ავარია ხობში - დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი

საპატრულო პოლიცია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას ბაიკერის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

გავრცელებული ცნობით, მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შშს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.