ცნობილია, როდის ჩამოასვენებენ სამშობლოში ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ტიკტოკერს

გიო ჯანელიძე

იტალიაში ტრაგიკულად დაღუპულ ტიკტოკერს, 21 წლის გიორგი ჯანელიძეს სამშობლოში შაბათს, 23 მარტს, 11:00 საათზე ჩამოასვენევბენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი სამტრედიაში გადაასვენებენ. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 

„რობაქიძის პირველი ჩიხი N18. პანაშვიდი 24 -25 მარტს.  დაკრძალვა 26 მარტს, 14.00 საათზე“, - წერს სიხარულიძე.

ცნობისთვის, საბერძნეთში მცხოვრები ჯანელიძე იტალიის „მოჩვენებათა ქალაქში“ მეგობრებთან ერთად ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა.