ზვიად შალამბერიძე

პოლიტიკა 1777385220

ზვიად შალამბერიძე: თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი, ესენი არიან ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ

დღევანდელ დღეს თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ესენი არიან ის ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც [ევროკავშირის] ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.მისი თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ ასეთი განცხადებები აკეთოს საქართველოს საზოგადოების მიმართ და თქვას, თითქოს ეს არ იყო მუქარა და ეს იყო მოწოდება, ქართული საზოგადოება მთავრობის გარეშეც სწორად აფასებს რეალურ მდგომარეობას.„დღევანდელ დღეს თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ესენი არიან ის ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც [ევროკავშირის] ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ. მივესალმები ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ დაიბარეს და გააცნეს ჩვენი პოზიცია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ ასეთი განცხადებები აკეთოს საქართველოს საზოგადოების მიმართ და თქვას, თითქოს ეს არ იყო მუქარა და ეს იყო მოწოდება, ქართული საზოგადოება მთავრობის გარეშეც სწორად აფასებს რეალურ მდგომარეობას და სწორად უჩნდება ევროკავშირის ელჩის მიმართ ის შეგრძნება, რაც გამოიხატა. გამოუჩნდნენ ადვოკატები ოპოზიციის სახით, ევროკავშირის ელჩი რომ დაეცვათ და რიტორიკა შეერბილებინათ, მაგრამ დიპლომატები იმ საზღვრებს არ უნდა გასცდნენ, რაც ვენის კონვენციით არის აღიარებული. დარწმუნებული ვართ, რომ ვაკეთებთ სწორ საქმეს, საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთას და გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის გატარებას. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკას სწორად არ უძღვება, ამას ვნახავთ 2028 წლის არჩევნებზე“, - აღნიშნა შალამბერიძემ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“. ამის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1777376772

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებმა უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ, სწორედ ამ დამოკიდებულების გამოძახილია პაველ ჰერჩინსკისა და ფიშერის თავხედური განცხადებები

ევრობიუროკრატებმა საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ. სწორედ ამ უსამართლო დამოკიდებულების გამოძახილია პაველ ჰერჩინსკისა და ფიშერის თავხედური განცხადებები, ქცევები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მისივე თქმით, „ჰერჩინსკი მანამდე თუ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ესხმოდა თავს, ამ შემთხვევაში, უკვე თავდასხმა მთლიანად სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე დაიწყო“.„ევრობიუროკრატებმა თავიანთი მიდგომები უნდა შეცვალონ – ან უნდა შეეგუონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერ ანაცვლებენ ვერც არჩევნებით და ვერც რევოლუციის გზით, რომელიც რამდენჯერმე სცადეს, ან ევროპელ ხალხში გამოფხიზლებას დაველოდოთ, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. ამერიკამ ზუსტად იმ მახინჯ იდეოლოგიაზე თქვა უარი, რასაც ეს ევრობიუროკრატები ავრცელებენ. ასევე უარი თქვეს იმ მანკიერ პოლიტიკაზე, რასაც ევრობიუროკრატები აწარმოებენ. შესაბამისად, ევროპელმა ხალხმაც უნდა მიბაძოს ამერიკელ ხალხს და ეს არარჩეული ბიუროკრატები შეიცვალოს, მმართველობაში უნდა მოვიდნენ ისეთი ბიუროკრატები, ვისთვისაც რეალურად მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ღირებულებები, ფასეულობები. ჰერჩინსკის განცხადება ცალსახად თავხედურია, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრება, რომ ბნელ, სამოქალაქო ომის პერიოდში დავბრუნდებით. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა თავხედურ განცხადებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე დაიბარეს. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.საგარეო უწყებაში შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.შეგახსენებთ, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1777299656

გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა.„მეიდნის სცენარს გვპირდება, რომ საზოგადოებაში ისეთი შეჯახება მოხდება, რომელიც შეუქცევადი პროცესი იქნება, იქნება მსხვერპლი და იქნება ის, რასაც ბნელ პერსპექტივა, რაზედაც იგი მიანიშნებს.ჰერჩნსკის მოგონილი არ არის მუქარა, ის ინსტრუქციას ასრულებს, ამ ინსტრუქციას ამბობს და თან გულიც ეთანაღრება. ადრე ქართველ ხალხად მოიხსენიებდა მხოლოდ მათ, ვინც ქუჩაში ცეცხლს ანთებდა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, ახლა ასე არ არის - ყველას ეუბნება და ეტყობა თვითონაც ისე წყდება გული, რომ ინსტრუქციას ასრულებს, ხალხს კეთილი და თბილი სიტყვით მიმართავს, თავის დამოკიდებულებას გამოხატავს საზოგადოების მიმართ, ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ყველას მიმართავს და ამიტომ დავარქვით ამას მუქარა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1777293720

ირაკლი ქადაგიშვილი: ჰერჩინსკის განცხადება იყო დიპლომატიური სკანდალი, კარგია, რომ რეაგირება მოხდა, ოფიციალურ დონეზე ამან დამოკიდებულებებისა და განცხადებების დაკორექტირებას ხელი უნდა შეუწყოს

პაველ ჰერჩინსკის განცხადება იყო დიპლომატიური სკანდალი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროკავშირის სასაუბრო ენას და იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებაც საქართველოს უნდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში ჰქონდეს.„აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩის დაბარებას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საქართველოს ეს პოზიცია მკაფიოდ იყოს გამოხატული და ნათქვამი ოფიციალურ, სახელმწიფო დონეზე და არამარტო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკოსების დონეზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სწორად იყო გაცხადებული, რომ ეს საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გეგმებს გარკვეულწილად ძირს უთხრის და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის მკვებავია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა პაველ ჰერჩინსკის, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი გარკვეულწილად პოლარიზაციის ტყვეობაში იმყოფება და თავიდან ბოლომდე იმ ნარატივზეა, რა ნარატივიც რადიკალურ ოპოზიციას და, მათ შორის, ევროკავშირში გარკვეულ ძალებს აქვთ.„მისი განცხადება ამის ერთგვარი გამოხატულება იყო. იმ ნარატივის, რა ნარატივითაც ხდება ხოლმე საქართველოში ხშირ შემთხვევაში დაპირისპირების გაღვივება. კარგია, რომ ამაზე რეაგირება მოხდა. ამან ოფიციალურ დონეზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებებისა და, მათ შორის, განცხადებების დაკორექტირებას ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში საქართველოს შესახებ ორგანიზებულ ღონისძიებასა და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

მაკა

პოლიტიკა 1777285723

საგარეო უწყება: მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.„სამწუხაროდ, ბრიუსელის ქმედებები შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისათვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარება უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1777283520

ლევან მაჭავარიანი: საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი, მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, ვინაიდან მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი. მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მისივე თქმით, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება.„აქამდე „ქართულ ოცნებას“ გვაკრიტიკებდა, ყველანაირ საზღვარს ცდებოდა, მიკერძოებული იყო და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიციის აქტივისტად წარმოჩინდა. არჩევნების წინ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცა. ამ შემთხვევაში კი ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება. ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობს, თითქოს იმავე დროში დავბრუნდებით, სამოქალაქო ომის პერიოდსა და ბნელ წარსულში. ეს ძალიან თავხედური განცხადებაა. მოლოდინი არც მაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკურ ახსნა, ლოგიკური დასაბუთება ექნება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პასუხს გასცემს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.კითხვაზე, რა მიზანს ემსახურება პაველ ჰერჩინსკის განცხადება, მაჭავარიანმა უპასუხა:„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს არის ევრობიუროკრატების პოზიციის გაზიარება. რა თქმა უნდა, მათი დავალებით მოქმედებს. მიზანი მხოლოდ ერთია – რადიკალურ ოპოზიციას რაღაცნაირად მხარდაჭერა აღუთქვან. ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ამით რადიკალურ ოპოზიციას რეიტინგს მოუმატებენ და ჩვენ დაგვაკლებენ. თავიანთი თვალით იხილეს, ბრიუსელმა რადიკალების მაგივრად წინასაარჩევნო კამპანია როცა ჩაატარა, ჩვენი ხალხი როგორ გაერთიანდა და „ქართულ ოცნებას“ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა“.ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იყო დაბარებული. ავლაბრის ცერემონიების სასახლეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელჩმა ავლაბრის რეზიდენცია ისე დატოვა, ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.ჰერჩინსკის დაბარება უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1777283424

ლევან მაჭავარიანი: საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი, მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, ვინაიდან მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი. მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მისივე თქმით, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება.„აქამდე „ქართულ ოცნებას“ გვაკრიტიკებდა, ყველანაირ საზღვარს ცდებოდა, მიკერძოებული იყო და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიციის აქტივისტად წარმოჩინდა. არჩევნების წინ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცა. ამ შემთხვევაში კი, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება. ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობს, თითქოს იმავე დროში დავბრუნდებით, სამოქალაქო ომის პერიოდსა და ბნელ წარსულში. ეს ძალიან თავხედური განცხადებაა. მოლოდინი არც მაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკურ ახსნა, ლოგიკური დასაბუთება ექნება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პასუხს გასცემს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.კითხვაზე, რა მიზანს ემსახურება პაველ ჰერჩინსკის განცხადება?, მაჭავარიანმა უპასუხა:„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს არის ევრობიუროკრატების პოზიციის გაზიარება. რა თქმა უნდა, მათი დავალებით მოქმედებს. მიზანი მხოლოდ ერთია – რადიკალურ ოპოზიციას რაღაცნაირად მხარდაჭერა აღუთქვან. ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ამით რადიკალურ ოპოზიციას რეიტინგს მოუმატებენ და ჩვენ დაგვაკლებენ. თავისი თვალით იხილეს, ბრიუსელმა რადიკალების მაგივრად წინასაარჩევნო კამპანია როცა ჩაატარა, ჩვენი ხალხი როგორ გაერთიანდა და „ქართულ ოცნებას“ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა“.ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იყო დაბარებული. ავლაბრის ცერემონიების სასახლეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელჩმა ავლაბრის რეზიდენცია ისე დატოვა, ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.ჰერჩინსკის დაბარება უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

ავლაბრის რეზიდენცია

პოლიტიკა 1777281489

ავლაბრის რეზიდენციაში მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა დასრულდა

ავლაბრის ცერემონიების სასახლეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შორის შეხვედრა დასრულდა.შეხვედრა დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელჩმა ავლაბრის რეზიდენცია ისე დატოვა, ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.ჰერჩინსკის დაბარება უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1777278912

მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკის ხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ხვდება. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.ჰერჩინსკის დაბარება უკავშირდება რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

გიორგი სოსიაშვილი

პოლიტიკა 1777265513

გიორგი სოსიაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე

 მან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ფეხქვეშ გათელა ვენის კონვენცია, ყოველგვარი დიპლომატიური ნორმები და თავს ესხმის ქართველ ხალხს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი, რომელიც თავისი ბუნებით არის ანტიევროპელი, ქართველების „ბნელ“ წარსულზე ლაპარაკობს.„ის თავად არის წამქეზებელი და დამფინანსებელი სამოქალაქო დაპირისპირების. ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი და ევროპისთვის ავტორიტეტის ძირის გამომთხრელი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე“, - განაცხადა სოსიაშვილმა.ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1777051314

ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ქრონიკასთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს რიტორიკას შედეგად მხოლოდ ერთი რამ მოაქვს, ქართველი ხალხის უნდობლობა ევროკავშირის მიმართ.„მანამდე ვხედავდით ბატონი ჰერჩინსკის განცხადებებს კონკრეტულად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. 2024 წლის არჩევნებამდე მან მოუწოდა ამომრჩეველს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ. ამ შემთხვევაში იგი უშუალოდ ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს ემუქრება, საშინელი ლექსიკით საუბრობს, საზოგადოებას სამოქალაქო ომით ემუქრება. ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1777043760

მაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მედიასთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ჰერჩინსკს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.„კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია. ნამდვილად შემაშფოთებელია ქართველი ხალხის ინტერესების, ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა, მაშინ როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება. ახლაც ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები გვესმის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.კითხვაზე, დაიბარებს თუ არა საგარეო უწყება ელჩს სამინისტროში, ბოჭორიშვილმა უპასუხა:„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და სწორედ იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება“.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.