პეტერ მადიარი: ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის

პეტერ მადიარი მარკ რუტე

ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გავმართე მარკ რუტესთან ბრიუსელში. უნგრეთი კვლავ იქნება საიმედო პარტნიორი მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ალიანსში. ნატოს გენერალური მდივანი და მე შევთანხმდით, რომ უნგრელი ჯარისკაცები შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ კოსოვოში ნატოს სამშვიდობო მისიის ფარგლებში. გენერალურ მდივანს მივაწოდე ინფორმაცია, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის. მარკ რუტემ მომაწოდა ინფორმაცია 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების, ისევე როგორც ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ვითარების განვითარების შესახებ“, - აღნიშნა მადიარმა.