„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1795116106
მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და მის მოკავშირეებს შორის უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე წარმომადგენლობის საკითხზე უთანხმოება იყო, ისინი ახლა კიდევ უფრო რთული დილემის წინაშე დგანან: რუსეთს ხისტი პოლიტიკით დაუპირისპირდნენ თუ უფრო მოქნილი მიდგომა სცადონ? - წერს გამოცემა POLITICO.
ნებისმიერ მოლაპარაკებაში ევროპული გუნდისთვის „წითელ ხაზებზე“, ანუ პრინციპებზე შეთანხმება უკვე უთანხმოების მიზეზი ხდება - ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროპელებმა პროცესი მაქსიმალური მოთხოვნების წაყენებით უნდა დაიწყონ, მაშინ როცა ზოგიერთი მთავრობა, მაგალითად ავსტრია, უფრო რბილ მიდგომას, მათ შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ზომებს უჭერს მხარს.
„არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებთან დაკავშირებითაც ევროპამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ განსახილველად მზად არ არის“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ.
გასულ კვირას აბუ-დაბიში რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის გამართულ მოლაპარაკებებში ევროპა, ფაქტობრივად, ჩართული არ ყოფილა, თუმცა კრემლმა და თეთრმა სახლმა მიანიშნეს, რომ მომავალ შეხვედრებზე ასე აღარ იქნება. მრავალდღიანი უთანხმოების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ გუნდზე, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ოთხი წამყვანი ქვეყნის - საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის ოფიციალური პირებით, ასევე დიდი ბრიტანეთის, ნატოს, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლებით.
„ახლა აქცენტი კითხვიდან „ვინ“ კითხვაზე „რა“ უნდა გადავიდეს“, - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რაიზინგერმა.
ავსტრიამ დააკონკრეტა, თუ რას შეიძლება მოიცავდეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული ეს ზომები: მაგალითად, უფრო ფართომასშტაბური ზავისთვის ნიადაგის მოსამზადებლად შეზღუდული ან ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას, ან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგისთვის საერთაშორისო ფორუმის შექმნის ინიციატივას.