1779997674
დავით ლორთქიფანიძე ოპოზიციის აქციაზე: 26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში
26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ოპოზიციის აქციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიცია თავისი ქმედებებით სექტად ყალიბდება.
„ჩემთვის მათი ასეთი საქციელი ორ განზომილებიანია: პირველი - ღიმილს მგვრის და მეორე - აგრესიას ბადებს ჩემში. როგორი თავხედი უნდა იყო, რომ 26 მაისს რა ჩაიდინეს რუსთაველზე, სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა და პრეზიდენტმა და იქ რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, ერთ სიტყვაში მთელი ნეგატივი არის გაერთიანებული. უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში. ერთი გინახავთ მაგათგან ვინმე, რომ სინანული ჰქონდეს? მე არ მინახავს. მე მგონი სექტად ყალიბდებიან.
სანამ ჩვენი თაობაა და ჩვენი შვილების თაობა, მაგათ რომ ხელისუფლებაში არ მოვუშვებთ ორი აზრი არ არის“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.











