,,დედის თვალწინ მოხდა... როგორ უნდა გამოვიდეს ქალი ამ შოკიდან..." - თელავში, ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭი თბილისში გადაიყვანეს

სასწრაფო

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი, თბილისში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, ავარიის შედეგად დაშვებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, რის გამოც კატასტროფის მედიცინის ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ მცირეწლოვანს, ავტომობილი დედის თვალწინ დაეჯახა.

"დედა გზის მეორე მხარეს ელოდებოდა, რომ ბავშვი გადასულიყო. მის თვალწინ მოხდა ყველაფერი, ან როგორ უნდა გამოვიდეს ქალი ამ შოკიდან. არც ეს ავტომანქანა მოძრაობდა სწრაფად და რანაირად მოხდა შეჯახება, ვერ გეტყვით, თვალებიდან არ ამომდის ეს სურათი", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, დღეს მოხდა.

8 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადასვლას ცდილობდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉,,სხვა პიროვნებაში შეეშალათ" - ვაკეში, კაფეში სროლისას დაჭრილის ვინაობა ცნობილია

👉,,თბილისიდან მოტყუებით წაიყვანა და თავში აგურის ჩარტყმით მოკლა..." - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

👉 რატომ გაიმეტა მამაკაცმა მეგობარი ქალი - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები