22 წლის ტურისტი გოგო დაიღუპა იაპონიაში, ზამთრის კურორტზე

საბაგირო

იაპონიაში, სათხილამურო კურორტზე ავსტრალიელი ტურისტი ქალი დაიღუპა. მოთხილამურის ჩანთა საბაგიროს გამოედო და ის ჰაერში ჩამოეკიდა.

22 წლის ელა დეი ბრუკი 30 იანვარს, ნაგანოს პრეფექტურაში, ოტარიში, ცუგაიკეს სათხილამურო კურორტზე მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქალის გარდაცვალება დაადასტურა და აღნიშნა, რომ ოჯახს შესაბამის დახმარებას უწევს.