„ჩემო ბუთქუჩა თოკო... ბავშვი ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა“ - ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ ბავშვს გლოვობენ

თორნიკე ჩხარტიშვილი

ჯუმათში დაღუპულ 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილს ახლობლები გლოვობენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი მოვარდნილმა ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა.

„ჩემო ბუთქუჩა თოკო, შენ მოგიკვდი, ეს რა დღე გათენდა, შვილო, ეს რა წარღვნა მოვიდა... ანგელოზო გავიფრინდი... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი რით ვანუგეშო შენი მშობლები დები და ძმა. ყველას რომ უყვარდი, თოკო.“

„შენ ჩემი შვილივით მიყვარდი, თორნიკე... ეს რატომ, რატომ... ჩემო ცხოვრება, მანდ მინდა ვიყო, ჩაგეხუტო, ჩემო სიცოცხლე. რატომ გათენდა ასეთი დღე, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჩემი ნახევარი გული შენ წაიღე... შვილო, თორნიკე...“ - წერენ ოჯახის ახლობლები.

ასევე ნახეთ:

„ვაი, შენს დედას... რას ვხედავ ამას“ - ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ

იურას „კუხნაში“ სძინებია ცალკე, მეწყერი რომ მოვარდა... იქამდე ვერ მივდივართ - დაკარგული მოზარდი მეშვიდე კლასელია

„მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელში“ - სტიქია სოფელ ქობულეთში