ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

ავარია ბათუმში

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომობილი ამოყირავდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას და ფოტოს ადგილიდან „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

✕