1783194884
დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც სკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა
დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც სკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ერთ-ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ჩაუტარდა.
„3 ივნისს, დედოფლისწყაროში, მოზარდები, საბა ჯაგოდნიშვილი და ლუკა გონაშვილი გადაადგილდებოდნენ ე.წ."სქროლით" ქალაქის ერთ ერთ გზაჯვარედინზე გადაკვეთისას მოხდა მათი და ავტომობილის შეჯახება. სამწუხაროდ ორივე მოზარდი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების საშუალებით გადაყვანილი იყვნენ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი ქალაქ თბილისში, იაშვილის კლინიკაში.
ამ ეტაპზე, ლუკა გონაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამწუხაროდ ამ დრომდე მძემედაა საბა ჯაგოდნიშვილი. მას აქვს მრავლობითი მოტეხილობები და თავზე გაუკეთდა ოპერაცია. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა...“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.











