გლდანის ციხე

სამართალი • 1795015402

შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს

შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.„ექიმების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატიმრის N18-ე სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან N8-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, - განაცხადეს უწყებაში.შეგახსენებთ, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად არასრულწლოვანი ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა. საქმეზე ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს განზრახ მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულებს ედავებიან. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

სასჯელაღსრულებო

სამართალი • 1785050526

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს

ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა.ნიკა კაპანაძეს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან. მას ბრალის დადგენილებაც გუშინ, სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს.გამოძიების თანახმად, 22 ივლისს შანიძის ქუჩაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში, კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კაპანაძე დაკავების დროს სამართალდამცველებს დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღით, მათი სიცოცხლის ხელყოფა სცადა.პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ნიკა კაპანაძის მიმართ მაქსიმალურად მკაცრი იქნება."მსურს, ოჯახს გამოვუცხადო სამძიმარი ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი.სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ბრალდებულის მხრიდა არსებობდა, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღმკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, სამედიცინო ისტორიით, ან დოკუმენტაციით ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ბრალდებულს, რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა", - განაცხადა პროკურორმა.

foto

სამართალი • 1784980980

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული სამედიცინოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - ალადაშვილის კლინიკა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა თითქმის ერთსაათიანი პროცესის შემდეგ დატოვა. სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული სამედიცინოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს.სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა, სასჯელის ფორმად კი ყველაზე მკაცრი - პატიმრობა გამოიყენა. საქმის დეტალებზე არ საუბრობს ნიკა კაპანაძის ადვოკატი.ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს საქმის პროკურორი. ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საქმეში მხოლოდ დაკავებულის დედის ჩვენებას ეყრდნობა, სამედიცინო ისტორიით ან სხვა დოკუმენტით კი არ დასტურდება.გამოძიებით დადგინდა, რომ კაპანაძეს, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს. თუმცა, ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, ორი ახალგაზრდა კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია.ნიკა კაპანაძეს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ფოტო

საზოგადოება • 1784968209

ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო სხდომა ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა

22 ივლისს, ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულს,  ნიკა კაპანაძეს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ალადაშვილის კლინიკაშივე მიიღო.ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან.კაპანაძეს ბრალის დადგენილება გუშინ, სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს. გამოძიების თანახმად, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კაპანაძე დაკავების დროს სამართალდამცველებს დაემუქრა და, ცეცხლსასროლი იარაღით, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. 

რუსუდან შარაძე

პოლიტიკა • 1747907512

დათო გამყრელიძე რომ გამოდის და ყვრის, „არა რუსულ კანონს“, ჯობია, მოიკითხოს, მის ოფისში, „ალდაგში“ როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში - რუსუდან შარაძე

კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, რომ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ეყენოს, რომ გაკონტროლდეს ყველა მხრიდან პერიმეტრი. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე, „ალდაგის“ ორივე კამერა ეყენა ერთნაირი მიმართულებით და იყურებოდა ვაკისკენ, – ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული სათვალთვალო კამერების გარდა, შანიძის ქუჩაზე დამონტაჟებული მესამე კამერა შეტრიალებული იყო საცხოვრებელი კორპუსისკენ, რითიც დამალეს მკვლელის სახე, ვინაიდან, მისივე განმარტებით, გურამ შარაძისთვის სროლის შემდეგ მკვლელმა სწორედ ამ ქუჩაზე აირბინა.ამასთან, რუსუდან შარაძე ამბობს, რომ დავით გამყრელიძის კომპანიის, „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის თანამონაწილე.„დამალეს მკვლელის სახე, რადგან როდესაც მკვლელი კადრში შემოდის, ის მხოლოდ ზურგიდან ჩანს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც შანიძის ქუჩაზე ეყენა, წესით, სულ მცირე, გზას მაინც ხომ უნდა უყურებდეს, თუ მთელ პერიმეტრს, ტროტუარებით არ უყურებს. ეს კამერა იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, სადაც სადარბაზოები ჩანს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და ის დამალეს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე – შეიძლება მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილი მაინც. ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და „არა რუსულ კანონს“ ყვირის, ჯობია, ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. გთხოვთ, ვინც მისმენთ, გადაეცით დათო გამყრელიძეს, რომ მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

რუსუდან შარაძე

პოლიტიკა • 1747904407

გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული, საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული - რუსუდან შარაძე

მე ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული. საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, – ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.რუსუდან შარაძის თქმით, 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კუთხეში, 18 ნომერთან გურამ შარაძე მოკლეს სამი გასროლით.„სამი ტყვია თავში – პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და შემდეგ იქვე ჩაკეცილზე საფეთქელზე ორი საკონტროლო გასროლა დაახალეს. „ალდაგი“არის სადაზღვევო კომპანია, რომელიც იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას, ჰქონდა ხუთი კამერა. ორი კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი, ორივე კამერაზე, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყენა და ერთი შანიძის ქუჩაზე. ეს ადგილი სპეციალურად, შეგნებულად იყო შერჩეული, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ჩვენი ოჯახის მიმართ ხორციელდებოდა თვალთვალი, ძალიან დიდი ხანი. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე იყო ძალიან მოწესრიგებული კაცი, განსაკუთრებით საქმეში ძალიან პუნქტუალური, გაწერილი გრაფიკით. ყოველ კვირა დღეს მთელი ცხოვრება მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და საღამოობით, ვინაიდან უყვარდა ვარჯიში, მოძრაობა, ყოველთვის ბრუნდებოდა ფეხით. გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, კვირა დღეს „ასავალ დასავალში“ იბეჭდებოდა მისი „ასი წერილი ქართველ ერს“. 33 წერილის დაწერა მოასწრო, ესეიგი, 33 კვირა დღე იქ გაიარა. ორშაბათს გამოდიოდა გაზეთი და ყოველთვის გადაიკითხავდა კვირა დღეს, სხვანაირად გამორიცხული იყო. ბარათელსაც ყოველ დღე უთვალთვალებდნენ, ის შემთხვევით იქ არ მოხვედრილა. გიორგი ბარათელი გახლავთ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მსჯავრდებული, რომელმაც სასჯელი მოიხადა. ბარათელს პოლიცია უთვალთვალებდა, რასაც პოლიცია არ მალავს. საქმეში დევს ამის მტკიცებულებები. მამაჩემი მოკლეს 20 მაისს და ვითომ 5 მაისს გიორგი ბარათელი საკუთარ ექიმს, გვარად ტირზიკიანს სახლში მიუვარდა და მსუბუქად დაჭრა. ეს არის ოფიციალური ვერსია. ვთქვათ დაჭრა ან რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის პოლიცია 5 მაისიდან 20 მაისამდე ბარათელს აკვირდებოდა? როგორც წარმოგიდგენიათ, 5 მაისიდან 20 მაისამდე  უთვალთვალებდნენ და ხელს არ კიდებდნენ“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.ამასთან, რუსუდან შარაძის განცხადებით, „ალდაგის“ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ და ამით დამალეს მკვლელის სახე. რუსუდან შარაძე ამბობს, რომ დათო გამყრელიძის კომპანია „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე.„მოგეხსენებათ, კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, ეყენოს ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით, რომ გაკონტროლდეს პარამეტრი ყველა მხრიდან. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე „ალდაგის“ორივე კამერა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ. ამით დამალეს მკვლელის სახე. მკვლელი რომ კადრში შემოდის, ის მხოლოდ ჩანს ზურგიდან. ჩვენთვის ესეც საკმარისია, მაგრამ თავად ეს გააკეთეს, შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც ეყენა შანიძის ქუჩაზე და წესით უნდა ეკონტროლებინა გზა, იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, ჩანს სადარბაზოები და საცხოვრებელი სახლი. ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და დამალეს. ეს ფაქტები შემთხვევით ვერ მოხდებოდა.„ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე, შეიძლება მთელი შემადგენლობით არა , მაგრამ ნაწილი მაინც. და ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და არა რუსულ კანონს ყვირის, სჯობს, ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ კლავდნენ გურამ შარაძეს, უფრო სწორად, მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. თუ არ მისმენს, გადაეცით დათო გამყრელიძეს, მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები“, – აღნიშნა რუსუდან შარაძემ.

დაჭრა

სამართალი • 1653471832

ვინ არის შანიძის ქუჩაზე დაჭრილი კაცი

თბილისში, შანიძის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილია 33 წლის ბექა მახარაძე, რომელსაც ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.დაჭრილი გვიან საღამოს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შეიყვანეს, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გაჩხრიკეს ავტომობილიც, რომელიც დაჭრილ ბექა მახარაძეს ეკუთვნის.ადგილობრივები და თვითმხილველები ამბობენ, რომ გვიან ღამით მათ 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს, რასაც წინ ხმაური და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება უძღოდა.მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირებაში მონაწილე პირები შანიძის ქუჩის მცხოვრებლები არ არიან და მათთვის უცნობია, ვინ იყვნენ ეს პირები.„აივანზე ვიდექი და ვიყურებოდი, როდესაც შევედი, დაახლოებით 20 წუთში, 5-6 გასროლის ხმა გავიგე. შემდეგ დავინახე ახალგაზრდა ბიჭი ყვიროდა, მერე უცებ ბევრი ადამიანი მოგროვდა," - ამბობს თვითმხილველი.საქმეზე გამოძიება ორი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 

ლენტი

შემთხვევა • 1653452278

თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

თბილისში, შანიძის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის გასროლის ხმა მიყოლებით რამდენჯერმე გაისმა.  დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.„პაციენტს ზურგის არეში აქვს გამჭოლი ჭრილობა, ოღონდ გამოსავლის გარეშე. სავარაუდოდ, არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული.პაციენტი შემოყვანილია სასწრაფოს მიერ ცეცხლსასროლი ჭრილობით. დათვალიერებით, საოპერაციოში გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს არის კანქვეშ შემავალი ჭრილობა, რომელმაც არ გულ-მკერდის და არც მუცლის ღრუში. მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება, თუმცა სტაბილურია. მოხვედრილია ერთი ტყვია. ახლა რეანიმაციაშია, პოსტოპერაციულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა, კობა თაბაგირმა.

✕