გიორგი გაბუნია

პოლიტიკა • 1791189409

წლების განმავლობაში, აჯანჯღარებდნენ ჩვენს ქვეყანას და არ ასვენებდნენ, არ მშვიდდებოდა პოლიტიკური პროცესი - გიორგი გაბუნია ALDE-ზე

 არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში NGO-ბის გაუმჭვირვალედ საქმიანობის სურვილი - "ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-ს ჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყანაში მუდმივად სტაბილური გარემო იყო."არაფრის არ გვეშინია და არაფერს გავურბივართ. ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში ფინანსდებოდნენ, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებდნენ ასევე უკრაინაში და ვხედავთ, სადამდე მიიყვანეს უკრაინული სახელმწიფო - განადგურების პირამდე მიიყვანეს. ანალოგიური სცენარები იყო აქაც დაგეგმილი.წლების განმავლობაში, აჯანჯღარებდნენ ჩვენს ქვეყანას და არ ასვენებდნენ, არ მშვიდდებოდა პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში და აი, ასეთი აგენტურული ქსელების მეშვეობით მუდმივად ცდილობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო ქაოსი და პოლიტიკური რადიკალური პროცესები.მოვახერხეთ, რომ ყველაზე მძიმე დროს, მაშინ, როდესაც მსოფლიოში პრაქტიკულად, შეიარაღებით მიმდინარეობს მესამე მსოფლიო ომი, ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, არის ეკონომიკური განვითარება. ყველა იმ ძალასა და იმ პოლიტიკურ აქტორს, რომელიც გარე დავალებებით ცდილობდა ქვეყანაში ძალადობრივი პროცესების განვითარებას, მიეჩინა საკუთარი პოლიტიკური ადგილი", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1791186999

ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია - თენგიზ შარმანაშვილი

 არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში NGO-ბის გაუმჭვირვალედ საქმიანობის სურვილი - "ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-სჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ALDE ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობას შეუწყოს ხელი."მათ რამდენჯერმე მიმართეს ALDE-ს, მათ შორის ტერორიზმის მუხლთან დაკავშირებით. ჰკითხეს, მოგწონთ ეს, ემხრობით პოლიტიკაში ასეთი რაღაცების გამოყენებას - მათ უპასუხოდ დატოვეს ეს კითხვა.ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არავითარი ღირებულებები არ გააჩნიათ, ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია. მათ ერთადერთი ღირებულებაა უკანონოდ იმოღვაწონ საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობას შეუწყონ ხელი.თუ გააჩნიათ [სხვა ღირებულება] ჩვენ ბოდიშს მოვუხდით. უპასუხონ კითხვებს საჯაროდ და მაშინ გავიგეთ. ვიდრე ჩუმად არიან ამ საკითხებზე, ესე იგი ემხრობიან ასეთ მეთოდებს. როდესაც ორგანიზაცია ასეთ მეთოდებს ემხრობა - მე ჭკუას ნუ მასწავლის. საქართველოში არავინ შეუვიწროებიათ. საქართველოში ყელა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციას უთხრეს, რომ თუ უნდათ ჩვენთან იმოღვაწონ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილი

პოლიტიკა • 1791105651

ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს - გიორგი კალანდარიშვილი

თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.მისი თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ არის წარდგენილი.„ერთი საჩივარი არის წარდგენილი საუბნო-საარჩევნო კომისიაში ფოტო-ვიდეო გადაღების წესთან დაკავშირებით, რომელშიც ერთგვარად გაურკვეველია ის მოთხოვნა, რომელიც იქ არის აღნიშნული. ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ზუსტად ამას ადასტურებს ეს არჩევნები, მისი ჩატარების ხარისხი, რომ რეალურად არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებთან მიმართებით არ არსებობს არანაირი საფუძველი და მტკიცებულება, რომელიც რამენაირად ხორცს შეასხამდა იმ ბრალდებებს, რომელიც ჩვენ 2024 წლიდან კამპანიურად, დღევანდელ დღემდე გვესმის“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, დმანისში ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი სარსევანიძემ 98 პროცენტზე მეტი აიღო, ლელოს კანდიდატმა ვაჟა ნონიაშვილმა კი მხოლოდ ორი ხმა მიიღო, რაც ერთ-ნახევარი პროცენტია. წალკა - ქართული ოცნების კანდიდატმა, ნანული ხინიკაძემ, 96 პროცენტზე მეტი მიიღო, ლელოს კანდიდატმა ზაზა შანთაძემ კი 3 პროცენტზე მეტი. ვანი - ქართული ოცნება - ზაზა ხელაძე, ხმების 87 პროცენტზე მეტი, ძლიერი საქართველო ლელო - 12 პროცენტზე მეტი. ახმეტა - ქართული ოცნების კანდიდატმა ლევან ითიურიძემ 100 პროცენტი აიღო.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1791037426

ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით

ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია „ALDE“-ს მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსისადმი საქართველოში კონკრეტული პირებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს გადაუხვიოს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაუკვეთა. სამწუხაროდ, ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ ელიტაზე ევროკავშირში, მსგავსი განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს. ალბათ ავიწყდებათ, რომ წლებია ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან არის პირდაპირი, უსამართლო თავდასხმების მსხვერპლი. მსხვერპლი კიდევ ხმამაღალი ნათქვამია, მათ თავდასხმების ქვეშ, ღმერთმა დაგიფაროს, რომ მათ თავდასხმის მსხვერპლად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ნაკლებად გვაინტერესებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, მათ მიერ ეს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე. ეს ძალიან კარგად იციან, ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით. ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“, და ეს დაკვეთა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალაშია დღესაც. და ეს დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და, ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი გზით.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.        შეყვანა, შეტყობინება გაგზავნილია 18:16 Mariam მიერ: ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია „ALDE“-ს მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსისადმი საქართველოში კონკრეტული პირებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს გადაუხვიოს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაუკვეთა. სამწუხაროდ, ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ ელიტაზე ევროკავშირში, მსგავსი განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს. ალბათ ავიწყდებათ, რომ წლებია ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან არის პირდაპირი, უსამართლო თავდასხმების მსხვერპლი. მსხვერპლი კიდევ ხმამაღალი ნათქვამია, მათ თავდასხმების ქვეშ, ღმერთმა დაგიფაროს, რომ მათ თავდასხმის მსხვერპლად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ნაკლებად გვაინტერესებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, მათ მიერ ეს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე. ეს ძალიან კარგად იციან, ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით. ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“, და ეს დაკვეთა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალაშია დღესაც. და ეს დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და, ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი გზით.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

თამთა მიქელაძე

სამართალი • 1791033448

ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობის დროს, ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა - წამების აკრძალვა ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს - თამთა მიქელაძე

ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების პენიტენციურ სისტემაში წინა მმართველობის დროს. ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა, - ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" პირობებში, ციხეებში წამება ნამდვილად გადაილახა და პენიტენციურ დაწესებულებებში ისეთივე მოპყრობა აღარ ჩანს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო."ჩვენ ვხედავდით, რომ ეს იყო რუტინული, ნორმალიზებული და ყოველდღიური და რაღაცნაირად ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვთქვით, რომ იგივე აღარ უნდა მომხდარიყო ციხეში, სახელმწიფოს იგივე არ უნდა გაეკეთებინა მოქალაქეების მიმართ, თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალადობის მძიმე გამოცდილება. "ქართული ოცნება" მუდმივად ცდილობს ხოლმე, რომ წინა მმართველობას გაემიჯნოს და თქვას, რომ მას რაღაცა ტიპის წითელი ხაზები აქვს ქცევაში, თუმცა წამების აკრძალვა, რომელიც თითქოს ასეთი წითელი ხაზი იყო, ციხეში, ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში. ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს," - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ხნნზ

პოლიტიკა • 1791029144

საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

 არჩევნები მიმდინარეობს დმანისში, სადაც საარჩევნო უბანი - სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორისაა გახსნილი. შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან "ქართული ოცნება" და "ძლიერი საქართველო - ლელო".გამარჯვებისთვის "ქართული ოცნებიდან" ირაკლი სარსევანიძე, პარტია "ლელოდან" კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ. საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე, ხარვეზების გარეშე დაიწყო და მშვიდ ვითარებაში გრძელდება. დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი."დმანისის 24-ე ოლქის 35-ე საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ხმის მიცემის პროცედურები მოსახლეობის მხრიდან ყველანაირად არის დაცული, ამიტომ მოსახლეობის აქტიურობაც შესამჩნევია. საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ საკრებულოში, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. სწორედ, ჩვენი კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე არის ის პიროვნება, ახალგაზრდა კანდიდატი, რომელიც იქნება ჩვენი მოსახლეობის ხმა ჩვენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში", - ამბობს კობა მურადაშვილი.დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

ცესკო

პოლიტიკა • 1791004599

დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განმარტა, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.„ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში, ჯამში, შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში. გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი.წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მომართა.არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს გააშუქებს 8 მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.აქვე შეგახსენებთ საარჩევნო პროცედურებს - კენჭისყრა იმართება დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს.ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში, ჭრილის საფარის ქვეშ.ხმის მთვლელი აპარატი ავტომატური რეჟიმით ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.3 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივი რეჟიმით იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.ცესკოს ინფორმაციით, 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტჰაბი 2 51-00-51.საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი ასეთია: 09:00 სთ, 15:00 სთ, 21:00 სთ და ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

ცესკო

ბიზნესი • 1790934599

ცესკოში შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ხვალ, 3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. პრესსპიკერის თქმით,  შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.„ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი.წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს.  გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მომართა.არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი.  დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს გააშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.აქვე შეგახსენებთ საარჩევნო პროცედურებს - კენჭისყრა იმართება დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ.ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.3 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790932460

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა

„ლელოს“ რომ ჰგონია, რომ რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარე IRI-ის კვლევას გამოეხმაურა.„ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს და ყოფილიყვნენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, საქართველო შევიდოდა ომში. ამის მიმართ ეჭვიც კი არ არსებობს. როდესაც პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს, რომ 14 წელი უწყვეტი მშვიდობაა ამ ქვეყანაში, ხალხის ნდობას აჩვენებს. ერთი მხრივ, IRI-ის და მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა, ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის კარგი დასტური, რომ როცა ვუყურებთ ობიექტურ კვლევებს, როდესაც ემთხვევა, ერთმანეთს ამყარებს. დამალავდა ოპოზიცია, აბა, რას იზამდა?! „ლელოს“ რომ ჰგონია, რომ რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა. სხვა პარტიებია და არ ჩანს საერთოდ. ბოკერიას რომ ჰგონია, რომ დაავიწყდა ხალხს, რა როლი ჰქონდა სააკაშვილის დიქტატორული, მწამებელი რეჟიმის შექმნასა და იდეოლოგიურ გამყარებაში, კვლევამ აჩვენა, რომ ნულია მათი რეიტინგი. სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790931513

შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე: სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა

სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.პარლამენტის თავმჯდომარე IRI-ის კვლევას გამოეხმაურა.„ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს და ყოფილიყვნენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, საქართველო შევიდოდა ომში. ამის მიმართ ეჭვიც კი არ არსებობს. როდესაც პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს, რომ 14 წელი უწყვეტი მშვიდობაა ამ ქვეყანაში, ხალხის ნდობას აჩვენებს. ერთი მხრივ, IRI-ის და მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა, ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის კარგი დასტური, რომ როცა ვუყურებთ ობიექტურ კვლევებს, როდესაც ემთხვევა, ერთმანეთს ამყარებს. დამალავდა ოპოზიცია, აბა, რას იზამდა! „ლელოს“ რომ ჰგონია, რომ რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა. სხვა პარტიებია და არ ჩანს საერთოდ. ბოკერიას რომ ჰგონია, რომ დაავიწყდა ხალხს, რა როლი ჰქონდა სააკაშვილის დიქტატორული, მწამებელი რეჟიმის შექმნასა და იდეოლოგიურ გამყარებაში, კვლევამ აჩვენა, რომ ნულია მათი რეიტინგი. სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გია მურღულია

პოლიტიკა • 1790883600

გია მურღულია IRI-ს კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე: იმ მოქმედებას, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს - აგრესიას, რადიკალიზმს, უზრდელობას - ამას ქართველი ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს

იმ მოქმედებას, რასაც ეს ხალხი გვთავაზობს - აგრესიას, რადიკალიზმს, უზრდელობას - ამას ქართველი ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ IRI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.მისივე თქმით, ოპოზიციის შედეგი განპირობებულია იმით, რომ ისინი მუდმივად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან.“ეს [IRI-ს კვლევის შედეგები] ძალიან საინტერესო ამბავი წავიკითხეთ და ვატყობ, რომ ბევრი დადგა ცუდ ხასიათზე. ბევრი ადამიანი, ვინც პოლიტიკური ოპონენტია, მუდმივად აღიარებდა ამ გამოკითხვებს და მუდმივად მოჰქონდა როგორც ნიმუში უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების. კი ბატონო, გავყვეთ ამ გზას, წერია 36% და 5%. 5%, მგონი, ძალიან ბევრიც კი არის იმისთვის, რასაც ვხედავთ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები მუდმივად იბრძვიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ეს ძალიან თვალსაჩინოა. ეს ხომ პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ ადამიანებს არ ენდობა ქართველი საზოგადოება. წლებმა დაადასტურა, რომ ეს ადამიანები არ მუშაობენ საქართველოზე, ისინი მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ. ეს მოსაზრება კი არ არის, ეს ფაქტია“, - განაცხადა გია მურღულიამ.მურღულიას მიაჩნია, რომ 2028 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის არის განწირული.„მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ განწირულია წარმატებისთვის. არ ვამბობ, რომ ეს კარგი ამბავია. „ქართული ოცნება“ თვითონ ამბობს, რომ უკეთესი ოპოზიციის ღირსია საქართველო. „ქართულ ოცნებას“ აქვს შეცდომები, სერიოზული გადაცდომები, მაგრამ ქართველი ხალხი მაინც მხარს უჭრს, რადგან ხედავს, რომ ეს ადამიანები, მიუხედავად გარკვეული შეცდომებისა, სწორი გზით მიდიან. სუვერენიტეტი მტკიცდება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება და ვითარდება ზოგჯერ გასაოცარი ტემპებით. მართლა უცნაური ამბავია, ასე აჯანჯღარო ეს ქვეყანა, გადატრიალების რამდენიმე მცდელობა გქონდეს და მაინც რომ წინ მიდის ქვეყანა, მავანთათვის ეს ნერვების მომშლელია“, - განაცხადა გია მურღულიამ.

ცოტნე ანანიძე

პოლიტიკა • 1790863800

ცოტნე ანანიძე „ქართულ ოცნებაზე“: აქ არის პოლიტიკოსების ძალიან ძლიერი გუნდი და სპეციალისტები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ჯანდაცვა იქნება, ინფრასტრუქტურა თუ სხვა სფეროები, რაც, პირველ რიგში, პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს არის მთავარი ფორმულა, რომ მმართველი ძალა იყოს წარმატებული

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ „დღის „ქრონიკაში“ იმ ფაქტორებზე ილაპარაკა, რომელთა გამოც 2012 წლიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ 10 არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება.მისი თქმით, მიღწევები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, განაპირობებს იმას, რომ პარტიას ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს.ამასთან, ცოტნე ანანიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ძლიერი პოლიტიკური გუნდი.„მეტწილად, აქ არის „ქართული ოცნების“ ფაქტორი, როცა პრობლემების იდენტიფიცირებას ყველა ეტაპზე შესაბამისად, ადეკვატურად ახდენ და შესაძლებლობის ფარგლებში ამაზე გაქვს რეაგირება. მათ შორის საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი საჭიროების კონტექსტში და შესაბამისი გადაწყვეტილებების მხრივ, ეს იქნება პოლიტიკური მმართველობა თუ საბიუჯეტო ნაწილი და ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანას ჰქონდა. ერთ-ერთი ფაქტორი მათ შორის არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. ახსოვს მოსახლეობას, რა მდგომარეობაში უწევდათ ოჯახებს ყოფნა. პრაქტიკულად არ არსებობდა არანაირი შესაძლებლობა, რომ რეანიმაციაში მძიმე პაციენტი ყოფილიყო. დღეს ეს არის ხელისუფლების ტვირთი და ხელისუფლებამ პოზიტიური ვალდებულება აიღო ამ ნაწილში“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ორკესტრირებული შეტევის და წნეხის ფონზე მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.„უმთავრესი ფაქტორი 90% აქ არის „ქართული ოცნება“, მმართველი ძალა თავისი საპატიო თავმჯდომარით, პრემიერით, რომელიც არის შემდგარი პოლიტიკოსი, სხვათა შორის, არამხოლოდ საქართველოში და ეს ჩანს ყველგან. აქ არის პოლიტიკოსების ძალიან ძლიერი გუნდი და სპეციალისტები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ჯანდაცვა იქნება, ინფრასტრუქტურა თუ სხვა სფეროები, რაც, პირველ რიგში, პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს არის მთავარი ფორმულა, რომ მმართველი ძალა იყოს წარმატებული“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

✕