წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763483728
დედოფლისწყაროში 45 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა დღეს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. მეზობლების თქმით, კაცი ბოლო პერიოდში არ გამოჩენილა, მოსაკითხად სახლში მისულ ძმას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გამოიძახეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი ძირითადად, დღიურ სამუშაოებზე დადიოდა და ხშირად ალკოჰოლს იღებდა.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.