თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სოფელ მერისში, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 32 წლის ნიკა გორგაძე მართავდა, გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქედის „ევექსის“ კლინიკაში შეიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში განმარტეს, რომ პაციენტი საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
წყარო: აჭარაnews