ფოტო

საზოგადოება 1769889310

,,დაბადების დღე ჰქონდა, ეს რა უბედურება დატრიალდა...“ - 29 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ,,გარდაიცვალა თამრო დოლიძე 29 წლის გლოვობს ჩემი ბათუმი მეჯინისწყალი დაბადების დღე ჰქონდა ეს რა უბედურება დატრიალდა შეგრცხვეს სიკვდილო! დაგვანებე თავი ცოტა ხანი.  რატომ წადი იქ საიდანაც არ ბრუნდებიან ასეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ.სიტყვებია ზედმეტია ასეთი ტკივილიაა"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სულიასეთი ახალგაზრდა  პატარა დროა ბედნიერებისთვის... ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა ჩვენო უკეთილშიბილესო... მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე ... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?  ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი.ხალხო ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო,რით უნდა დაამშვიდოოო.... ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს. დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის…გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ემიგრანტი

საზოგადოება 1768594687

თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

თურქეთში ქართველი ემიგრანტი, მერი ძნელაძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს: „ამდენ წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ გურიაში? ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა...მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება. ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიან თურქეთის ემიგრანტები... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი“

მედეა სუპატაშვილი

საზოგადოება 1766607980

„უკეთილშობილესი და უკარგესი ადამიანი იყო...“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი, მედეა სუპატაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„16 წელი სალერნოში იმყოფებოდა, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, 40 წლის მედეა, უკეთილშობილესი და უკარგესი ადამიანი იყო. გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა“, - წერს შოთო სიხარულიძე. 

გიგა ძნელაძე

შემთხვევა 1764187488

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი ტრაგიკულად დაიღუპა - ცნობილია ვინაობა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპული გიგა ძნელაძეა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გლოვობს ჩემი ბათუმი, გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გიგა ძნელაძე... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს? გული ასე როდის მეტკინა ბოლოს, არ ვიცი ... როგორი კარგი ადამიანი იყო... ხალხო, ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო....“ - წერს სიხარულიძე.

eva

საზოგადოება 1758538816

„ილოცეთ მის ემიგრანტ დედიკოზე და მამიკოზე, რომ გაუძლონ ამხელა ტკივილს...“ - 3 თვის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა

მოსკოვში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - 3 თვის ჩვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.როგორც შოთო სიხარულიძე წერს, ევა ბერიძეს ინფექციის შედეგად სისხლი მოეწამლა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.„ჩვენო ანგელოზო, სულ სამი თვე გაანათე ჩვენი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ შენი ყოფნა ძალიან მოკლე იყო, შენი სითბო და სიყვარული სამუდამოდ დაგვრჩა გულებში.  შენი ღიმილი, სუნთქვა, შენი პატარა ხელების სითბო იყო უდიდესი საჩუქარი ჩვენთვის. ცაზე კიდევ ერთი ნათელი ვარსკვლავი აენთო – ჩვენი ევა, რომელიც მუდამ დაგვიცავს ზეციდან. მშვიდად იძინე, ჩვენს გულებში შენ ყოველთვის იქნები. სიყვარული არასოდეს ქრება და შენთან ჩვენი სიყვარული უსასრულოა. რით განუგეშო ჩემო მარი, ჩემო სიცოცხლით სავსე გოგო... დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, არა!“ - წერს ოჯახის ახლობელი.

ემიგრანტი

საზოგადოება 1756666614

„6-წლიანი ემიგრაციის მერე დაბრუნდა და მეორე დღეს გარდაიცვალა...“ - ცნობილია, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი

ქართველი ემიგრანტი 6-წლიანი ემიგრაციის მერე საქართველოში დაბრუნდა და მეორე დღეს თრომბით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.მისივე ცნობით, ახალგაზრდა ქალი სტამბოლში ცხოვრობდა და მუშაობდა.„ნათელში იყავი ლიზა... მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტები არიან… ახლაც ის დროა, როცა ქართველი გულით ნატრობდა, სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო.მოიხსენიეთ ახლად შესვენებული ლიზა...კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...“ - წერს სიხარულიძე.

გიო

საზოგადოება 1756237729

„ქორწილიც და გასვენებაც ერთდროულად ექნება ახლა, შენს გიოს...“ - თბილისში ახალგაზრდა კაცს გლოვობენ

თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. 34 წლის გიორგი ბესტავაშვილი დილით, საწოლში იპოვეს გარდაცვლილი. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „16 წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა ემიგრანტს... მიწისთვის მენანები გიო.ხათო, ჩაეხუტები შენი 16 წლის უნახავ შვილს, რით განუგეშოთ, რა გითხრათ... გისამძიმრებთ სრულიად ქართველი ემიგრანტები, საემიგრაციო.ხათუ, როგორ გიხაროდა, საბუთს ელოდებოდი და მაშინვე წავალო. ოჯახს მონატრებულო, ხვალ დილით უკვე შენ შვილთან იქნები, შენს 34 წლის ანგელოზს, გიორგის ჩაეხუტები გაყინულს და ასე მონატრებულს ნახავ, უკანასკნელად. ჩემი შვილი უნდა დავაქორწინო, საქართველოში მივდივარო და ეს რა ტრაგედია დაგატყდა თავს, ქორწილიც და გასვენებაც ერთდროულად ექნება ახლა შენს გიოს“, - წერს შოთო სიხარულიძე.

 ანი ძამაშვილი

საზოგადოება 1755288881

„25 წელი წამში დასრულდა...“ - ვაზიანში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ

გარდაიცვალა 25 წლის ანი ძამაშვილი. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა რამდენიმე მძიმე დაავადებას ებრძოდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.„გარდაიცვალა 25 წლის ანი ძამაშვილი, რომელმაც მთელი ვაზიანი აატირა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, ულამაზესი გოგონა, რომელიც გარკვეული პერიოდი, რამდენიმე უმძიმეს დაავადებას ებრძოდა. სამწუხაროდ გუშინ გარდაიცვალა... თურქეთში გადაიყვანეს საოპერაციოდ, მაგრამ ვერაფერი უშველეს.25 წელი დასრულდა წამში“, - წერს სიხარულიძე.

ჯიმი

საზოგადოება 1753473379

„უბედურების ზარმა ჩამოჰკრა... ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო...“ - ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა

ბათუმელი ახალგაზრდა ჯიმი შავაძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ჯიმი შავაძე ეს რა უბედურების ზარმა ჩამოჰკრა ჩვენო ჯიმი.ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო და შენს დედას როგორ მიუსამძიმროთ  რამდენი რამ უნდა გადაიტანოს შენმა დედამ ჩვენო ჯიმი  უფალმა გამძლეობა მისცეს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვით. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჯიმის უმანკო სული  ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო.მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ჯიმი. კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიან კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, უფალმა წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი“

რეზი ფალავანდიშვილი

საზოგადოება 1753042250

„დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა...“ - ჩაქვში 24 წლის ბიჭი გარდაცვლილი ნახეს

ჩაქვში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის რეზი ფალავანდიშვილმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გარდაიცვალა რეზი ფალავანდიშვილი - ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გამორჩეული, უბოროტო, უკელთიშობილესი ადამიანი იყო, უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ, ახლად შესვენებული რეზი, ღმერთმა მისცეს გამძლეობა მის ოჯახს... კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს... სიყვარული ბიჭი!  და ბოროტი, უსამართლო, საზიზღარი სამყარო!“ - წერს სიხარულიძე.

ილია მურუსიძე

საზოგადოება 1751487749

„გარდაიცვალა უკეთილშობილესი, უიშვიათესი, ქველმოქმედი ადამიანი...“ - მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ილია მურუსიძე მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.„გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ილია მურუსიძე - უკეთილშობილესი, ქველმოქმედი, ყველას მომხმარე და გვერდში მდგომი, უიშვიათესი ადამიანი, რომელიც დააკლდა ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს.ეს იყო შენი ბედი? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს, რომელმაც ასეთი კეთილშობილი შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... გადაინაცვლა მარადიულობაში...რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

თეო

საზოგადოება 1751485318

„ლამაზი და ფარფატა, თვალხატულა გოგო აღარ არის... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, თეო...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს თეო, ტკბილად იძინე... როგორ იტანჯა და მაინც გაქრა პეპელასავით ლამაზი და ფარფატა, ნიჭიერი, თვალხატულა გოგო... ნეტავ სულ არ გათენებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?! ნუთუ ამის გასაგებად უნდა ამოსულიყო მზე?!“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.