32 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

ლაშა როგავა

სოციალურ ქსელში 32 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.

„ვერ ვიჯერებ ლაშა რომ აღარ ხარ ძამიკო. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სული, ლაშა მოგვენატრები"- წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა როგავა თბილისში მუშაობდა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან იყო. მას მანქანა მცხეთაში დაეჯახა. უბედური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს  სამშაბათს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.