რუსეთის პრეზიდენტი

მსოფლიო • 1790967438

ჰააგაში ვლადიმერ პუტინის ტრიბუნალისთვის ხარჯებს ითვლიან - იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი

ჰააგაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრიბუნალისთვის ხარჯებს ითვლიან.იუსტიციის საკითხებში ევროკომისარ მაიკ მაკგრატის თქმით, ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ, გარდა ბულგარეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთისა, სურვილი გამოთქვა შეუერთდეს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი რუსული აგრესიის გამო, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას. საერთო ჯამში კი, ტრიბუნალის გამართვას მსოფლიოს 38 ქვეყანა უჭერს მხარს.აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები როგორც სპეციალური ტრიბუნალის ჩატარების მასპინძელი ქვეყანა, ევროკავშირის საბჭოსთან ერთად შეაფასებს მისი გამართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯებს.ევროკომისრის თქმით, პოტენციურ წევრ ქვეყნებს სურთ, ზუსტად იცოდნენ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და რა სახის ფინანსურ და ორგანიზაციულ რესურსებს მოითხოვს ამ განსაკუთრებული ორგანოს ფუნქციონირება.

ნიკოლოზ სამხარაძე

პოლიტიკა • 1790965351

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო

თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, რა თქმაა უნდა, 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას.მისივე თქმით, საქმე გვაქვს ადამიანების მოტყუებასთან და ფუჭი იმედებისა და ილუზიების მიცემასთან.„მით უმეტეს, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომითა და რუსეთის აგრესიით იტანჯებიან. ჩვენ უკრაინას ვუსურვებთ პირველ რიგში, გამძლეობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ევროკავშირშიც გაწევრიანდება უკრაინა“, - განაცხადა სამხარაძემ.ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1 იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა • 1790961996

ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ

 გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსისგანცხადებას, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული, ლევან მახაშვილი მედიასთან აფასებს.ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განცხადებები, რასაც უკრაინის მიმართ წლების განმავლობაში ვისმენდით, მხოლოდ და მხოლოდ „ცრუ დაპირებებით გაბრუებას ემსახურებოდა“.„ალბათ არასდროს დასრულდება ახალ-ახალი თარიღებით საკუთარი მოსახლეობის გაბრუება. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ. მერე ეს თარიღი მოვა..გადაივლის და მერე ახალი თარიღი გაჩნდება.ეს არის ცუდი ტენდენცია. მთავარია თითოეულმა ქვეყანამ გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც გააუმჯობესებს მათი მოსახლეობის ყოფას და გააძლიერებს გრძელვადიან მშვიდობას. იმის იქით ყველაფერი დანარჩენი ჩვეულებრივი მანიპულაციაა და სამწუხაროდ, უკრაინული საზოგადოება ამ ტიპის მანიპულაციას მოკლებული არ არის თარიღებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.​ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

vitali kliCko

მსოფლიო • 1790959800

კიევი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია, როგორც მშვიდობიან პერიოდში, სამწუხაროდ, არ გამოვა - ვიტალი კლიჩკო

სიმართლე გითხრათ, დედაქალაქი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია, როგორც მშვიდობიან პერიოდში, სამწუხაროდ, არ გამოვა, – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.„მტერი ანადგურებს კიევს – ინფრასტრუქტურას, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, საცხოვრებელ და სოციალურ ობიექტებს. აგრესორმა ასევე კვლავ დაიწყო ენერგეტიკული სექტორის განადგურება“, – აღნიშნა კიევის მერმა.ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა, მიზანში ამოიღო ხიდები, ენერგეტიკული ობიექტები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, 1 ოქტომბერს რუსული დრონებით განხორციელებულმა დარტყმებმა დნეპრზე გამავალი მნიშვნელოვანი ხიდი დააზიანა, ხოლო 2 ოქტომბერს მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

პეტერ მადიარი

ომი უკრაინაში • 1790948200

Bloomberg: უნგრეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნის

 უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას არ გეგმავს და კიევის მხარდაჭერას ენერგომომარაგებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ინფორმაციას Bloomberg-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დიორდ ველკეიმზე დაყრდნობით ავრცელებს.„არც ჯარისკაცები და არც იარაღი“, - განაცხადა ველკეიმ და აღნიშნა, რომ უნგრეთის ინტერესშია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და სწორედ ეს არის ბუდაპეშტისთვის უმნიშვნელოვანესი.უნგრეთის ახალი მთავრობის პოზიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, განსაკუთრებით კი ბალტიის სახელმწიფოების მიდგომისგან, რომლებიც უკრაინას სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით აქტიურად ეხმარებიან, წერს სააგენტო.ბუდაპეშტის პოზიცია ასევე ასახავს უკრაინასთან ურთიერთობის სირთულეს, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის წლებში განსაკუთრებით დაიძაბა. ორბანი კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკას ატარებდა, ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შეფერხებას და უკრაინის ხელისუფლებას, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებში მისი დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდა.Bloomberg-ის ინფორმაციით, პეტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების სწრაფ გაუმჯობესებას ელოდნენ. კიევმა უნგრეთის ეთნიკური უმცირესობის ენობრივი უფლებების სამართლებრივი დაცვის გაძლიერების პირობა დადო, ხოლო ბუდაპეშტმა უარი თქვა ვეტოზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას აფერხებდა. თუმცა, ურთიერთობების გაუმჯობესება შეფერხებებით მიმდინარეობს.უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ კიევმა მას აცნობა, რომ უკრაინაში უნგრულენოვანი განათლების გაფართოების შესახებ კანონი მიმდინარე თვეში უნდა მიიღონ.„რამდენიმე თვეში უკრაინის უნგრული უმცირესობის უფლებების გაძლიერებისთვის უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ორბანის მთავრობამ 10 წლის განმავლობაში“, - დაწერა მან.ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა, რომელთა საქმიანობაც მთავრობამ ჯაშუშობას დაუკავშირა. ეს ორბანის ეპოქასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა, როდესაც უნგრეთი ბრიუსელში მოსკოვის ინტერესების გამტარად ხშირად მოქმედებდა.მიუხედავად ამისა, უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში კვლავ არსებობს უნდობლობა, წერს სააგენტო.

პეტერ მადიარი

მსოფლიო • 1790941140

პეტერ მადიარი: მივესალმებით უკრაინის პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობების უფლებების გაძლიერებას განათლებაში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად შეაფასა უკრაინის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეროვნული უმცირესობებისთვის მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას ეხება.მისი თქმით, კანონპროექტი უკრაინაში მცხოვრები უნგრელების მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას აძლიერებს.„მივესალმებით კანონპროექტს, რომელიც გუშინ უკრაინის პარლამენტში წარადგინეს. კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობების უფლებების გაძლიერებას განათლებაში. კანონპროექტი აძლიერებს მშობლიურ ენაზე და საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელში განათლების მიღების სამართლებრივ გარანტიებს“, – დაწერა მადიარმა.ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს უკრაინის უმაღლეს რადაში ეროვნული უმცირესობების ენებზე განათლების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს. კანონპროექტის მიზანია უკრაინაში ეროვნული უმცირესობების (თემების) წარმომადგენლებისა და მკვიდრი ხალხების განათლების უფლების უზრუნველყოფა.„ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ უკრაინული კვლავ რჩება განათლების პროცესის ენად, თუმცა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც არსებობს უკრაინის მკვიდრი ხალხის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე მოსაუბრე ეროვნული უმცირესობის ენაზე სწავლების კლასი ან ჯგუფი, გარანტირებული იქნება შესაბამისი ენის გამოყენების უფლება.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს უნგრეთის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში მომდევნო ორი კლასტერის დაბლოკვის მოხსნას.

ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს

მსოფლიო • 1790923633

მერცი: რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებით არ შევშინდებით, როგორც ნატო, ჩვენ სწრაფად და ნათლად ვრეაგირებთ, უკრაინის მხარდაჭერას არ შევწყვეტთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ნატო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.როგორც მერცი აღნიშნავს, რუსეთს სწრაფად და ნათლად უპასუხებს.„რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებით ჩვენ არ შევშინდებით. რუსეთს ჩვენში არეულობა, ჩვენი საზოგადოების გახლეჩა და ჩვენი ქვეყნის დასუსტება სურს. ჩვენ მზად ვართ. როგორც ნატო, ჩვენ სწრაფად და ნათლად ვრეაგირებთ. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას არ შევწყვეტთ“, – წერს ფრიდრიხ მერცი.ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ 12 სექტემბერს ქვეყნის სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ლაიფციგში ჩაშლილი თავდასხმის უკან რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჯაშუშები იდგნენ.

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790876739

დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის - მარკ რუტე

დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ კრუტემ განაცხადა.რუტეს თქმით, ევროპა უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და კონტინენტზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული მავნებლური ჰიბრიდული თავდასხმების მზარდი რაოდენობის წინაშე დგას.„მიუხედავად ამ მძიმე დანაკარგებისა, პუტინი ომის დასრულების არანაირ სურვილს არ გამოხატავს. პირიქით, ახლა ის ომს აძლიერებს. მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ჩვენი ქვეყნები სამიზნეები არიან. რუსეთის მავნე ჰიბრიდული თავდასხმების სია მთელ ევროპაში ყოველდღიურად იზრდება. ვიცით, რომ ეს თავდასხმები რუსეთში სასოწარკვეთილების ნიშანია. პუტინი უკრაინაში სასურველ შედეგს ვერ აღწევს და ამის გამო ჩვენი დასჯა სურს. პუტინს სურს ჩვენი დაშინება და გახლეჩა, მაგრამ ეს არ გამოუვა. მის მტრულ ქმედებებზე ჩვენი პასუხი კი უკრაინის კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერაა“, - განაცხადა რუტემ.მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებს „გრძელი გზა“ ელოდებათ, რადგან რუსეთის „კარგად გამართული სამხედრო მანქანა“ უახლოეს მომავალში არ შეჩერდება, ხოლო ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ტექნოლოგიური განვითარება შენელებას არ აპირებს.„ზუსტად არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. თუმცა ვიცით, რომ ერთმანეთს დავიცავთ და ერთზე თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს. სწორედ ამ პრინციპმა და მისი დაცვის ჩვენმა ურყევმა გადაწყვეტილებამ შეგვინარჩუნა მშვიდობა უკვე 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“- აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790876340

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტერზე დარტყმა კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით პირველად განახორციელეს.„უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. მადლობა შედეგისთვის“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ ტიპის რაკეტების სერიულ წარმოებას განახორციელებს. თავდასხმის სხვა დეტალები ან დარტყმის ზუსტი ლოკაცია პრეზიდენტს არ დაუზუსტებია.კომპანია Fire Point-ის მიერ შემუშავებული FP-7 რაკეტის პრეზენტაცია 2025 წელს შედგა, ხოლო 2026 წლის თებერვალში გავრცელდა სახმელეთო პლატფორმიდან მისი საცდელი გაშვების კადრები.

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790870820

მარკ რუტე: ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება - ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სისტემური დივერსიების, ხანძრების გაჩენისა და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის. ამასთან, მან მოკავშირეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.რუტეს თქმით, კრემლი ამჟამად მთელი ევროპის უსაფრთხოებას ცდის, რის გამოც ნატოს წევრებმა სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ და მზად იყვნენ მტრული მოქმედებების ხანგრძლივი კამპანიისთვის.„ჩვენ ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება. ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.აღნიშნულ პოზიციას მხარი დაუჭირეს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა. მათ აღნიშნეს, რომ ევროპა დაშინებას არ დაემორჩილება და მათი ქვეყნები დაზვერვის სფეროში თანამშრომლობას უკვე პრეცედენტო დონემდე აძლიერებენ.„შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განაგრძეთ საქმიანობა და გააგრძელეთ უკრაინის მხარდაჭერა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა. გვაქვს ყველაფერი, რათა დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული გოჯი“, - დასძინა რუტემ.

ტრამპი ზელენსკი

მსოფლიო • 1790869231

გარკვეული საბრძოლო მასალის მიღებაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა, მას არ ჰქონდა თვითმფრინავები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვეული ტიპის  საბრძოლო მასალის მიღებაზე უარი თქვა, რადგან უკრაინას მისი გამოყენებისთვის საჭირო თვითმფრინავები და სხვა შესაბამისი შესაძლებლობები არ ჰქონდა.ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საბრძოლო მასალის მარაგები ამჟამად აქტიურად ივსება და ქვეყანაში შეიარაღების წარმოება იზრდება.„არის საბრძოლო მასალა, რომლის მიღებაზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა. თუმცა, ეს ძალიან ძლიერი საბრძოლო მასალაა. მან უარი თქვა, რადგან მას არ ჰქონდა თვითმფრინავები და სხვა საშუალებები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგად აშშ-ში გარკვეული ტიპის შეიარაღების მარაგი შემცირდა, თუმცა მისი ადმინისტრაცია ახლა დანაკლისის შევსებაზე აქტიურად მუშაობს და აშშ-ის „კარგ ფორმაშია“.ტრამპის განცხადებით, აშშ-ში თავდაცვის სფეროს კომპანიები, მათ შორის Raytheon, საწარმოო შესაძლებლობებს აფართოებენ.„ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენებენ ქარხნებს. მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე და ჩვენ ვაგროვებთ საბრძოლო მასალას იმ დონეზე, როგორც არასდროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ევროკომისია

მსოფლიო • 1790867820

Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა

ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.„დღეს, კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ვიპოვეთ გზები 2026 წლისთვის უკრაინის ბიუჯეტისა და თავდაცვის საჭიროებების დასაფარად. ჩვენ ასევე ხელახლა დავადასტურეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მათი დროული გამოყოფის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია კომისიის ბუნდოვნად ფორმულირებულ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს გაავრცელა.ამით აღმასრულებელმა ორგანომ დახურა დებატები, რომლებიც აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს 27-მილიარდიანი დეფიციტის შევსებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა ისინი, რომ იარაღის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიწოდება საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.მას შემდეგ ევროკომისია უკრაინის მთავრობასთან ტექნიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფინანსური დეფიციტის ზუსტი მასშტაბის დასადგენად.თავიდანვე, ევროკავშირის ოფიციალური პირები ერიდებოდნენ 27 მილიარდი დოლარის ოდენობის ციფრის დადასტურებას, რადგან მას მოულოდნელად და დაუსაბუთებლად მიიჩნევდნენ.ამის სანაცვლოდ, მათ ყურადღება გადაიტანეს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე, რომელიც ბლოკის დახმარების მთავარ ხაზს წარმოადგენს. ის ითვალისწინებს 45 მილიარდ ევროს 2026 წლისთვის, ხოლო კიდევ 45 მილიარდ ევროს - 2027 წლისთვის.ვიდრე ტექნიკური მოლაპარაკებები გაჭიანურდა, ბრიუსელმა გაზარდა ზეწოლა კიევზე, რათა დაეჩქარებინა ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია მხარდამჭერი სესხისა და წინა დახმარების პაკეტის გასახსნელად. ევროკომისია უკმაყოფილოა საკანონმდებლო პროცესის ნელი ტემპით.

✕