ცაგარელი

ასტროლოგია 1786566911

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ - მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ასტრონომიული დღეა. ერთ დღეს რამდენიმე საინტერესო მოვლენა ემთხვევა ერთმანეთს: მზის სრული დაბნელება + პლანეტების განლაგება + პერსეიდების პიკი. ამასთან დაკავშირებით, საკუთარ რეკომენდაციას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აქვეყნებს. „მნიშვნელოვანი გაფრთხილება!ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 12 აგვისტოს, ახალმთვარეობაა (საქართველოს დროით 22:38 საათზე,ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და მზის დაბნელება (საქართველოს დროით 21:47 საათზე, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით)!ამ პერიოდში ბუნებრივია, რომ მოიმატებს ემოციური ფონი, დაძაბულობა და შინაგანი შფოთვა. გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესები, რათა ენერგია შეინარჩუნოთ: მოერიდეთ ტოქსიკურ გარემოს: როგორც კი იგრძნობთ დაძაბულობას, აგრესიას, ან შეამჩნევთ ნეგატიური ენერგიებს და ინფორმაციას - ეგრევე გაერიდეთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, სიმშვიდე დაგირღვიონ. კვება - მსუბუქი. დღეს გამორიცხეთ თამბაქო, ალკოჰოლი. ყავა ( შეამცირეთ მაინც).არ ვარგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, ყიდვა-გაყიდვა მსხვილი შენაძენების გაკეთება, სესხის აღება, ახალი ვალდებულების აღება.მოერიდეთ მზის სხივებს (თუ მაინც გიწევთ გარეთ ყოფნა დაიფარეთ ქუდი, გაიკეთეთ მზისგან დამცავიმუქი სათვალე.დღეს მზის სხივებს ნეგატიური გამოსხივება აქვს (სვარკისმიერი), რომელიც გაგრძელდება „დაბნელების დერეფნის“ განმავლობაში ანუ მთვარის დაბნელებამდე (28 აგვისტო, 08:14 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და სავსემთვარეობამდე ( 28 აგვისტო, 08:20 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) !!!დაიცავით პირადი საზღვრები: უბრალოდ მოცილდით იმ ადამიანებსა ან გარემოს, რომელიც დამღლელია და შფოთვას იწვევს.როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს შინაგანი გაღიზიანების დროს?თუ იგრძენით, რომ შინაგანად მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ, გაჩერდით ერთი წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ, გააკეთეთ ეს რამდენჯერმე, შემდეგ გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები: „მე ვუშვებ, ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!” კარგია მონაცვლეობითი შხაპის მიღება. გაატარეთ დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეში და ლოცვაში. ნუ გადაიღლით თავს ემოციური და ფიზიკური აქტივობით მაინცდამაინც დღეს! დაიცავით საკუთარი ენერგიები, მერწმუნეთ ის კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!“ - წერს ცაგარელი.

მშენებლობა

საზოგადოება 1786515357

თბილისში, დევნილთათვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.უპრეცედენტოდ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება.ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით,  ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამუშაოების მიმდინარეობას  ადგილზე გაეცნენ.

წყალი

საზოგადოება 1786048518

წყალი 18 საათით შეწყდება! - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

 8 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ძმები კაკაბაძეების ქუჩა N11ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. "აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 აგვისტოს, ღამის 01:00 საათიდან, 8 აგვისტოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ერისთავის, ნაფარეულის, აბაშიძის, ჟვანიას, მარუხის გმირების, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, პეკინის, ბოლქვაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, ბაკურიანის, ბაკურციხის, კოსტავას გამზირის ნაწილს, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანს,ზემო ვეძისს, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, კარტოზიას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ფანასკერტელი-ციციშვილის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, 26 მაისის მოედანს.მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ბოცვაძის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, კოსტავას, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, ნ.ჟვანიას, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, მ. ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილების, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ყიფიანის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, სულხან-საბას ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებს.რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, ლეონიძის, იაშვილის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის, ხოშტარიას, ოქროყანის, ბოლო აღმართის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, სანაპიროს, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს;პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, ივერიელის, საიათნოვას, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, აბოვიანის, იერუსალიმის ქუჩებს, პურის მოედანს, პურის ჩიხს, ონის შესახვევს, ჯვარედინის შესახვევს, ორპირის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის ქუჩა N1-25, N2-22, ორთაჭალის ქუჩას და I, II, III, IV, V ჩიხს, დავით გულუას აღმართს, გრიშაშვილის ქუჩა N11 და მიმდებარე ქუჩებს.ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩას."ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

gwp

საზოგადოება 1785943022

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 6 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ძმები კაკაბაძეების ქუჩა N11ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.6 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათიდან, 7 აგვისტოს 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ერისთავის, ნაფარეულის, აბაშიძის, ჟვანიას, მარუხის გმირების, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, პეკინის, ბოლქვაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, ბაკურიანის, ბაკურციხის, კოსტავას გამზირის ნაწილს, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანს,ზემო ვეძისს, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, კარტოზიას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ფანასკერტელი-ციციშვილის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, 26 მაისის მოედანს.მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ბოცვაძის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, კოსტავას, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, ნ.ჟვანიას, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, მ. ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილების, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ყიფიანის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, სულხან-საბას ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებს.რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, ლეონიძის, იაშვილის, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის, ხოშტარიას, ოქროყანის, ბოლო აღმართის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, სანაპიროს, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს;პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, ივერიელის, საიათნივას, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, აბოვიანის, იერუსალიმის ქუჩებს, პურის მოედანს, პურის ჩიხს, ონის შესახვევს, ჯვარედინის შესახვევს, ორპირის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის ქუჩა N1-25, N2-22, ორთაჭალის ქუჩას და I, II, III, IV, V ჩიხს, დავით გულუას აღმართს, გრიშაშვილის ქუჩა N11 და მიმდებარე ქუჩებს.ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩას.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

რუსთავი

ჯანდაცვა 1785395752

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.რუსთავის პარალელურად, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით,  საცხოვრებელი კომპლექსები თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.

მემორანდუმი

პოლიტიკა 1785311504

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა მოაწერეს.მემორანდუმი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებას, სამეცნიერო ინფორმაციისა და კვლევების შედეგების გაცვლას, საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში თანამშრომლობას, ასევე სხვა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სტუმრებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების საკოლექციო ნარგაობა, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები და ვაზის, ღვინისა და ხორბლის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს, მიმდინარე კვლევით საქმიანობას გაეცნენ, ასევე აღდგენილი ქართული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინისა და ბაზაზე წარმოებული ხილის ნიმუშები დააგემოვნეს.ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა აგრობიომრავალფეროვნების დაცვაზე, გენეტიკური რესურსების კონსერვაციაზე, ინოვაციური აგროტექნოლოგიების განვითარებაზე, სერტიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

დედაღვთისას მონასტერი იმერეთში

საზოგადოება 1785256263

VIDEO: დედაღვთისას მონასტერი იმერეთში, რომელიც უშვილოთა შემწედ ითვლება

ქუთაისიდან 9-10 კილომეტრში, მდებარეობს დედაღვთისის მონასტერი. მამა კონსტანტინე ცაგარეიშვილის ძალისხმევითა და მრევლის შემოწირულობით, მონასტერი 2012 წელს აღდგა. ეს ადგილი არის სულიერი და ხორციელი ტკივილების მკურნალი და უშვილოთა შემწე.ყოველწლიურად დედაღვთისას მონასტერს ასეულობით მორწმუნე სტუმრობს. მორწმუნეთა დიდ ნაწილს სწორედ უშვილობის პრობლემა აწუხებს და შესაბამისად ღვინკითის დედაღვთისას შესთხოვს, რომ შვილი აჩუქოს ღმერთმა. 

სხვადასხვა

ასტროლოგია 1785221230

„სამყაროდან მოდის ძალიან დიდი ენერგია დედამიწაზე, ამიტომ...“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი მიმდინარე კვირისთვის

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.„დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველში ამ კვირის განმავლობაში, რაც კარგია, იმიტომ, რომ ეს ხალხს უწყობს მოლაპარაკებებს, ახალი საქმის დაწყებას, ურთიერთგაგებას, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად სტაბილურობას და სხვა სასიკეთო ტენდენციებს, მაგრამ საყურადღებო იქნება 29 რიცხვი.ეს არის ოთხშაბათი დღე, 29 ივლისს ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა მერწყულის და ლომის ზოდიაქურ ღერძზე. მოდის ძალიან დიდი ენერგია სამყაროდან დედამიწაზე და ბევრი ადამიანი ამ ენერგიას აღიქვამს იმით, რომ გადაჰყავს აგრესიაში, ზედმეტი იმპულსურობა აქვს, ზედმეტი ემოცია, ამიტომ ეს ხშირად ქმნის კონფლიქტებს, ქმნის ტრავმულ ტენდენციებს, ცდუნებებს, შეცდომებს და ასე შემდეგ. კვირის დანარჩენი დღეები კარგია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ჯიტა

