ეგვიპტეში ზვიგენი ტურისტებს დაესხა თავს - არის მსხვერპლი

ზვიგენი

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროზე, ზვიგენის თავდასხმას ერთი ტურისტი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

როგორც BBC წერს,  შემთხვევა ქალაქ მარსა ალამში მოხდა, რომელიც მყვინთავებში ძალიან პოპულარული ტურისტული ადგილია.

ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზვიგენი ადამიანებს თავს "ღრმა წყლებში, მონიშნული საცურაო ზონის მიღმა ტერიტორიაზე დაესხა".

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, წითელ ზღვაში, ზვიგენების თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანია დაღუპული.