ვინ არის 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა
1787643828
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად, მამაკაცი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-სა და Volkswagen-ის მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ის მიღებული დაზიანებებით, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.