გიორგი ჩაკვეტაძე

პოლიტიკა 1747131790

დამოუკიდებლობა წინა თაობებმა მოგვიტანეს და ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ, ახლა, როდესაც გეოპოლიტიკა ასე შეიცვალა, არავის მივცემთ უფლებას, სამშობლო წაგვართვას - გიორგი ჩაკვეტაძე

პრეზიდენტ ტრამპს „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც. ქართველ ხალხს უღირსად არაერთხელ მოექცნენ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღირსეულად იქცეოდა. დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალში“, – ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვატაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.ჩაკვეტაძის თქმით, „ქართველი ხალხი, რომელმაც ათასწლოვანი ისტორია გამოიარა და დღესაც სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის იბრძვის, თავს არავის დაუხრის“.„დამოუკიდებლობა წინა თაობებმა მოგვიტანეს და ჩვენი ვალია, ის შევინარჩუნოთ. პირველი რესპუბლიკის შემდეგ, გმირმა ერმა საბჭოთა იმპერიას წინააღმდეგობა გაუწია, 1937 წლის რეპრესიები გამოიარა, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა, დედა ენა დაიცვა, 1989 წლის 9 აპრილს წითელ არმიას დაუპირისპირდა და 1991 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა. ამის შემდეგაც საქართველომ თავისუფლებისთვის ბრძოლა განაგრძო. ახლა, როდესაც გეოპოლიტიკა ასე შეიცვალა, არავის მივცემთ უფლებას, სამშობლო წაგვართვას“, – განაცხადა გიორგი ჩაკვატაძემ.როგორ გიორგი ჩაკვატაძემ აღნიშნა, „მსოფლიოს სხვადასხვა სტრუქტურაში არსებული უხილავი ძალები საქართველოს შიდა საქმეებშიც აფათურებენ ხელს და ეს მცდელობები 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა“.„გვთხოვეს სანქციების დაწესება, რაც საკუთარი ქვეყნის დასჯა იქნებოდა. გვთხოვეს ომში ჩართვა, რაც საქართველოს ნაცარტუტად აქცევდა. გვთხოვეს უცხოელი მოსამართლეების არჩევა, რაც მართლმსაჯულებას გაანადგურებდა. ამის გაგრძელებაა ე.წ. მეგობარი აქტიც, რომელსაც მეგობრულთან საერთო არაფერი აქვს. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის აქტია, რაც მჯერა, ასევე განწირულია მარცხისთვის. კონგრესმა ერთი ხელით ეს მტრული აქტი მიიღო და მეორე ხელით კი, FARA-ს ამკაცრებს – წარსულში ლობიზმზეც ავრცელებს იმ კანონს, რომლის ქართულ ანალოგსაც ყოფილმა ელჩმა საქართველოში რუსული და დემოკრატიისთვის „შავი დღე“ დაუძახა. ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვსო და თურმე ჩვენთვის ეს დაუშვებელია. „დიფ სთეითის“ ლოკალური ფილიალი „დოი“ საერთოდ შანხაის თეატრში წავიდა სამუშაოდ. ორმაგი სტანდარტი „დიფ სთეითის“ სამარკო ნიშნად იქცა. გმირ პოლიციელ გიორგი ზაბახიძეს, რომელსაც ძალადობრივი აქციების დროს მხედველობა დაეკარგა, ცრუ მოწმეს ეძახის ეს მართლა „სიცრუის ფორმულა“. დღეს მედიის თავისუფლებაზე – მედიის გამანადგურებლები, ახალგაზრდებზე – ახალგაზრდების მკვლელები, ევროპაზე – მთავარი არაევროპული ძალები გვესაუბრებიან“, – განაცხადა გიორგი ჩაკვატაძემ.

საგამოძიებო კომისია

პოლიტიკა 1747129160

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით გიორგი ხოჭავა გამოკითხა.გიორგი ხოჭავას განცხადებით, 2010 წელს, როდესაც ის 19 წლის იყო, სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ დააკავა და აიძულებდა  ქურდობა ეღიარებინა, რომელიც მას არ ჩაუდენია.როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით: მას სცემდნენ, რა დროსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანმა კოხტა კოდუამ  ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი ჩაუდო, ასევე აწამებდნენ, მათ შორის, ელექტროშოკის გამოყენებით,  არ აძლევდნენ წყალს და საკვებს, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების მოკვლით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს კი, მის დედას და მეზობელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.გიორგი ხოჭავას განცხადებით, ზუგდიდის ციხეში მის მიმართ ფიზიკური ძალადობა და წამება  გაგრძელდა, რა დროსაც მიღებული დაზიანებების  მკურნალობის საშუალება გარკვეული პერიოდი არ ეძლეოდა.მისივე თქმით, ზუგდიდის ციხეში ის  ტუბერკულოზით დაავადდა და მხოლოდ 11 თვის შემდეგ მოხდა მისი ქსანში, ტუბზონაში გადაყვანა, რა დროსაც ის მხოლოდ 38 კგ-ს იწონიდა.გიორგი ხოჭავამ, ასევე, ისაუბრა ტუბზონაში მისი ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მრავალრიცხოვან ფაქტებზე.როგორც მან აღნიშნა,  ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,  2013 წელს,  იგი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.„ვისი გვარებიც და სახელებიც იცით და გინდათ, რომ კომისიას მიაწოდოთ, ჩვენ ღია ვართ ამისთვის. ეს შეიძლება წერილობით ან  დახურული ფორმით გაკეთდეს, ამის პრობლემა არ არის. მოგვაწოდეთ ეს გვარები და სახელები და კანონს დავუტოვოთ თავისი სათქმელი. თუ მართლმსაჯულება არ აღსრულდა სადღაც როგორც უნდა აღსრულებულიყო, მოდით, ერთად გავაკეთოთ ის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ჩვენ გავაგრძელოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა“, - ამ სიტყვებით მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გიორგი ხოჭავას.

ხატია ბუნიათიშვილ

მსოფლიო 1747128620

ხატია ბუნიათიშვილი წლის ყველაზე გავლენიან ცხრა შემსრულებელს შორის დასახელდა

"ხელოვანები, რომლებიც 2025 წელს კულტურას აყალიბებენ" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ახლახან მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა Elle-მა. გამოცემის მიერ დასახელებულ 9 ყველაზე გავლენიან შემსრულებელს შორის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც აღმოჩნდა."მათ ნიჭზე ლეგენდები დადის, ისინი საკუთარი ხელობის ნამდვილი ოსტატები არიან", — წერს ჟურნალი.ოსტატ ხატია ბუნიათიშვილთან გამოცემამ მცირე ინტერვიუც ჩაწერა და პიანისტს შესრულების გამორჩეულ მანერაზე, გავლენისა და შთაგონების მნიშვნელობაზე და წინასაკონცერტო "რიტუალზე" ჰკითხა."როდესაც სცენაზე ხარ, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გადმოსცე, რასაც იმ მომენტში განიცდი", — ამბობს ხატია, — "სულ ვამბობ ხოლმე, რომ როცა სცენაზე ვარ, ემოციურად ვშიშვლდები, რადგან მუსიკის მიღმა ვერ დაიმალები. მუსიკა შენს ყველა ემოციას და განცდას აღვიძებს. ყოველ კონცერტზე ვამბობ, თითქოს, ეს ჩემი უკანასკნელი კონცერტია, რადგან მინდა, მთლიანად შევიგრძნო ყველაფერი". გასული წელი ხატიასთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა: ოქტომბერში მან თავისი რიგით მეექვსე სოლო ალბომი გამოუშვა, რომელშიც მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები შევიდა, მოგვიანებით კი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზეც დაუკრა. ქართველი პიანისტი მომავალ წელს კარნეგი-ჰოლშიც ბრუნდება სოლო კონცერტისთვის."გავლენა შთაგონებისგან განსხვავდება", — ეუბნება ხატია Elle-ს, — "ბევრს შთავუგონებივარ, მაგრამ გავლენებისთვის თავის არიდებას ვცდილობ, რადგან ხელოვნება ინდივიდუალიზმს ემყარება. კითხვის შენეული სტილი უნდა გქონდეს, გავლენა კი ვიღაცისგან მოპარვას ჰგავს".უცხოეთში ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიუხედავად, ხატია საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად ადევნებს თვალს და ეხმაურება. შარშან დეკემბერში პიანისტმა პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა და ძალოვანი უწყებების ძალადობრივი ქმედებებიც დაგმო.ხატია ბუნიათიშვილს სთხოვეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი მუსიკით გადმოეცა (ვიდეო)შენს თვალებში დანახულ შინაგან ბავშვთან კავშირი გაწონასწორებაში გეხმარებაო, ეუბნება მუსიკოსი ჟურნალს პასუხად შეკითხვაზე, როგორია მისი წინასაკონცერტო "რიტუალი"."წაძინება მიყვარს", — ამბობს ხატია, — "გონება ძალიან კარგ ფორმაში უნდა გქონდეს და როცა საკმარისად არ გძინავს, მეტად კონცენტრირება გჭირდება. ამას გარდა, უშუალოდ სცენაზე გასვლამდე ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ვეხუტები. და ბოლო, რასაც ვაკეთებ, სარკეში ჩახედვა და იმაზე დაფიქრებაა, რას დავინახავ. [...] დარბაზის ოვაციები მიყვარს, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. მნიშვნელოვანია, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ".

ჟერარდ დეპარდიე

მსოფლიო 1747125533

ჟერარდ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნეს

ჟერარდ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში (ერთი ქალის მიმართ) დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში ორი ქალი ადანაშაულებდა. ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი  2014 წელს ეხებოდა, ხოლო მეორე – 2021 წელს გადასაღებ მოედანზე მომხდარ შემთხვევას. თავად ჟერარ დეპარდიე ყველა ბრალდებას უარყოფდა.ცნობისთვის, მანამდე ფრანგი კინომსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ესპანელმა ჟურნალისტმა, რუთ ბასამ. იგი ამტკიცებს, რომ შემთხვევა 1995 წელს პარიზში მოხდა, როდესაც დეპარდიესგან ინტერვიუს იღებდა.2020 წელს დეპარდიეს ბრალი წაუყენეს მსახიობ შარლოტ არნოს გაუპატიურებაში. საქმე ამ დრომდე არ დაუხურავთ.

სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

პოლიტიკა 1747125410

ჩვენ უნდა დავსვათ რუსები და უკრაინელები ერთ მაგიდასთან, შუამავლობაც შევთავაზე, ეს არაა ჩვენი ომი, ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ გვსურს დახმარება მის დასრულებაში - სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს იმედი აქვს, რომ სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის შეხვედრა შედგება.ამის შესახებ სტივ უიტკოფმა ამერიკულ „ბრეითბართთან“ ინტერვიუში განაცხადა.სტივ უიტკოფმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო მოლაპარაკებებში მედიატორის ფუნქციის შესრულების წინადადებებითაც გამოვიდა.აღსანიშნავია, რომ სტივ უიტკოფი ამჟამად პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ახლო აღმოსავლეთში იმყოფება.„ჩემი აზრით, ასეთი რამე სრულიად შესაძლებელია. შეერთებული შტატები თუ გავა კონფლიქტის მოგვარების პროცესიდან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღარ მოისურვებს ამ პროცესში ჩართულობას და იტყვის, რომ ეს არ არის ჩემი ომი და რომ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, ეს იქნება ცუდი შედეგი ყველასთვის. ეს ცუდი იქნება ევროპელებისთვის, უკრაინელებისთვის და არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება რუსებისთვის. ჩემი მოსაზრებით, რუსებს სურთ მშვიდობიანი დარეგულირება, ორივე მხარე ცდილობს, გაარკვიოს, რას ნიშნავს ეს მათთვის. ჩვენი საქმეა მათი ერთ ოთახში შეკრება და იმის ჩვენებაა, რომ მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არის ყველასთვის ცუდი. ესაა ჩვენი საქმე“ – განაცხადა უიტკოფმა.ამავე ინტერვიუში სტივ უიტკოფმა უკრაინაში მიმდინარე ომს „სულელური“ უწოდა და, რომ ის „არ უნდა მომხდარიყო“. მისივე თქმით,  ის არც მოხდებოდა, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. თუმცა, მისივე თქმით, იმის გამო, რომ იმ დროს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო, ომი დაიწყო და გაგრძელდა სამი წელი.„პრეზიდენტმა თქვა, და ჩვენ გვჯერა იმის რაც მან თქვა, რომ ეს არის სულელური ომი. ის არ უნდა მომხდარიყო, ის არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო გაყალბებული არჩევნები და ტრამპი, ყოფილიყო პრეზიდენტი. ყველა უნდა შევკრიბოთ ერთ ოთახში. გამოსავალი მუშაობს მაშინ, როდესაც არის პირდაპირი მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა დავსვათ რუსები და უკრაინელები ერთ მაგიდასთან. ეს იყო სასტიკი ომი – მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ყველას უნდა ვაიძულოთ იფიქრონ, რომ პასუხისმგებლობიანი გზა ამის გადასაჭრელად არის დიპლომატიური გამოსავალი. თუ ესაა რაც გსურთ, თუ ესაა, რაც რუსეთს სურს, თუ თქვენ გჯერათ, რომ ამ ომის შეჩერებას აქვს დადებითი მხარე თქვენი საზოგადოებისთვის და უკრაინასაც იგივე სურს, მაშინ ფიზიკურად უნდა შეგკრიბოთ ერთ ოთახში. მათ შევთავაზე იმდენი დროის გატარება, რამდენიც სურთ, ასევე შევთავაზე შუამავლობა. ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ესაა პირდაპირი მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.მისი თქმით, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა, რომ აუცილებელია პროგრესის მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აშშ-ი გავა მოლაპარაკებებიდან.„პრეზიდენტმა წამოაყენა ულტიმატუმი ორივე მხარისთვის, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე არ შეიძლება, და თუ ეს მალე არ მოხდება, მაშინ მას სჯერა, რომ აშშ-ი უნდა დაშორდეს ამ კონფლიქტს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, უბრალოდ არ უნდა იყოს ჩართული. ეს არის რისი შუამავლობაც გვსურს. ეს არაა ჩვენი ომი. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, მაგრამ გვსურს დახმარება მის დასრულებაში. გზა, რომლითაც ეს მოხდება, არის ცეცხლის შეწყვეტა. ყველა წყვეტს ძალადობას და ჩვენ ერთად ვატარებთ ცოტა უფრო მეტ დროს, რომ უზრუნველყოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძირითადი საკითხების მოგვარება აქ, და მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.ამავე ინტერვიუში მან დაასახელა ის საკითხები, რომლებიც, მისი მოსაზრებით, შეთანხმებაში მოხვდება.„ვფიქრობ, მთავარი საკითხები არის რეგიონები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ასევე ის, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინელებს დნეპრის მდინარის გამოყენება და ოკეანესთან წვდომა. არის საკითხები, რომელთა გადაჭრაც, ჩემი აზრით, რთული არ იქნება, თუ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიყვანთ, თუ ისინი ერთმანეთს გაესაუბრებიან, ჩვენ კი დავავიწროებთ მათ შორის არსებულ სადავო საკითხებს და შემდეგ, ვპოულობთ კომპრომისებსა და შემოქმედებით გადაწყვეტილებებს თითოეული მათი პრობლემის გადასაჭრელად. თუ ამას ფიზიკურად მივაღწევთ, და ვფიქრობ, იმედია, მალე გვექნება კარგი ახალი ამბები, მაგრამ თუ ამას ფიზიკურად მივაღწევთ, ჩემი აზრით, გვაქვს დიდი შანსი ამ კონფლიქტის დასასრულებლად“, – განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.მისი თქმით, მთავარი სადავო საკითხები დაყვანილია ხუთ რეგიონამდე.„რუსეთი აკონტროლებს, დიდწილად აკონტროლებს, ამ რეგიონებიდან ორს. უკრაინელებს აქვთ გარკვეული ხარისხის კონტროლი სხვა სამ რეგიონზე, ასე რომ, საქმე ეხება იმას, თუ როგორ შევაფასებთ — არსებობს განსხვავებული პოზიცია, თუ სად გადის ბრძოლის ხაზები, სად არიან ჯარები და სად გადის ადმინისტრაციული ხაზები. ორივე მხარესთან არაფორმალურ საუბარში ვართ. გვსურს, პირდაპირი მოლაპარაკებების მაგიდასთან პირდაპირი კონტაქტი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას დათანხმდებით, რუსეთს ვეკითხებით, ამ ზოგიერთ რეგიონში. დაიხევდით უკან გარკვეული ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა? იგივე კითხვებია უკრაინელებთანაც. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს ამ დისკუსიაში დიდი ადგილი უჭირავს, რადგან ის გარკვეულწილად „გვირგვინის მარგალიტია“ და ამჟამად დახურულია, მაგრამ საჭიროა მისი გახსნა, რადგან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას აწვდის უკრაინის ზოგიერთ ქალაქს. ასეთი საკითხებია. როგორ მიიღებს უკრაინა წვდომას წყალზე და როგორ მიიტანს თავის საქონელს ბაზარზე? მაგრამ ვფიქრობ, პრობლემის ნაწილი ის იყო, რომ ვერ შევძელით ორივე მხარის მაგიდასთან მიყვანა“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

გიორგი ბარამიძე

პოლიტიკა 1747124340

მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატებს - გიორგი ბარამიძე

მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.მისი თქმით, შეუძლებელია რეჟიმთან ბრძოლაში გამარჯვება თუ პროტესტი არ დაეფუძნა სიმართლის თქმას და ასევე – ერთიანობას.„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ვაცნობიერებდეთ, რომ შეუძლებელია ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ, თუ, სულ მცირე, ორ მთავარ პირობას არ დააკმაყოფილებს ჩვენი პროტესტი და საზოგადოების ძალისხმევა არ დაეფუძნება უპირველ ყოვლისა სიმართლის თქმას – გაცნობიერებას იმისას, რა არის სიმართლე, რა შავი და რა არის თეთრი, რა არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე რეალური პრობლემა და რა არის მეორეხარისხოვანი და მეორე ეს არის ჩვენი ერთიანობა – ამ მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა მათ ზურგს უმაგრებს კრემლის პროპაგანდა, კრიმინალური სამყარო, შავი ფული და იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც უკანონოდ აქვს ჩაგდებული ხელში პროკურატურის, სუს-ის, შსს-ს და მისი სპეცდანიშნულების რაზმების და ქვეყნის ბიუჯეტის გამოყენების სახით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ერთმანეთს ვჭირდებით ის განსხვავებული ძალები, პოლიტიკური შეხედულების თვალსაზრისით სხვადასხვა ფლანგზე მყოფი ადამიანები, წარსულთან მიმართებით სხვადასხვა შეფასების მქონე ადამიანები. მთავარია, იყოს საქართველოს პატრიოტი მოქალაქე, უნდოდეს კეთილდღეობა, მშვიდობა ევროპული და ცივილიზებული განვითარება, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ ერთად არ ვიბრძოლებთ, ერთმანეთს არ დავაფასებთ და თუ ჩვენ ერთმანეთს არ ავიტანთ.ყველა უნდა ვეცადოთ წინა პლანზე წამოვწიოთ ერთიანობა და ის პოზიტივი რაც გვაქვს – ესაა საქართველოს სიყვარული, ინტერესებისთვის ბრძოლა და ის, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ – საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ინტერესები ფეხქვეშაა გათელილი, ვხედავთ, რომ ქვეყანას მართავს პუტინის მეხუთე კოლონა, რომელიც ცდილობს, საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, ჩამოაშოროს მეგობრები და დატოვოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე“, – განაცხადა ბარამიძემ.მისი თქმით, ახლა ყველასთვის მთავარი უნდა იყოს რეჟიმის მოცილება, შემდეგ კი შესაძლებელია დავის გაგრძელება სხვადასხვა თემაზე.„ჩვენთვის მთავარი ყველასთვის უნდა იყოს ამ რეჟიმის მოცილება – როდესაც მშვიდობიანად ყველანი ამას მოვახერხებთ, მერე შეგვიძლია, ძალიან ბევრ რამეზე გავაგრძელოთ დავა და კამათი; ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს. არცერთი ჩვენგანისთვის არაფერია იმაზე მიუღებელი, ვიდრე ეს კრიმინალური რეჟიმი, რომელიც ღალატობს ქვეყანას“, – განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი ხოჭავა

პოლიტიკა 1747121776

ციხის ათმა თანამშრომელმა მცემა, დამიზიანეს ფეხი, 4 თვე საწოლიდან ვერ ვდგებოდი. ფეხი, რომ მოვირჩინე, მომცა სიცხე, თურმე, გამიჩნდა ქრონიკული ტუბერკულოზი, იმიტომ, რომ ე.წ. ტუბზონაზე არ გადამიყვანეს, ვიყავი 38 კგ-მდე - გიორგი ხოჭავა

„ნაცმოძრაობის“რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი პატიმრობის დროს განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.როგორც ხოჭავამ განაცხადა, ციხის თანამშრომლებმა მას სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ფეხი და ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ დგებოდა, შემდეგ კი, დაემართა ქრონიკული ტუბერკულოზი, ვინაიდან, ე.წ. ტუბზონაზე მისი ეტაპირება მხოლოდ მე-11 თვეს მოხერხდა, ამ დროს კი ხოჭავა 38 კილოგრამს იწონიდა.„ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით 4 თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ და ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები- ნემსები და ბევრი პრეპარატი, 4 თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ჩემზე ზეწოლა და ა.შ., რომელსაც თითქმის ყველა ციხის თანამშრომელი ახორციელებდა.როცა უკვე ფეხი მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე, გამიჩნდა ტუბერკულოზი და საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, იმიტომ, რომ მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე და ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება „ტუბზონაზე“, ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ და ახლა ვარ 79კგ, მაშინ მივედი 38 კგ-მდე“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

Puff daddy

შოუბიზნესი 1747120496

Puff Daddy-ის სასამართლო პროცესი დაიწყო - ახალი დეტალები ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმიდან

