გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1714036139

„ამ სცენის გამო ჩავრთე გუშინ გადაცემა და აღვშფოთდი“ - რას წერს გურამ შეროზია

ბლოგერი და „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია გუშინ პროექტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:„ამ სცენის გამო ჩავრთე გუშინ გადაცემა და აღვშფოთდი!!!1. მაგიდის გამოტანის გამო კაჩაობა, ხეზე მიგაბამ და ქუჩური ბაზარი ძალიან უსიამოვნოდ აღვიქვი!2. ვიკიმ დააპროვოცირა, ააგდო ყველა, იცოდა, რომ ხალხი გაღიზიანებული იყო და მერე რომ დგას მშვიდად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრას “ბიჭებო, მე ვცადე მეხუმრა და ა.შ.) და კიდევ მიშოს ეუბნება პროვოკატორობო  3. მიშო უსაყვარლესი, ოჯახში გაზრდილი და არგუმენტებიც კარგად გაშალა. ხეზე მიგაბამო ორ მეტრიან, სპორტსმენ მიშოს რომ ეუბნებიან - გავიხიე სიცილით 4. შენ რა გელაპარაკო, კაცი არ გყავს დამალაპარაკე - 1998 წლის შემდეგ პირველად გავიგე ეს მიდგომა, ანუ ნინი ნივთია და მხოლოდ კაცს მოეკითხება ჭკუა? კაცი და ქალი რა შუაშია დიალოგში?  5. მაზანას ნერვებს ბრავო ნინისთან, არაა მარტივი)))და ბოლოს, ამ ეპოზოდით მიშო მესაყვარლა ძალიან, თუ არ წივის, არ იგინება, დედისტ***ს არ აგინებს და ბო*ებს არ ეძახის არავის - არ ნიშნავს, რომ პასიურია.გოგოები რა სიტყვებითაც ამკობდნენ ერთმანეთს და პირადი ცხოვრებით ცდილობდნენ დაკნინებას - ამაზე დაჟე კომენტარიც მიტყდება  მეტი სოლიდარობა და ემპათია, ძალიან ცუდი საყურებელია და არავის საქმე არაა ვის ვინ და რამდენი ჰყავდა!  თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?“

ნინო ლაცაბიძე

პოლიტიკა 1713520687

რუსთავის საკრებულოში ოპოზიციამ უნდა დატოვოს თანამდებობები, ამასთანავე ბოდიში უნდა მოუხადონ მოსახლეობას და იმ ამომრჩეველს, რომელმაც მანდატი ანდოთ, მათ კი ეს მანდატი, ქალაქის წინააღმდეგ გამოიყენეს - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიას რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, დღის წესრიგში ძირითად საკითხებად საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი იქნება. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” ცოტა ხნის წინ გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი გამოეხმაურნენ.როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, უკვე მესამე წელია ნაცმოძრაობისა და გახარიას პარტიის წევრები, ქალაქის განვითარებას უშლიან ხელს, აფერხებენ მნიშვნელოვან საკითხებს და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებული. ,,რუსთავის ოპოზიციური საკრებულო დღემდე რასაც აკეთებს, ჩვენი ქალაქის ღალატია, ეს ადამიანები არ ერიდებიან კანონის და რეგლამენტის დარღვევას, თანამშრომლებზე ზეწოლას. ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა მიმართეს საკრებულოს, რომ რიგგარეშე სხდომაზე დადგეს როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეების იმპიჩმენტის საკითხი, რადგან დღეს პარტიების ,,ნაციონალურ მოძრაობისა“ და ,,საქართველოსთვის“ წევრებს აქვთ ყველა თანამდებობა გადანაწილებული. მესამე წელია ისინი მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებული. დიახ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციამ უნდა დატოვოს თანამდებობები, ამასთანავე ბოდიში უნდა მოუხადონ მოსახლეობას და იმ ამომრჩეველს, რომელმაც მანდატი ანდოთ, მათ კი ეს მანდატი, ქალაქის წინააღმდეგ გამოიყენეს- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წევრებმა უნდა მოიხსნან პასუხისმგებლობა და დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ. „დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება.“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

ალექსანდრე დალაქიშვილი

პოლიტიკა 1713511592

ოპოზიციის წევრები რუსთავში ხალხის პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, დაკავებულები არიან ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით - ალექსანდრე დალაქიშვილი

„ვფიქრობთ, მათ [ოპოზიციამ] პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა. ალექსანდრე დალაქიშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს, სადაც „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.„დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება,“ - განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1711460100

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ

ჩინურ მითოლოგიაში დრაკონი სიძლიერის, პატიოსნების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო წელს ყველა შრომისმოყვარე ადამიანი დაფასდება და წარმატების მიღწევის დიდი შანსი ექნებათ. თუმცა, ამავდროულად, ისინი 3 ნიშანს ასახელებენ, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ და წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობას მოიპოვებენ:ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)ასტროლოგების თქმით, დრაკონის წელი ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს ისეთ პერსპექტივას გაუხსნის, რომელზეც შესაძლოა, ოცნებაც კი გაუჭირდეთ. უამრავი სიახლისთვის უნდა მოემზადოთ! ძლიერი და შეუპოვარი დრაკონი ვერძს ყველაფერს მისცემს, რაც კარიერულ წინსვლასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოხატვაში დაეხმარება. თქვენ წინ ფართო ჰორიზონტი გადაიშლება, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, მთელი წელი იღბალი თქვენ მხარეს იქნება და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდს გაჩუქებთ. სერიოზული ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ. იყავით ღია სიახლეების მიმართ და გამოავლინეთ შრომისმოყვარეობა. ამ შემთხვევაში, 2024 წელი თქვენთვის ბევრი მიმართულებით ხელსაყრელი პერიოდი აღმოჩნდება.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)ჩინური მითოლოგიის მიხედვით, ლომი დრაკონის "ტყუპისცალია", ამიტომაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მხარს განსაკუთრებულად უჭერს და არაერთ საინტერესო გზას უხსნის. შეგიძლიათ, ბევრი წარმატების იმედი გქონდეთ როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. დიდი ხნის ნანატრი დაწინაურება, ოცნებების ასრულება და მიზნების გამართლება გელით. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, დრაკონს სურს, დაკარგული კავშირები აღადგინოს. ამიტომაც, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ადრე ძვირფასები იყვნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მათთან კომუნიკაცია აღარ გქონდათ.ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)ტყუპებისთვის ნამდვილად წარმატებული და ნაყოფიერი წელი იწყება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი შანსი აქვთ, რომ ყველაზე ამბიციური პროექტები და იდეები განახორციელონ, მოიპოვონ აღიარება და ფინანსური სარგებელი. დრაკონი მოგცემთ საშუალებას, არსებულ სიტუაციებსაც კი განსხვავებული თვალით შეხედოთ და მომგებიანი კუთხე იპოვოთ. ასტროლოგების თქმით, წლის მთავარი მფარველი თქვენს ყველა პრობლემასა და გამოწვევას უხეშ კიდეებს გაუსწორებს და წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ. ბევრი დასაოჯახებელი ტყუპი სწორედ ამ პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ოჯახი შექმნას. 2024 წლის ბოლომდე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ყველაზე ამბიციური გეგმები დასახონ. უამრავი გამართლება გელით, რაც მოგცემთ მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ და არსებულ შედეგს არ დაემორჩილოთ... წაიკითხეთ ვრცლად...ასევე ნახეთ:„ვაიმე, ეს რა გავიგე!“ - გურამ შეროზიას ამ ამბავმა გამომწერები აალაპარაკა„უთხარით დემეს მამიკოს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე, ყოფილი მეუღლის კადრებს აქვეყნებს

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1711095540

„ფურორი! გოგო რომ ასე ლამაზად მღერის, ხომ კარგია, როცა ერთის ნაცვლად ორია, მთლად უკეთესი“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გურამ შეროზია

მომღერლები ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია არაჩვეულებრივი დუეტებით მსმენელს ანებრივრებენ და ექსპრომტად ჩაწერილ ვიდეოებს ხშირად უზიარებენ.ნუცა თოფურიამ ამჯერად მორიგი ვიდეო გაავრცელა – ნუცა და მარიამი, რომლებიც კოლეგებთან ერთად, არაჩვეულებრივი მეგობრებიც არიან, შეუდარებლად მღერიან ლელა წურწუმიას რეპერტუარიდან სიმღერას – „ჩუმად ნათქვამი“. 

რუსთავის მერი

რეგიონი 1709444124

საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი შეროზია გახარიას პარტიიდან, რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელმძღვანელი და რუსთავის მერის მოადგილე, იმ დროს რომ რისკები სწორად შეფასებულიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა - ნინო ლაცაბიძე

ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი შეროზია გახარიას პარტიიდან, რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელმძღვანელი რუსთავში, იყო რუსთავის მერის მოადგილე ინფრასრტუქტურის მიმართულებით, იმ დროს რომ მათი ჩართულობა და რისკების სწორი შეფასება ყოფილიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.რუსთავის მერი ბოლო სამი დღის განმავლობაში ქალაქში წყალმომარაგების მხრივ არსებულ პრობლემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ორი წელია, „ჯი ვი პი“- სთან, სემეკის ჩართულობით დაწყებულია უმნიშვნელოვანესი პროცესი იმისთვის, რომ გამოწვევა, რაც ქალაქს ისტორიულად აქვს, ერთხელ და სამუდამოდ იქნეს დაძლეული. „პოლიტიკურად, ეს სამი დღე ძალიან დიდი ნეგატივი მოდის და მე ამ ნეგატივს ვიღებ ჩემს თავზე იმის მიუხედავად, რომ ეს კომპანია არ არის მუნიციპალური, სახელმწიფო. ეს ადამიანები, მათ შორის გახარიას პარტიიდან, რომლის თავმჯდომარეც დღეს საკრებულოში დაწერილ ტექსტსაც ვერ კითხულობს ნორმალურად, ეს ადამიანი რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელმძღვანელი რუსთავში, იყო რუსთავის მერის მოადგილე ინფრასრტუქტურის მიმართულებით და იმ დროს რომ მათი ჩართულობა და რისკების სწორი შეფასება ყოფილიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა, რა შედეგამდეც მივედით. ჩვენც შეგვიძლია გადავაგოროთ, როგორც ისინი აგორებდნენ ამ პრობლემას წლიდან წლამდე, გათხრიდნენ,რაღაცას შეადუღებდნენ და ისევ მიწას მიაყრიდნენ, მაგრამ ვხედავთ რისკებს, რომ დღეს ეს სამუშაოები რომ არ ჩაატაროს „ჯი ვი პი“- მ, რომელშიც ძალიან დიდი დამსახურება აქვს სემეკს და რუსთავის მერიის გუნდს, ჩვენი ქალაქი რამდენიმე წელში კიდევ უფრო მეტი კატასტროფის წინაშე დადფება“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ. მისივე თქმით, რაც ქალაქი დაარსდა, მას შემდეგ არ გამოცვლილა სისტემა. „წლიდან წლამდე, მათ შორის ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა შეროზიამ, რომელიც ამ ორ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა და კარგად იცოდა და იცის, რა რისკები ელოდა ქალაქს, დღემდე მოიყვანა სწორედ წყალმომარაგება ამ პროცესამდე. ორი წელია სემეკთან ერთად ვაიძულეთ კომპანია, რომ რუსთავს ღირსეული ცხოვრების საშუალება მოგვცეს. ჩვენ ვაკეთებთ ახალ სკვერებს, ახალ ბიბლიოთეკებს, ახალ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებს და აბსოლუტურად ყველაფერი აზრს კარგავს, როდესაც ქალაქში არ არის წყალი.თუმცა, ეს სამი დღის გათიშვა არ იყო დაუდევრობიდან გამომდინარე. ჩვენ მათ დავაწყებინეთ იმგვარი პროექტები, რომელიც ეტაპოვრივად გამოიყვანს ქალაქს ამ რთული სიტუაციიდან. გუშინ ხრამის სათავე ნაგებობიდან, (ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი, რითიც მოგვეწოდება წყალმომარაგება), დასრულდა მნიშვნელოვანი პროექტი, 2200 მეტრზე ჩაიდო ახალი მილი და ამ ახალ სისტემაზე გადაერთებისთვის იყო საჭირო ეს სამი დღე, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სამუშაოები იყო. არ ვისაუბრებდი ამას, რომ არ ვიყო ჩართული, ორი ღამის განმავლობაში ადგილზე ვეცნობოდი იმ სამუშაოებს, რომელიც ტარდებოდა. ეს არის უპრეცედენტო პროექტი რუსთავის ისტორიაში და ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება დღეს კიდევ სოციალურ ქსელში, რაღაც გაურკვეველ არხებზე იღლიცინონ იმაზე, რაც მათი დანაშაულით დღემდე მოვიდა“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.         

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1709276527

როგორ ბედს გიწინასწარმეტყველებთ თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე.0 და 1ელემენტი – ლითონიამ ელემენტის წარმომადგენლები ძალიან მიზანდასახულები არიან. მათ ზუსტად იციან რა უნდათ და ყოველთვის მზად არიან დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი. მათ აქვთ ძლიერი ხასიათი და ზოგჯერ ძალიან მაღალი მოთხოვნები საკუთარ თავსა და სხვებზე. ასეთი ადამიანები ისწრაფვიან მატერიალური კეთილდღეობისა და ფუფუნებისკენ. მათ ასევე არ ეშინიათ მარტოობის და რთული ცხოვრების პირობების.2 და 3ელემენტი – წყალიამ ელემენტის წარმომადგენლები ემოციურები და გამჭრიახები არიან. აქვთ კარგი ინტუიცია და ხშირად მიდრეკილნი არიან მანიპულირებისკენ. ასეთი ადამიანები იდუმალები არიან და არ უყვართ სხვებისთვის საიდუმლოების გამხელა. მათ აქვთ კარგი ფანტაზია და დიპლომატიური თვისებები. “წყლის” ადამიანი არა მხოლოდ კარგი ორგანიზატორია, არამედ შემსრულებელიც. თუმცა ის ხშირად პასიურია და მიდრეკილია თავისი ახირებებისკენ.4 და 5ელემენტი – ხეამ ელემენტის ადამიანი ძალიან გულუხვია და ღიაა ყველაფრისთვის. მათ უყვართ სამყაროს შესწავლა და ძალიან შრომისმოყვარეები არიან, ზოგჯერ ზედმეტად შრომისმოყვარეებიც კი, ამიტომ უნდა შეძლონ სათანადო დასვენება. ისინი ხშირად იღებენ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს, საკუთარი ძალების გამოთვლის გარეშე. კარგი მეგობრები არიან, რომლებსაც ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ. 6 და 7ელემენტი – ცეცხლი“ცეცხლოვანი” ადამიანები ძალიან ენერგიულები, ქარიზმატულები და ტემპერამენტულები არიან. ასევე, ეს ადამიანები ვერ იტანენ მარტოობას და მოსწონთ მუდმივად წინსვლა. ამიტომ ისინი ხშირად ირჩევენ ლიდერის როლს. კომუნიკაციაში ცეცხლოვანი ადამიანი არის ეგოისტი, ძალიან ემოციური და ხშირად აგრესიულიც კი. ის ხშირად მოუთმენელი და კაპრიზულია. ნახეთ სრულადასევე ნახეთ:რომელი სამი ციფრი იზიდავს წარმატებას და რას გვირჩევენ ასტროლოგებიმარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის „დრო გამოვყავი იმ გოგოსთვის, რომელიც ფოტოებში ვნახე და პაემანზე საერთოდ სხვა მოვიდა. მთელი ლექცია ჩავუტარე…“ - გურამ შეროზია

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1709229302

„დრო გამოვყავი იმ გოგოსთვის, რომელიც ფოტოებში ვნახე და პაემანზე საერთოდ სხვა მოვიდა. მთელი ლექცია ჩავუტარე…“ - გურამ შეროზია

გურამ შეროზია ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს საინტერესო შემთხვევას, რომელიც „ტინდერზე“ გაცნობილ გოგონასთან გადახდა.პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენია?კი, ინდოეთში. ტინდერზე ვნახე გოგო კონკრეტული ფოტოებით და პაემანზე მის ნაცვლად საერთოდ სხვა ადამიანი მოვიდა. ვეკითხები, შენ ვინ ხარ-მეთქი. მიხსნის, მე ის ვარ, მაგრამ აქ ცუდი სახელი აქვთ გოგოებს, რომელიც ასე ხვდებიან ბიჭებს, ამიტომ ჩემს ფოტოებს ვმალავ და სხვისი გამოგიგზავნე, თუ მოგწონვარ, მოგწონვარ, აქ ვარო. ძალიან გავბრაზდი.მე დრო გამოვყავი იმ გოგოსთვის, რომელიც ფოტოებში ვნახე და პაემანზე საერთოდ სხვა მოვიდა. მთელი ლექცია ჩავუტარე (იცინის). პაემანი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. ფაქტობრივად, „მაბოლებდა“. როგორია, ვიღაც ატეხილი კაცი ვგონივარ, რომელიც ნებისმიერ გოგოზე თანახმაა. ვიზუალურად მართლა იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე იმ ფოტოებზე აღბეჭდილი გოგო, მაგრამ მე იმასთან მქონდა პაემანი, ამიტომაც გავბრაზდი და უკან მივაბრძანე.ასევე წაიკითხეთ:ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც 2024 წელს გამდიდრდება„გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენთვის გახდება მთელი სამყარო, თქვენ კი მისთვის“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს ზამთრის ბოლოს დიდი ბედნიერება ელით

გიორგი ღოღობერიძე

რჩევები 1708965736

დაავადებები, რომლებიც შეიძლება დეპრესიაში აგვერიოს - რომელი პათოლოგიები იწვევს დეპრესიის მსგავს სიმპტომებს?

ადამიანები ხშირად უჩივიან გუნება-განწყობის დაქვეითებას და ამბობენ, რომ დეპრესია აქვთ. "მოთენთილი ვარ", "არაფრის ხალისი არ მაქვს", "რასაც ვაკეთებდი, ვეღარ ვაკეთებ" - ასეათი ჩივილები აქვთ ხოლმე უმეტესად.ასეთ დროს, როგორც წესი, ექიმს არავინ მიმართავს.თუმცა ეს ადამიანები ძალიან ხშირად ცდებიან, რადგან „დეპრესიულ“ ჩივილებს შეიძლება საკმაოდ სახიფათო მიზეზებიც ჰქონდეთ, მათ შორის ონკოლოგიურიც. ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო" ისაუბრა. მან რამდენიმე პათოლოგია ჩამოთვალა, რომლებიც შეიძლება დეპრესიის მსგავს სიმპტომებს იწვევდეს.ასევე ნახეთ:„ვარსკვლავები დიდ მოგებასა და კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი„ეს ფოტო ჩემმა შვილმა გამომიგზავნა, შორს წამიღო… სოხუმში. შვილის მონატრებაში მძვრება სული, დევნილი ლტოლვილი ვარ“ – რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი ნინო კვარაცხელია„ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს“ - რას წერს გურამ შეროზია „მის გერმანიაზე“

ვალუტის კურსი

ფინანსები 1708952559

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6525 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6530 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8708 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა. ასევე ნახეთ:„ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს“ - რას წერს გურამ შეროზია „მის გერმანიაზე“ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც, 21 წელია, ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილების პაციენტებზე ზრუნავს – მამა მიქაელის ისტორია„წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი” – ბერი პაისის წინასწარმეტყველება

მის გერმანია

ტაბლოიდი 1708945780

„ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს“ - რას წერს გურამ შეროზია „მის გერმანიაზე“

„მის გერმანია 2024"-ის გამარჯვებული ორი შვილის დედა, 39 წლის არქიტექტორი აპამე შიონაუერი გახდა. შიონაუერი თეირანში დაიბადა და ირანიდან, ექვსი წლის ასაკში ოჯახთან ერთად გაიქცა.„გერმანიაში გადმოვედით, რომ მე და ჩემს დას თავისუფლად გვეცხოვრა. გზა ადვილი არ იყო“, - ამბობს ქალი, რომლის დევიზიც დაბრკოლებებთან შეჯახებისას არის: „განაგრძე სვლა!"ცნობისთვის, „მის გერმანია", რომელიც თავდაპირველად სილამაზის კონკურსი იყო, 2019 წლიდან სხვაგვარი სახის კონკურსი გახდა და კონკურსანტების შეფასება ხდება არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ ხასიათის, მიზანსწრაფულობის, შემოქმედებითI მიღწევების ან რაიმე უნიკალურობის მიხედვით და გამარჯვებული გვირგვინს აღარ იღებს.ორგანიზატორების თქმით, აპამეჰ შიონაუერი - „ქალი-ლიდერი" - 25000 ევროს ოდენობით ფულად ჯილდოს მიიღებს. მიმდინარე შეჯიბრების სიახლე ასაკობრივი ცენზის გაუქმება იყო. ახლა 18 წლის და უფროსი ასაკის ყველა ქალს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. წლევანდელი კონკურსის ყველაზე ხანდაზმული ფინალისტი 42 წლის ჰამბურგელი სექს-კონსულტანტი მინონ კოვოლიკი იყო, ყველაზე ახალგაზრდა კი წარმოშობით განელი 22 წლის ფსიქოლოგი ესენიდან, ადვოა ავუა.კონკურსში სულ  15 ათასი ქალი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც დონორის გული რამდენიმე წლის წინ გადაუნერგეს ან რამდენიმე წელია, რაც იშვიათი ავტოიმუნური დაავადება აქვს და ინვალიდის ეტლით ან ელექტრო ორტეზით გადაადგილდება.სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა „მის გერმანიის“ ფოტოს. ნაწილი ფიქრობს რომ ეს სილამაზის კონკურსი იყო. ბლოგერი გურამ შეროზია ქალის კრიტიკოსებს ასეთი პოსტით ეხმიანება„აპამე შონაუერი - მის გერმანია 2024. შეესია ამ ქალს მთელი ერი, არა და ეს სილამაზის კონკურსი არაა.აპამე არის ირანელი, კი იცით, რა პირობებში უწევთ ქალებს ირანში ცხოვრება, ჰოდა თან აქტივისტია, თან წარმატებული ქალი, გერმანიაში ცხოვრობს წლებია და კონკურსიც სწორედ იმაზეა, თუ ვინ რა წარმატებას მიაღწია და არა სულელურ ცხვირ-ტუჩ-ძუძუ სტანდარტებზე, რომელიც დღეს ყველას შეუძლია პლასტიკური ქირურგიის დახმარებით.თუმცა ჩემი აზრით ვიზუალურადაც საკმაოდ ეშხიანია და ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს.პ.ს. წამწამებით ცაში ღრუბლებს რომ ფანტავთ, ეგ საზოგადოება ნუ შემომესევით, პარალელი იყო უბრალოდ, თქვენ მოგწონდეთ მთავარია“,-წერს გურამ შეროზია.

წყვილები

საზოგადოება 1706734785

9 მოულოდნელი მიზეზი, რაც განქორწინებას იწვევს

ყველა წყვილს სურს ხანგრძლივი, სიყვარულით სავსე თანაცხოვრება, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ხშირად შეუძლებელია და წყვილები ურთიერთობას ძალიან ხშირად განქორწინებით ასრულებენ.სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, გამოვლინდა 9 მიზეზი, რის გამოც განქორწინება გარდაუვალია.1. ღიმილი ბავშვობის ფოტოებში.ფსიქოლოგებმა ჩაატარეს დაკვირვება, რათა გაეგოთ, შესაძლებელია თუ არა განქორწინების პროგნოზირება ბავშვობის ფოტოებიდან. დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ფოტოებზე პირქუშად გამოიყურებიან, 5-ჯერ უფრო ხშირად განქორწინდნენ, ვიდრე ისინი, ვინც გულიანად იღიმებოდნენ ფოტოებზე.2. ხმის ემოციური ტონი.მეცნიერებმა გააანალიზეს 100-ზე მეტი წყვილის საუბარი. ის წყვილები, რომლებიც მშრალი და ცივი ტონით საუბრობდნენ ერთმანეთში, ბევრად ხშირად ანგრევდნენ ოჯახებს, ვიდრე ისინი, ვინც თბილ ტონს იყენებდნენ კომუნიკაციის დროს.დადგინდა, რომ: „რას იტყვი არ არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ამბობ“.3. საპირისპირო სქესის კოლეგები.მკვლევრების აზრით, ადამიანები, რომლებიც საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გარემოცვაში მუშაობენ, 15%-ით უფრო ხშირად მიმართავენ განქორწინებას. 4. დედის გავლენა.კვლევებმა აჩვენა, რომ წყვილების უმეტესობა ბაძავს დედების ქცევას და ასეთი ქალები ხშირად ითხოვენ განქორწინებას. სოციოლოგებმა შეისწავლეს 7000 ადამიანის ქცევა და დაადგინეს, რომ თუ დედა ახალ ურთიერთობაშია საკმაოდ ხშირად (იქნება ეს ქორწინება თუ უბრალოდ თანაცხოვრება), მათი ზრდასრული შვილებიც ჰბაძავენ დედას და ასე იქცევიან.5. კონფლიქტების იგნორირება.ჯონ გოტმანმა დაასახელა გარდაუვალი განქორწინების 4 წინაპირობა: ზიზღი, მსხვერპლის პოზიცია, კრიტიკოსობა და კონფლიქტების იგნორირება.„აპოკალიფსის 4 მხედარი" ერთი შეხედვით უდანაშაულო ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს პრაქტიკაში ძალიან საშიში ქცევითი სტრატეგიაა.უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ გრძნობთ მზად ხართ მწვავე დებატებისთვის იმ საკითხზე, რომელიც დიდი ხანია გაღიზიანებთ და თქვენი პარტნიორი მოულოდნელად წყვეტს ამ თემაზე კამათს.მიუხედავად იმისა, რომ დებატები და ჩხუბი არ არის კომუნიკაციის საუკეთესო ნაწილი, ის მაინც გეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში და გადაუჭრელი საკითხების გარკვევაში. თუ თქვენი პარტნიორი აგრძელებს ამ სიტუაციების იგნორირებას, უფრო და უფრო მეტი პრობლემა გადაუჭრელი რჩება და ასეთი ურთიერთობა თავისთავად მიდის განქორწინებამდე.6. ქმრის უარყოფითი დამოკიდებულება მეუღლის მეგობრების მიმართ.მეცნიერებმა გააანალიზეს 373 წყვილის ურთიერთობა 16 წლიან ქორწინებაზე. გაირკვა, რომ წყვილების 46% დაშორდა ქორწინების მე-16 წელს და ხშირად ამის მიზეზი მეუღლის სამეგობრო წრე გამხდარა.მეცნიერთა აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალებსა და მათ მეგობრებს შორის ურთიერთობა, რომელიც ხასიათდება ემოციური სიახლოვით და მხარდაჭერით, უფრო დიდხანს გრძელდება, რაც მამაკაცისთვის ხშირად უსიამოვნოა.7. სიღარიბე და განქორწინება.აშკარაა, რომ დუხჭირ პირობებში ცხოვრება ადვილი არ არის. ამ ოჯახებში ურთიერთობები უფრო ხშირად განქორწინებით მთავრდება, ვიდრე ფინანსურად სტაბილურ ოჯახებში.9. ვიწრო საწოლი.მეუღლეებს ცალ-ცალკე ან ძალიან განიერ საწოლზე უნდა ეძინოთ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ხარისხიანი ძილისთვის და ოჯახში ჯანსაღი გარემოსთვის. მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობენ ძილის პრობლემებს, აღმოაჩინეს, რომ წყვილების 30-40%-ს სხვადასხვა საწოლში სძინავს და ეს ცალსახად კარგია, რადგან უხარისხო ძილს, თუ ვიწრო საწოლში ძილს შეუძლია განქორწინება გამოიწვიოს. ამიტომ, თუ გსურთ თქვენი ურთიერთობის შენარჩუნება, დარწმუნდით, რომ კარგად და კომფორტულად გძინავთ.ასევე ნახეთ:„სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება... დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!“ - ნესტან ნენე კვინიკაძეVIDEO: „დედაჩემი იყო მთავარი მხსნელი” - გურამ შეროზიას ემოციური ინტერვიუ დედაზე