საქართველოში ოქრო იაფდება - რა ღირს გრამი
1779289191
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 38 წლის კაცი, სერგი გომშიაშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა.
გარდაცვლილს თანასოფლელები ეკლესიაში დაასვენებენ და შემდეგ დაკრძალავენ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ქვეითად მოსიარულე გომშიაშვილს „ოპელის“ მარკის ავტომობილი დღეს, გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა.