1795096126
თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო - როგორია დაშავებულის მდგომარეობა
თბილისში, შანიძის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის გასროლის ხმა მიყოლებით რამდენჯერმე გაისმა. დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტს ზურგის არეში აქვს გამჭოლი ჭრილობა, ოღონდ გამოსავლის გარეშე. სავარაუდოდ, არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული.
პაციენტი შემოყვანილია სასწრაფოს მიერ ცეცხლსასროლი ჭრილობით. დათვალიერებით, საოპერაციოში გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს არის კანქვეშ შემავალი ჭრილობა, რომელმაც არ გულ-მკერდის და არც მუცლის ღრუში. მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება, თუმცა სტაბილურია. მოხვედრილია ერთი ტყვია. ახლა რეანიმაციაშია, პოსტოპერაციულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა, კობა თაბაგირმა.











