ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე ხანძარი გაჩნდა

ხანძარი ხიდზე

ანაკლია-განმუხურის ახლად რეაბილიტირებულ ხიდის ერთ მონაკვეთზე ცეცხლი გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგადამცემ კაბელს გაუჩნდა.