„არ შემეძლო ეს არ დამეწერა...“ - რა მოხდა დაკრძალვის დღეს
1784405212
ციან ჰუნგიანი ოთხი წლის იყო, როდესაც სატვირთო მანქანის ავარიის შედეგად ორივე ფეხი დაკარგა. მისი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და პროთეზების შეძენას ვერ ახერხებდა. გამოსავალი ბაბუამ იპოვა – ძველი კალათბურთის ბურთი გადააჭრა, შიგ ჩასვა გოგონა და გადაადგილებისთვის ორი კარის სახელური მისცა. სწორედ ამის გამო ციანს „კალათბურთელი გოგონა“ შეარქვეს.

მისმა ისტორიამ მთელი ჩინეთი შეძრა. საზოგადოების მხარდაჭერით ციანმა პროთეზები მიიღო და სკოლაში სწავლაც შეძლო. მოგვიანებით მან ცურვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად წყალში ვარჯიში ძალიან უჭირდა, ყოველდღიური შრომით პარასპორტში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
ციანმა ჩინეთის ეროვნულ ჩემპიონატებზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა. 2023 წელს კი აზიის პარათამაშებშიც იასპარეზა.
დღეს ციან ჰუნგიანი აგრძელებს სპორტულ კარიერას და მუშაობს იუნანის პროვინციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფედერაციაში. 