განათლება 1784901438

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) 2026 წლის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა გაიხსნა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა.საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ხორციელდება. ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროექტის ორგანიზატორები და სტუდენტები დაესწრნენ.   ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტები გაივლიან სტარტაპის შექმნის, მართვის და განვითარების კურსს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიიღონ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება.სტუდენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავებენ საკუთარ იდეებს, შეიმუშავებენ ინოვაციური პროექტების მოდელს.  საზაფხულო სკოლა სექტემბერში დაიხურება. ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება და მასში KIU-ს 300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და დაფინანსებაც მიიღო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სამართალი 1784894464

სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ გიორგი ცაგარეიშვილი 1500 ლარით, ხოლო დავით გეგუჩაძე 1000 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფების ფაქტზე ოთხი სხდომა გაიმართა. მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კირცხალიას, 1500 ლარით დააჯარიმა, დავით გეგუჩაძე კი, რომელმაც სიძულვილის ენა გიორგი გაჩეჩილაძის მისამართით გამოიყენა, 1000 ლარით დაჯარიმდა."გიორგი ცაგარეიშვილს ოქმის შემდგენი ორგანო ედავებოდა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განთავსებული პოსტის კომენტარებში ბატონი ირაკლი კირცხალიას მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი ესწრებოდა დისტანციურად, მან აღიარა ხსენებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მოინანია და მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სახდელის განსაზღვრის ნაწილში გაითვალისწინა არსებული მდგომარეობა და შეუფარდეს სახდელი 1500 ლარის ოდენობით.რაც შეეხება დავით გეგუჩაძეს - მას ოქმის შემდგენი ორგანო ედავებოდა ბატონი გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს. აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდარღვევად, სახდელის სახედ კი განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, აგრეთვე, მას ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ანი კაკიაშვილმა.

ასტროლოგი

ასტროლოგია 1784632448

„გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოახლოებული ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ საუბრობს. იწყება საოცრად პომპეზური პერიოდი. ლომი, იმპერატორთა ნიშანი შემოდის. მისი მთავარი ფერი არის წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ბეჟი ტონები, ყვითელი.სიყვარულის დროა, ლომი მართავს სიყვარულს, შვილებს, მეგობრობას. ლომი მართავს საქართველოს, ქართულ სუფრას. მოემზადეთ, სიყვარული იქნება პომპეზური, მუხლებზე დგომით, სიმღერებით, ლექსებით.ეს სიამოვნება გვექნება ერთი თვე. პლანეტა ვენერა 6 აგვისტოს გადავა სასწორის ნიშანში, ამიტომ ნაზი, რბილი, დიპლომატიური სიყვარულის პერიოდი იქნება.გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა.მნიშვნელოვანი დღე გვაქვს 24-ში, პლანეტა მერკური უკუმავალი იყო და ასწორებს მოძრაობას, რაც ნიშნავს, რომ მოიმატებს გონებამახვილობა, ტვინი უფრო კარგად და სწრაფად იმუშავებს. მოლაპარაკებები და საქმეები წავა ყველაფერი კარგად.კვირას, ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიცია გვაქვს, შავ მთვარესა (ლილიტი) და პლანეტა მარსს (აგრესიის პლანეტა) შორის, მშვილდოსან-ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე. ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირებები, გაუგებრობები, გარჩევები იქნება ბიზნესში, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღით დასრულდეს.ასეთი ტენდენცია 12 აგვისტომდე გაგრძელდება. მანქანის ყიდვისთვის/გაყიდვისთვის კარგი დღეა ხუთშაბათი. სამშაბათი კარგი დღეა ქორწილისთვის, ხელის თხოვნისთვის. ორშაბათს იმოქმედეთ პრინციპით შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. კვირის მთავარი ტენდენციაა, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე პროგნოზი მოისმინეთ ამ ვიდეოში:

mikheil cagareli

ასტროლოგია 1784316688

ვინ უნდა იქორწინოს აგვისტოში - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

ღამის ზოდიაქოში გადავიდა პლანეტა იუპიტერი. ღამე არის თეატრი, სპექტაკლი, შოუ. ყველა ღონისძიება იქნება შოუს სტილში, მათ შორის სიყვარულის ახსნა. ამ მომენტით ავანტიურისტები ისარგებლებენ.შეყვარების მომენტი მარტივად მოდის, რის გამოც გულის აჩქარება იქნება.„12 და 28 რიცხვში გვაქვს რთული და მძიმე ტენდენციები, რადგან გვაქვს დაბნელება. კოსმოსური გამოცდაა წყვილებისთვის. ამ პერიოდში ზოგიერთები დაშორდებიან, ზოგიერთი პირიქით“, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.ნახეთ, ვრცლად :