თემურ მიქელაძე მშობლებს მიმართავს

დდ

თემურ მიქელაძე მშობლებს D ვიტამინთან დაკავშირებით მიმართავს.

„სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, კვლევები კეთდება ლაბორატორიისთვის და არა ბავშვებისთვის. ალბათ, გინახავთ უამრავი ვიტამინების, ჰორმონების გამოკვლევა… შეიძლება, კვირაში ერთხელ ერთი და იგივე ბავშვს სხვადასხვა ტიპის ჰორმონები, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, იგივე ყბადაღებული D ვიტამინი უკეთო?! D ვიტამინთან დაკავშირებით, ჯერ კონსენსუსიც არ არის მიღწეული, თუ რა არის ნორმა, რა დეფიციტი და რა უკმარისობა. რა საჭიროა ეს, როცა ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ
შეგვიძლია, ძვირად ღირებული კვლევის გაკეთებას, მისი მეათედი ფასის ღირებულების ვიტამინი D ჩავრთოთ პროფილაქტიკური დოზით.

D ვიტამინი ვითომ დაკავშირებული იყო სხვადასხვა დაავადებების პრევენციასთან, განიხილებოდა,
როგორც პროჰორმონი და აღმოჩნდა, რომ ღრმა მტკიცებულებები არ არის არცერთი
დაავადების დროს მისი დეფიციტის არსებობისა, რადგან ნებისმიერ დაავადებას, შეიძლება, რომ ისედაც ახლდეს მისი დეფიციტი, უკმარისობა და ა.შ. უკმარისობა და დეფიციტი შეიძლება, შეივსოს, როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური დოზით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოიმატა D ვიტამინის დეფიციტმა, ესეც დაკავშირებულია იმასთან, რომ ბავშვები ძირითადად არიან სახლის პირობებში, ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მზის სხივი არ მიდის და ვითარდება D ვიტამინის
დეფიციტი. თუ ბავშვი დღის განმავლობაში 15 წუთით მაინც გადის გარეთ და ღია აქვს სახე და ხელები, მას ამ ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდება. სწორედ D ვიტამინი შეიძლება იყოს დაკავშირებული ე.წ. ზრდის ტკივილებთან.

ზრდის ტკივილები არის მსგავსი ფსიქოგენური ტკივილებისა, ძირითადად კიდურების ტკივილებია. ე.წ. ძვალ-კუნთის ტკივილის სინდრომი, ზრდის ტკივილი აუხსნელი ეტიოლოგიისა და მას რამე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება და ასაკის მატებასთან ერთად, პრობლემა თავისით გვარდება. სასურველია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, D ვიტამინის სამკურნალო დოზები კი არ ჩავრთოთ და დავტვირთოთ თირკმელი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ, პროფილაქტიკური დოზები გამოვიყენოთ, რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო მოწყვლადი, უფრო მოქნილია და უფრო მარტივია,
მასში პროფილაქტიკურად ნებისმიერი დაავადების მოგვარება, ვიდრე სამკურნალო დოზებით“.

განაგრძეთ კითხვა: