ნოე

საზოგადოება 1714168627

„ემიგრანტი ბებო მოფრინავს იტალიიდან... მალე ჩაგეხუტება გაყინულს...“ - ტრაგიკულად დაღუპულ სამი წლის ბავშვს გლოვობენ

ბათუმში, ტრაგიკულად დაღუპულ სამი წლის ბავშვს, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, გლოვობენ. შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„შენი გამწარებული ემიგრანტი ბებო მოფრინავს იტალიიდან და მალე, რამდენიმე საათში ჩაგეხუტება გაყინულს... ცაში გაფრინდა 3 წლის ანგელოზი, ნოე ტარიელაძე... გლოვობს ჩემი ბათუმი...ღმერთო, სად ხარ ასეთ დროს? ასეთი პატარა ანგელოზები რატომ უნდა კვდებოდნენ, რატომ? გული მომიკვდა, როგორ ვთქვა, სიტყვა ვიზიარებთქო ეგეც არ ვიცი, რა ვთქვა და რა დავწერო... ესეც არ ვიცი, ენით აუწერელი ტკივილია პატარა ანგელოზი უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს... გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ნოე,“ - წერს შოთო სიხარულიძე.

გლო

საზოგადოება 1714111864

“გლოვობს ბათუმი…” - 3 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა

"იმიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა 3 წლის ნოე ტარიელაძე.ტრაგედია დატრიალდა  ზეცაში გაფრინდა პატარა 3 წლის  ანგელოზი.... ვუსამძიმრებ ჩემს ბათუმს."შოთო სიხარულიძე, ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ ბებოს იტალიაში, უდინეში  ოჯახსა და ახლობლებს.ეეჰ გული გამიჩერდა...საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა...როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა ანგელოზის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.ღმერთო ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!! გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ.მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.რა დანაშაული გვაქვს ამისთანა ღმერთი ასეთი რომ გვსჯის. ან რატომაა  ცხოვრება ასე ულმობელი, თვალით ნანახ ანგელოზს რომ წაართმევს...მთელი ცხოვრება ასეთი დიდი ტკივილით მაინც ცხოვრობენ მშობლები... შენი ლამაზი სული ცაში გაფრინდა ანგელოზად იქეცი ,ხოლო შენს მშობლებს მარადიული ტკივილი დაუტოვე...ყველა დედას გეფერებით და გამძლეობას გისურვებთ, ვისაც ღმერთმა ასეთი სატანჯველი მოგივლინათ, მარადიული სასუფეველი პატარა ნოეს უმანკო სპეტაკ სულს.გითანაგრძნობთ პირველრიგში დედ-მამას, როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდათ… როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო... სიცოცხლე გაგიმწარდა დაგიმახინჯდა…. უცხონი ხდებიან ადამიანები... როცა გტკივა, უსაშველობამდე შვილი…არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ… ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე.  პატარა ნოეს ზეცაში ჩაიხუტებს და მოუვლის  სამოთხის ანგელოზები.ემიგრანტებო დავმუნჯდი მე  ტკივილი, რომელსაც სახელი არ აქვს უზომო და უკიდეგანო სიმწარეა მხოლოდ…ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო... ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო შოკირებული ვარ.....არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ......ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი...ასეთი ანგელოზები იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფეველში. მოიხსენეთ ლოცვებში მისი უკვდავი ლამაზი სული.გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ნოეღმერთმა მისცეს მის დედა-მამას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ..."-წერს შოთო სიხარულიძე.

ლატარია

საზოგადოება 1713816419

„ტკივილი, რომელსაც სახელი არ აქვს...“ - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ფოთში მძიმე ავარიას ემსხვერპლა

ფოთში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ლუკა ლატარიას სიცოცხლე ემსხვერპლა.მომხდარს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ემოციურად ეხმაურება:„გლოვობს ჩემი ფოთი  მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. ეს რა  ტრაგედია დატრიალდა...ეს ანგელოზი გარდაიცვალა გაქვავებულები ვართ.მზე სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა გლოვობს ჩემი ფოთი 19 წლის ლუკა ლატარიას.სიტყვებია ზედმეტია ისეთი ტკივილია! ტრაგედიას რომელსაც სახელი არ ააქვს. ცრემლ-ცეცხლი ტრიალებს, ენა ვერ აღწერს..19 წლის ასეთი ახალგაზრდა პატარა დროა ბედნიერებისთვის.... ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა. მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?(დღეს ტრაილერს შეასკდა მანქანით)ხალხო ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო,რით უნდა დაამშვიდოოო. ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის.გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?“

ნიკა

საზოგადოება 1713469355

„მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამბავი...“ - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისივე ცნობით, ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა.„გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი საფიჩხია 26 წლის ნიკა თანდიაშვილი (13 მაისს გახდებოდა 27 წლის) საბერძნეთის ათენის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ…მონატრებული შვილი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა.გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო… ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…“, - წერს შოთო სიხარულიძე.

მელანო ქიზინიძე

საზოგადოება 1712173263

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ქმარმა მოკლა

შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი 33 წლის მელანო ქიზინიძეა. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გლოვობს ჩემი ბათუმი, გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მელანო ქიზინიძე. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, მელანო... ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს. მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი"

ალეკო ნიქაბაძე

საზოგადოება 1712087765

„3 თვის მონატრებულ დედას ჩაეხუტები... ხომ წერდი, დეე, რატომ აღარ მირეკავ ხოლმეო...“ - ახალგაზრდა კაცს გლოვობენ

ქუთაისში გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ.„ეს არის ალე შენი პირობა? რატომ არ შეასრულე დედასთან დადებული პირობა, ეს ენდომებოდა შენს დედას?!დედის გარდაცვალებას ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ დიდმა კეთილმა გულმა...  3 თვის მონატრებულ დედას ჩაეხუტები, ხომ წერდი, დეე, რატომ აღარ მირეკავ ხოლმეო... გპირდებიო ისეთი ვიქნები, როგორიც შენ გინდოდა დედი რომ ვყოფილიყავიო... მიწისთვის მენანები ალე, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს...“ - წერს შოთო სიხარულიძე.

ალეკო ნიქაბაძე

საზოგადოება 1712080795

„გლოვობს ჩემი ქუთაისი... დედის გარდაცვალებას ვერ გაუძლო მისმა კეთილმა გულმა“ - ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს

ქუთაისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გლოვობს ჩემი ქუთაისი, გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ალეკო ნიქაბაძე. დედის გარდაცვალებას ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ დიდმა კეთილმა გულმა...  3 თვის მონატრებულ დედას ჩაეხუტები, ხომ წერდი, დე, რატომ აღარ მირეკავ ხოლმეო... გპირდებიო, ისეთი ვიქნები, როგორიც შენ გინდოდა დედი, რომ ვყოფილიყავიო... მიწისთვის მენანები, ალე, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს...ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთო, რატო დაუშვი ასეთი საშინელება. როგორ ძალიან ვწუხვარ, ნათელში განისვენე, შენ ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა...“ - წერს შოთო სიხარულიძე.

გიო ჯანელიძე

საზოგადოება 1711055247

ცნობილია, როდის ჩამოასვენებენ სამშობლოში ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ტიკტოკერს

იტალიაში ტრაგიკულად დაღუპულ ტიკტოკერს, 21 წლის გიორგი ჯანელიძეს სამშობლოში შაბათს, 23 მარტს, 11:00 საათზე ჩამოასვენევბენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი სამტრედიაში გადაასვენებენ. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „რობაქიძის პირველი ჩიხი N18. პანაშვიდი 24 -25 მარტს.  დაკრძალვა 26 მარტს, 14.00 საათზე“, - წერს სიხარულიძე.ცნობისთვის, საბერძნეთში მცხოვრები ჯანელიძე იტალიის „მოჩვენებათა ქალაქში“ მეგობრებთან ერთად ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. 

ნინი ჩეჩელაშვილი

საზოგადოება 1711052835

„როგორ იტანჯე უცხო მიწაზე...“ - ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.37 წლის ნინი ჩეჩელაშვილი მძიმე სენს ემსხვერპლა. „გარდაიცვალა ემიგრანტი, ნინი ჩეჩელაშვილი - ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, უკეთილშობილესი... ესპანეთში, მადრიდში. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე... შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ - ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...სიკვდილო, ვინ წაგართვი? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ის კი არა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე. როგორ იტანჯე უცხო მიწაზე....  უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტები არიან…“ - წერს შოთო სიხარულიძე.

გლოვა

საზოგადოება 1711050965

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი, ირმა ცეცხლაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„კუბო არ მინდა, ჩამაწვინეთ თქვენს სიყვარულში, შემომახვიეთ მოგონება ყველასი თქვენი...  შუბლზე მაკოცეთ, მაგრძნობინეთ ბოლოჯერ სითბო, მიწა არ მინდა, დამაყარეთ ცრემლები წრფელი...“  ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე, უკეთილშობილესი ადამიანი... შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი ირმა და კეთილთა შინა განუსვენე - განიხარე მის სულს,“ - წერს შოთო სიხარულიძე. 

გიო ჯანელიძე

საზოგადოება 1710413399

„ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა... ემიგრანტი დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო...“ - 21 წლის ბიჭს გლოვობენ

იტალიაში, ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა. გიორგი ჯანელიძე საბერძნეთიდან „მოჩვენებათა ქალაქს“ სტუმრობდა, რა დროსაც, ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. „ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს, ის ემიგრანტი დედა და ემიგრანტი მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო... რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ.... ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი ემიგრანტ დედას და ემიგრანტ მამას...  სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის… გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები გიო შენი ემიგრანტი დედისთვის?გლოვობს ჩემი სამტრედია...  ასეთი ახალგაზრდა, მუდამ 21 წლის იქნები. დაგვიტოვე უდიდესი ტკივილი. სამძიმარს გიცხადებთ ლაშა ჯანელიძეს და თამილა ბარბაქაძეს. ღმერთმა გაგაძლიეროთ, ამ მძიმე დროს სიტყვები უძლურია....“- წერს შოთო სიხარულიძე.ასევე ნახეთ:იტალიაში, 21 წლის ქართველი ტრაგიკულად დაიღუპა - რა მოხდა „მოჩვენებათა ქალაქში“„ლოდად უნდა იქცე, ამ ტკივილს რომ გაუძლო..." - გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი

გიო ჯანელიძე

საზოგადოება 1710360854

იტალიაში, 21 წლის ქართველი ტრაგიკულად დაიღუპა - რა მოხდა „მოჩვენებათა ქალაქში“

იტალიაში, ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა. გიორგი ჯანელიძე საბერძნეთიდან „მოჩვენებათა ქალაქს“ სტუმრობდა, რა დროსაც, ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, გარდაცვლილის დედაც ემიგრანტია.ასევე ნახეთ:„ლოდად უნდა იქცე, ამ ტკივილს რომ გაუძლო..." - გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი