„დედის კივილმა შეძრა სოფელი, მეზობელ სოფელსაც შავი მეხი დაატეხა თავს“ - რას ჰყვებიან ქარელში დაღუპულ პოლიციელებზე

ტრაგედია ქარელში

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი. დაღუპულები ვანო ბასანიძე და გურამ ქარელი არიან.

„საშინელი დილა გაუთენდა დღეს ჩემს მშობლიურ სოფელს, გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი, დილა უთენია, პირი გააღო საშინელმა ბნელმა სიკვდილმა და ორი ახალგაზრდა შეიწირა, ორივე კარგი ბიჭი.

ჩვენი ვანო, კეთილგულა ბიჭი იყო, მამაჩემის ნათლული, უბოროტო და ალალი, დიდი სხეულით დაქონდა ესოდენ დიდი გული. მშვიდი, უწყინარი და კარგი მეგობარი იყო, ერთად დავდიოდით მათემატიკის წრეზე და მისი ფარული იუმორი ხასიათს მიკეთებდა ყოველთვის. ალალი ბიჭი იყო ვანო. გაიზარდა, უმაღლესი დაამთავრა და საპატრულოში დაიწყო მუშაობა, ბოლო პატრულირება მისთვის მძიმე და საბედისწერო აღმოჩნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთმა მთვრალმა მძღოლმა იმსხვერპლა ჩვენი ვანო და მისი მეწყვილე. კიდევ ერთმა არადამიანმა, ჩემს მეზობელ სოფელსაც შავი მეხი დაატეხა თავს, იქაც მიასვენეს ვანოს მეწყვილე, იქაც დედის კივილმა შეძრა სოფელი, ვტირით და ვგლოვობთ ჩვენს ბიჭებს, ვიღაც კი ამ დროს ისევ უჯდება ნასვამი საჭეს და ისევ მორიგ მსხვერპლს აქცევს გვამად,.....უბედური დღე გათენდა ჩემს სოფელში, ჩემი პატარა სკოლის ზარი დღეს არ დაირეკება, ყველა ვგლოვობთ ვანოს, ჩვენს კეთილგულა ბიჭს...." - წერს ახლობელი ნატალია კახიაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

👉 „ოქრო ბიჭი... საოცარი ადამიანი დააკლდა ოჯახს, ქვეყანას! - ტრაგიკულად დაღუპულ პოლიციელებს გლოვობენ

👉 კაცი, რომელმაც ავარიის დროს ორი პატრული მოკლა, წარსულში ნასამართლევია და არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

👉 „ვერ ვლაპარაკობ, ჩემი დისშვილი იყო... ჩახოცა ორივე“ - რას ჰყვებიან ახლობლები ქარელში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე

👉 „ღამის გასათევად მოვხვდი ოჯახში, სადაც დამიტოვეს... მე ვიყავი ინიციატორი, პირველი ღამე შემდგარიყო ”- მზია გეწაძე