პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
პაველ ჰერჩინსკის განცხადება იყო დიპლომატიური სკანდალი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროკავშირის სასაუბრო ენას და იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებაც საქართველოს უნდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში ჰქონდეს.
„აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩის დაბარებას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საქართველოს ეს პოზიცია მკაფიოდ იყოს გამოხატული და ნათქვამი ოფიციალურ, სახელმწიფო დონეზე და არამარტო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკოსების დონეზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სწორად იყო გაცხადებული, რომ ეს საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გეგმებს გარკვეულწილად ძირს უთხრის და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის მკვებავია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა პაველ ჰერჩინსკის, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი გარკვეულწილად პოლარიზაციის ტყვეობაში იმყოფება და თავიდან ბოლომდე იმ ნარატივზეა, რა ნარატივიც რადიკალურ ოპოზიციას და, მათ შორის, ევროკავშირში გარკვეულ ძალებს აქვთ.
„მისი განცხადება ამის ერთგვარი გამოხატულება იყო. იმ ნარატივის, რა ნარატივითაც ხდება ხოლმე საქართველოში ხშირ შემთხვევაში დაპირისპირების გაღვივება. კარგია, რომ ამაზე რეაგირება მოხდა. ამან ოფიციალურ დონეზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებებისა და, მათ შორის, განცხადებების დაკორექტირებას ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში საქართველოს შესახებ ორგანიზებულ ღონისძიებასა და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.
რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051