდასხმა - როგორია მშრალ ხიდზე დაჭრილების მდგომარეობა

განზრახ მკვლელობის მცდელობა და პოლიციელზე თავდასხმა

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 დეკემბერს, დღის ბოლოს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიანობამდე გაგრძელდა მოწმეთა გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში. ინციდენტის შედეგად, დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორის - საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი.

დაკავებულია, სავარაუდო დამნაშავე - 39 წლის კაცი. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა ორივე დაზარალებულს სხვადასხვა სახის ჭრილობა. დაჭრილები ამჟამად საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით მიმდინარეობს.