ინვესტორი აცხადებს, რომ მომავალი წლის შუა პერიოდში მზად იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად - მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე

მარიამ ქვრივიშვილი

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პროექტი საკმაოდ კომპლექსურია. ინვესტორი აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში ის მზად იქნება, დაიწყოს და მომავალი წლის შუა პერიოდში - უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა "რამის კურიერის" ეთერში, „იგლ ჰილსის“ პროექტის შეფასებისას განაცხადა.

ქვრივიშვილის თქმით, პროექტი სრულად შეთანხმდება სახელმწიფოსთან და მშენებლობის დასაწყებად გაივლის ყველა შესაბამის ეტაპს.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პროექტი საკმაოდ კომპლექსურია. ინვესტორი აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში ის მზად იქნება, დაიწყოს და მომავალი წლის შუა პერიოდში უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს. აქვე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ პროექტს ეკუთვნის, გაიაროს ყველა ის პროცედურა, რომელიც სტანდარტულ დეველოპერულ თუ ახალი დასახლების პროექტს ეკუთვნის, მათ შორის, განაშენიანების გეგმის შეთანხმება, ისევე, როგორც სამშენებლო ნებართვის გაცემა. პროექტი სრულად შეთანხმდება სახელმწიფოსთან. აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო, როგორც მეწილე, თავის კონკრეტული ბერკეტებით კომპანიის მართვის ფუნქციებში შედის, თუმცა აქ ჩვენი როლები ძალიან გაყოფილია. სახელმწიფო, ცხადია, არ შედის ბიზნესის მართვის ნაწილში. ინვესტორი სრულად იღებს ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავად უზრუნველყოს პროექტის განხორციელება, ფინანსები და ა.შ. სახელმწიფომ კი უზრუნველყო მიწები. ძალიან მნიშვნელოვანია იმაზეც ვისაუბროთ, რომ ბევრი სპეკულაცია გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქვეყანაში დაიწყება ე.წ. არაბიზაცია“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.