Puff Daddy-ის იგივე შონ დიდი ქომბსის სასამართლო დაიწყო. ამერიკელი რეპერის ადვოკატი მარკ აგნიფილოა, რომელსაც გახმაურებულ საქმეებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ მარკის გარდა, ქომბსის ინტერესებს კიდევ 5 ადვოკატი იცავს - ბრალდების მხარეს კი რვა.გამოცემა „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესი პაფ დედის ადვოკატებმა გახსნეს. მათი თქმით, ქომბსი ოჯახური ძალადობის საქმეში დამნაშავეა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ვიდეო,სადაც ჩანს, რომ ამერიკელი რეპერი პარტნიორზე, კასანდრა ვენტურაზე ფიზიკურად ძალადობს. დაცვის მხარე ამბობს, რომ ქომბსის ეს ძალადობრივი ქმედება ნარკოტიკებმა და ეჭვიანობამ გამოიწვია. თუმცა, კასანდრა ვენტურა ამის შემდეგ კვლავ დარჩა ქომბსთან და არ დაშორებულა.ქომბსის დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ რეპერს სექს-ტრეფიკინგსა და რეკეტების მოწყობასთან არაფერი აკავშირებს. ქომბსის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ სავარაუდო მსხვერპლ ქალებს, რომლებიც შონ დიდის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, რეალურად რეპერი „უყვარდათ“. შესაბამისად,  რეპერთან მათი ინტიმური კავშირი ნებაყოფლობითი იყო.„თითოეული მათგანი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი იყო. პაფ დედისგან ყველას რაღაც სარგებელი ჰქონდა“,- აცხადებენ რეპერის ადვოკატები.მოსამართლემ პირველ მოწმედ ისრაელ ფლორესი გამოიძახა. ფლორესი იმ სასტუმროს დაცვად მუშაობდა, სადაც შონ დიდი ქომბსი კასანდრა ვენტურას დაესხა თავს. მისი თქმით, ვენტურას წასვლა უნდოდა, თუმცა რეპერი მას ამის საშუალებას არ აძლევდა. როგორც ფლორენსი ამბობს, ვენტურას თვალი დალურჯებული ჰქონდა, თუმცა, მომხდარის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინებაზე უარი თქვა.საქმის პროკურორების მტკიცებით, რეპერი ვენტურას მუსიკალური კარიერის დანგრევით ემუქრებოდა და თეთრ წვეულებებზე სექსმუშაკებთან ინტიმური კავშირის დამყარებას აიძულებდა. სასამართლომ მეორე მოწმედ ყოფილი ძელზე მოცეკვავე დენიელ ფილიპი გამოიძახა. ფილიპის განცხადებით, მას კასანდრა ვენტურასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე ჰქონდა. მისივე თქმით, ხშირად ეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ხდებოდა და 10 საათი გრძელდებოდა - ამ ყველაფერს კი Puff Daddy უყურებდა და კამერით იღებდა. დენიელმა ასევე აღნიშნა, რომ შეესწრო იმას, თუ როგორ იძალადა ფიზიკურად ქომბსმა ვენტურაზე.ამერიკელი რეპერის სასამართლო პროცესი დახურულია, ანონიმურია მოსამართლის ვინაობაც. ამ დროისთვის სასამართლო პროცესიდან ეს ინფორმაცია ვრცელდება. უახლოეს დღეებში არაერთი მოწმის დაკითხვა იგეგმება... 

კობახიძე

პოლიტიკა 1747119219

პრემიერი ტრამპს: კვლავაც ძალაშია გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს

კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსის მისამართით მიწერილ ღია წერილში.პრემიერი აღნიშნავს იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კონგრესმა ე.წ. „მეგობარი აქტი“ მიიღო, რომელიც მტრულად არის გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, ხოლო, სიტყვა „მეგობრის“ მნიშნელობიდანგამომდინარე, კანონი ჯორჯ ორუელის მოდელს გვახსენებს.„გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი - ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი - მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.“ - წერს საქართველოს მთავრობის მეთაური.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1747118580

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს: რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი - ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ

კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს, - წერია ღია წერილში, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვენსს მიმართავს.„რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი - ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი - მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა“, - აღნიშნულია ღია წერილში.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1747117232

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.„რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო:– პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა „დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია;– საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს;– რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირვად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ.მეტიც, კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება.შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის.წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში!ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!“ – აღნიშნულია ღია წერილში.

 პარლამენტი

პოლიტიკა 1747112279

პარლამენტი დღეს განიხილავს კანონპროექტებში შესატან ცვლილებებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიებისთვის საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტებში შესატან ცვლილებებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიებისთვის საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. დოკუმენტში წერია, რომ აიკრძალება იმ პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.მმართველი პარტია კანონპროექტის აუცილებლობაზე საუბრობს.„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოკლე ვადებში შეძლოს გადაწყვეტილების მიღება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისტემურად და სისტემატურად ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე, ოპოზიციაში ყოფნის დროს ასევე ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის, იყოს აკრძალული და მასთან აიკრძალოს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წარმოიშვა“, - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე.