საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

გლოვა

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი, ირმა ცეცხლაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„კუბო არ მინდა, ჩამაწვინეთ თქვენს სიყვარულში, შემომახვიეთ მოგონება ყველასი თქვენი...  შუბლზე მაკოცეთ, მაგრძნობინეთ ბოლოჯერ სითბო, მიწა არ მინდა, დამაყარეთ ცრემლები წრფელი...“  

ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე, უკეთილშობილესი ადამიანი... შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი ირმა და კეთილთა შინა განუსვენე - განიხარე მის სულს,“ - წერს შოთო სიხარულიძე.