სვანაძე

სპორტი • 1791006573

,,მეტოქის პრესინგის გამკლავება გაგვიჭირდა", - სვანაძე მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა."საერთო ჯამში, ერთი, რაც აუცილებლად აღსანიშნავია, არის მაღალი და ინტენსიური პრესინგი, რომლის გამკლავებაც ძალიან გაგვიჭირდა.სწორედ ეს იყო ყველაზე მთავარი, იმ პირველ ნახევარ საათში, რის გამოც მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა.ლოგიკური იყო, რომ აქცენტი მარცხენა ფლანგის დაცვაზე ექნებოდათ, რადგან ის გვყავს ხვიჩა კვარაცხელია და უკრაინასთან მატჩის შემდეგ, მეტოქის ეს ტაქტიკა იკითხებოდა.რთული სიტუაციაა, მაგრამ მომავალს იმედიანად უნდა ვუყუროთ. საქართველოს ნაკრების ჩაბარება რთულ პერიოდში მომიწია, თუმცა ყველაფერი გამოსწორდება, რადგან რამაზ სვანაძეს ჯერ არ ჰქონია სამუშაო, სადაც დასახული მიზნისთვის ვერ მიუღწევია", - განაცხადა სვანაძემ.

კიევი

ომი უკრაინაში • 1791004098

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სკოლაზე, საავადმყოფოსა და ხიდზე მიიტანა იერიში, კიეველებს აღარ შეუძლიათ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს „მშვიდობიანი დრო“ იყოს, - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian.სტატიაში სათაურით - „მტერი ჩვენს ქალაქს ანადგურებს“: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს" - აღნიშნულია, რომ კიევი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწყისი დღეების შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში შედის; რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას დედაქალაქში, რომლის სიბნელეში ჩაძირვასაც მოსკოვი ცდილობს.ბოლო დრომდე კიევი ინარჩუნებდა ცხოვრების შედარებით ნორმალურ რიტმს, მაშინ როცა ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს მდებარე ქალაქები, მათ შორის, ხარკოვი და დნიპრო, ყოველდღიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. სტატიის თანახმად, ახლა კიეველები მწარე იუმორით აღნიშნავენ, რომ ვითარება იცვლება და ხსენებული ქალაქები ზოგჯერ უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება, ვიდრე დედაქალაქი. ამასთან, რუსული თავდასხმების მკვეთრმა ესკალაციამ ბევრ მცხოვრებს გაუჩინა განცდა, რომ ის განსაცდელი, რისთვისაც ისინი ემზადებოდნენ, უკვე დადგა.უკრაინელი მაღალჩინოსნები ევროპელ კოლეგებს მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბების შესახებ აფრთხილებენ.„რუსეთი გეგმავს, კიევი გაყინოს და ქვის ხანაში დააბრუნოს“, - განაცხადა The Guardian-თან კიევში მყოფმა დასავლელმა მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა არჩია. გამოცემის ცნობით, დასავლელი დიპლომატები საჯაროდ აცხადებენ, რომ კიევში დარჩენას აპირებენ; მათ ესმით, რომ წასვლა მოსკოვს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მოუტანდა და შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინა მიატოვეს. თუმცა, პირად საუბრებში მაღალი რანგის ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს. „ვითარება აშკარად სწრაფად უარესდება“, - განუცხადა გამოცემას დიპლომატმა.

ლჯლ

მსოფლიო • 1790968740

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სკოლაზე, საავადმყოფოსა და ხიდზე მიიტანა იერიში, კიეველებს აღარ შეუძლიათ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს „მშვიდობიანი დრო“ იყოს, - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian.სტატიაში სათაურით - „მტერი ჩვენს ქალაქს ანადგურებს“: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს" - აღნიშნულია, რომ კიევი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწყისი დღეების შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში შედის; რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას დედაქალაქში, რომლის სიბნელეში ჩაძირვასაც მოსკოვი ცდილობს.ბოლო დრომდე კიევი ინარჩუნებდა ცხოვრების შედარებით ნორმალურ რიტმს, მაშინ როცა ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს მდებარე ქალაქები, მათ შორის, ხარკოვი და დნიპრო, ყოველდღიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. სტატიის თანახმად, ახლა კიეველები მწარე იუმორით აღნიშნავენ, რომ ვითარება იცვლება და ხსენებული ქალაქები ზოგჯერ უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება, ვიდრე დედაქალაქი. ამასთან, რუსული თავდასხმების მკვეთრმა ესკალაციამ ბევრ მცხოვრებს გაუჩინა განცდა, რომ ის განსაცდელი, რისთვისაც ისინი ემზადებოდნენ, უკვე დადგა.უკრაინელი მაღალჩინოსნები ევროპელ კოლეგებს მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბების შესახებ აფრთხილებენ.„რუსეთი გეგმავს, კიევი გაყინოს და ქვის ხანაში დააბრუნოს“, - განაცხადა The Guardian-თან კიევში მყოფმა დასავლელმა მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა არჩია. გამოცემის ცნობით, დასავლელი დიპლომატები საჯაროდ აცხადებენ, რომ კიევში დარჩენას აპირებენ; მათ ესმით, რომ წასვლა მოსკოვს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მოუტანდა და შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინა მიატოვეს. თუმცა, პირად საუბრებში მაღალი რანგის ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს. „ვითარება აშკარად სწრაფად უარესდება“, - განუცხადა გამოცემას დიპლომატმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

პოლიტიკა • 1790965351

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო

თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, რა თქმაა უნდა, 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას.მისივე თქმით, საქმე გვაქვს ადამიანების მოტყუებასთან და ფუჭი იმედებისა და ილუზიების მიცემასთან.„მით უმეტეს, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომითა და რუსეთის აგრესიით იტანჯებიან. ჩვენ უკრაინას ვუსურვებთ პირველ რიგში, გამძლეობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ევროკავშირშიც გაწევრიანდება უკრაინა“, - განაცხადა სამხარაძემ.ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1 იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა • 1790961996

ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ

 გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსისგანცხადებას, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული, ლევან მახაშვილი მედიასთან აფასებს.ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განცხადებები, რასაც უკრაინის მიმართ წლების განმავლობაში ვისმენდით, მხოლოდ და მხოლოდ „ცრუ დაპირებებით გაბრუებას ემსახურებოდა“.„ალბათ არასდროს დასრულდება ახალ-ახალი თარიღებით საკუთარი მოსახლეობის გაბრუება. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ. მერე ეს თარიღი მოვა..გადაივლის და მერე ახალი თარიღი გაჩნდება.ეს არის ცუდი ტენდენცია. მთავარია თითოეულმა ქვეყანამ გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც გააუმჯობესებს მათი მოსახლეობის ყოფას და გააძლიერებს გრძელვადიან მშვიდობას. იმის იქით ყველაფერი დანარჩენი ჩვეულებრივი მანიპულაციაა და სამწუხაროდ, უკრაინული საზოგადოება ამ ტიპის მანიპულაციას მოკლებული არ არის თარიღებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.​ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

პეტერ მადიარი

ომი უკრაინაში • 1790948200

Bloomberg: უნგრეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნის

 უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას არ გეგმავს და კიევის მხარდაჭერას ენერგომომარაგებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ინფორმაციას Bloomberg-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დიორდ ველკეიმზე დაყრდნობით ავრცელებს.„არც ჯარისკაცები და არც იარაღი“, - განაცხადა ველკეიმ და აღნიშნა, რომ უნგრეთის ინტერესშია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და სწორედ ეს არის ბუდაპეშტისთვის უმნიშვნელოვანესი.უნგრეთის ახალი მთავრობის პოზიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, განსაკუთრებით კი ბალტიის სახელმწიფოების მიდგომისგან, რომლებიც უკრაინას სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით აქტიურად ეხმარებიან, წერს სააგენტო.ბუდაპეშტის პოზიცია ასევე ასახავს უკრაინასთან ურთიერთობის სირთულეს, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის წლებში განსაკუთრებით დაიძაბა. ორბანი კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკას ატარებდა, ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შეფერხებას და უკრაინის ხელისუფლებას, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებში მისი დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდა.Bloomberg-ის ინფორმაციით, პეტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების სწრაფ გაუმჯობესებას ელოდნენ. კიევმა უნგრეთის ეთნიკური უმცირესობის ენობრივი უფლებების სამართლებრივი დაცვის გაძლიერების პირობა დადო, ხოლო ბუდაპეშტმა უარი თქვა ვეტოზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას აფერხებდა. თუმცა, ურთიერთობების გაუმჯობესება შეფერხებებით მიმდინარეობს.უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ კიევმა მას აცნობა, რომ უკრაინაში უნგრულენოვანი განათლების გაფართოების შესახებ კანონი მიმდინარე თვეში უნდა მიიღონ.„რამდენიმე თვეში უკრაინის უნგრული უმცირესობის უფლებების გაძლიერებისთვის უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ორბანის მთავრობამ 10 წლის განმავლობაში“, - დაწერა მან.ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა, რომელთა საქმიანობაც მთავრობამ ჯაშუშობას დაუკავშირა. ეს ორბანის ეპოქასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა, როდესაც უნგრეთი ბრიუსელში მოსკოვის ინტერესების გამტარად ხშირად მოქმედებდა.მიუხედავად ამისა, უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში კვლავ არსებობს უნდობლობა, წერს სააგენტო.

პეტერ მადიარი

მსოფლიო • 1790941140

პეტერ მადიარი: მივესალმებით უკრაინის პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობების უფლებების გაძლიერებას განათლებაში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად შეაფასა უკრაინის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეროვნული უმცირესობებისთვის მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას ეხება.მისი თქმით, კანონპროექტი უკრაინაში მცხოვრები უნგრელების მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას აძლიერებს.„მივესალმებით კანონპროექტს, რომელიც გუშინ უკრაინის პარლამენტში წარადგინეს. კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობების უფლებების გაძლიერებას განათლებაში. კანონპროექტი აძლიერებს მშობლიურ ენაზე და საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელში განათლების მიღების სამართლებრივ გარანტიებს“, – დაწერა მადიარმა.ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს უკრაინის უმაღლეს რადაში ეროვნული უმცირესობების ენებზე განათლების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს. კანონპროექტის მიზანია უკრაინაში ეროვნული უმცირესობების (თემების) წარმომადგენლებისა და მკვიდრი ხალხების განათლების უფლების უზრუნველყოფა.„ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ უკრაინული კვლავ რჩება განათლების პროცესის ენად, თუმცა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც არსებობს უკრაინის მკვიდრი ხალხის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე მოსაუბრე ეროვნული უმცირესობის ენაზე სწავლების კლასი ან ჯგუფი, გარანტირებული იქნება შესაბამისი ენის გამოყენების უფლება.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს უნგრეთის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში მომდევნო ორი კლასტერის დაბლოკვის მოხსნას.

მაქსიმოს ხარაკოპულოსი

პოლიტიკა • 1790939813

მაქსიმოს ხარაკოპულოსი: ევროკავშირს აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და პროცედურები, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ

2022 წელს გამართულ კონფერენციაზე დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა ნაწილის უგულებელყოფა, ვიგრძენით მოვალეობა, აქტიურად ჩავრეულიყავით და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე, – ამის შესახებ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, მაქსიმოს ხარაკოპულოსმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ.„დღეს ვიმყოფები ულამაზეს ქალაქ თბილისში, ქართველი ერის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს გახლავთ გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც წარუშლელი ბეჭედი დაასვა ქართველობის იდენტობას, მათ მდიდარ კულტურასა და ისტორიას. ჭეშმარიტად გვიხარია, რომ ქართული მიწის ყოველ კუთხეში აღმართულია მშვენიერი ტაძრები. ისინი მოწმობენ მათ მკვიდრთა ურყევ რწმენას, რომელიც ვერ გატეხა ვერცერთმა ძალაუფლებამ. ამასთანავე, საბჭოთა ტოტალიტარიტიზმის  განსაცდელიდან საქართველოს ეკლესია გამოვიდა კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული, უფრო დიდი ავტორიტეტით, რათა სამწყსოს მეშვეობით თავისი მოვალეობა შეესრულებინა ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შეუდარებელი მოღვაწეობის წყალობით. ამას დღეს ღირსეულად აგრძელებს მისი მემკვიდრე პატრიარქი, შიო მესამე. საქართველოს ეკლესია განიცდის თავისებურ გაზაფხულს ღვთის სადიდებლად.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპამ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის შესაშურ გარემოს მიაღწია მსოფლიო ისტორიაში. ეს პროცესი ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებით კიდევ უფრო გაფართოვდა, მიუხედავად ამისა, ევროპული აღმშენებლობა ამავდროულად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც მის პოლიტიკურ იდენტობასაც უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია მცდელობა, რომ უგულებელყოფილ იქნეს ქრისტიანობის, როგორც ევროპული ცივილიზაციის მთავარი ბოძის მნიშვნელობა, იგნორირებულ იქნეს ქრისტიანული პრინციპები და ღირებულებები. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ევროპელ მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიციას. ჩვენ მოწმენი ვართ სახიფათო რევიზიონისმისა, რომელიც მიზნების მიღწევის საშუალებად ძალადობას ამკვიდრებს და უგულებელყოფს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისე კატასტროფულ შედეგებს. უპირველეს ყოვლისა, ამას ვხედავთ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა, საქართველოს ასეთი მოქმედებები  თავის უახლოეს წარსულში აქვს განცდილი. პატივს ვცემთ რა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ პრინციპებს, ასევე გვმართებს, ვიშრომოთ საერთაშორისო კანონიერების აღდგენისთვისაც და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ შერიგების, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის ქრისტიანულ პრინციპებს.თბილისში ჩვენი დღევანდელი ყოფნა წარმოადგენს იმ შეხვედრის გაგრძელებას, რომელიც ევროპარლამენტის შტაბ-ბინაში გაიმართა ბრიუსელში. იქ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ინიციატივით, სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატებთან, ევროპარლამენტარებთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილა სწორედ ეს თემა, ქრისტიანული ღირებულებების როლი თანამედროვე ევროპულ რეალობაში. ეს შეხვედრა ერწყმის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იმ ინიციატივებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში ხორციელდება. ჩვენი გადაწყვეტილების გარდამტეხ წერტილად იქცა 2022 წლის მაისში ჩატარებული კონფერენცია ევროპული მომავლის შესახებ, სადაც დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის სრული უგულებელყოფა.  ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ 300-გვერდიან ტექსტში არცერთხელ არ არის ნახსენები ევროპის ქრისტიანული ღირებულებები და მისი ფესვები. ჩვენ ვიგრძენით მოვალეობა, რომ აქტიურად ჩავრეულიყავით საჯარო დისკუსიაში და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე.2024 წელს, ევროპარლამენტის არჩევნების წინა დღეს, ევროპის ეკლესიათა კონფერენციასთან, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისიასთან და ორგანიზაციის, „ერთად ევროპისკენ“ თანამშრომლობით, თესალონიკში ორგანიზება გაუკეთდა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – პოლიტიკა როგორც ყოველდღიურობის ქრისტიანული ღირებულებების გამოხატვის სივრცე. კონფერენციაში მონაწილეებმა ხელი მოვაწერეთ მიმართვის ტექსტს პოლიტიკური ჯგუფებისადმი, რათა ევროპული განვითარების საძირკველად ქრისტიანული ღირებულებები აღიარონ. ამ ინიციატივამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ევროპის ხალხთა პარტიის კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის და ევროპარლამენტის რელიგიის, რწმენისა და ცნობიერების, სინდისის თავისუფლების ინტერჯგუფის გააქტიურებაში, რომლის აღდგენაშიც მართლმადიდებლობის ასამბლეამ წამყვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ამავე მიზნისთვის თანამშრომლობს საპარლამენტთაშორისო კავშირთანაც, ჩვენ ცალმხრივად ვუჭერთ მხარს საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციებსა და მოწოდებებს, რომლებიც მიღებულ იქნა მარაკესა და რომში. ამ ტექსტებით ეროვნულ პარლამენტებსა და მსოფლიოს პარლამენტარებს  მოუწოდებენ, ძალისხმევა მიმართონ საპარლამენტო და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის მშენებლობისაკენ.საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციების მიზნების განხორციელების ძალისხმევაში ჩვენი ასამბლეის წვლილი აღიარებულია საერთაშორისო და ევროპულ დონეზე. პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით. ასეთი ინიციატივის წარმატებით განხორციელებისათვის ყველაზე მომწიფებული სივრცე ევროკავშირი გახლავთ, რომელსაც სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები აქვს, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მეჩვიდმეტე მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირის ღია, რეგულარულ და გამჭვირვალე დიალოგის დამკვიდრებას რელიგიებთან და იძლევა საუკეთესო საფუძველს, რომ სული და ხორცი შევასხათ საპარლამენტთაშორისო კავშირის წინადადებებს და საპარლამენტო რელიგიურ ინსტიტუტებს“, – განაცხადა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ჰჯ

მსოფლიო • 1790920155

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს „ჰიბრიდული“ აღარ უნდა უწოდონ, რადგან ეს „ტერორისტული და დივერსიული თავდასხმებია“

 ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს „ჰიბრიდული“ აღარ უნდა უწოდონ, რადგან ეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას შეფასებით, „ტერორისტული და დივერსიული თავდასხმებია“. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.ცაჰკნას თქმით, ეს რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ განხორციელებული სისტემური კამპანიის ნაწილია, რომელიც „რაღაც სახის ომს“ უტოლდება.მისი განცხადებები მოჰყვა ესტონეთის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ტალინში Milrem Robotics-ის შენობაში, რომელიც უკრაინას უპილოტო სახმელეთო მანქანებს აწვდის, აგვისტოში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი სამი ლატვიელი მოქალაქე ესტონეთს გადასცეს და მათ „კანონის სრული სიმკაცრით“ მოუწევთ პასუხისგება.Milrem Robotics-ზე თავდასხმა მსგავსი ინციდენტების სერიის ნაწილია. მათ შორის იყო აგვისტოში ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტზე დრონებით განხორციელებული თავდასხმებიც, რომელთა უკან გერმანიის ხელისუფლებამ ასევე რუსეთი დაასახელა, წერს გამოცემა.ცაჰკნას თქმით, რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმებისა და ხანძრების მოსაწყობად დაქირავებულ ადამიანებს შორის ბევრის მოტივი იდეოლოგია კი არა, „იოლი ფულის“ მიღებაა. მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა აჩვენონ, რომ ასეთი დივერსიული საქმიანობისთვის დამნაშავეებს მკაცრი სასჯელი ელით, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილონ.„მესიჯი ასეთია: თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლებ, დაგიჭერენ და ციხეში გაგიშვებენ. ასეთ ოპერაციებში მონაწილეობამდე ბევრჯერ უნდა დაფიქრდე“, - განაცხადა ცაჰკნამ.მისი თქმით, ევროპის მთავრობებმა მტკიცებულებები უნდა შეაგროვონ და გააზიარონ, რათა რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ საჯაროდ ისაუბრონ. ამასთან, საჭიროა სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაცია და მკაფიო გზავნილი, რომ მოსკოვთან თანამშრომლობას მძიმე შედეგები მოჰყვება.

ნიკუშა შენგელაია

პოლიტიკა • 1790883120

ნიკუშა შენგელაია: ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი

ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან დაკავშირებით.მისივე თქმით, რომ არა 14 წლის წინანდელი არჩევანი, საქართველო დღეს მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.„2012 წლის 1-ელი ოქტომბერი იყო საკუთარი ქვეყნის და საკუთარი თავის გადარჩენის არჩევანი. გლობალური პროცესები, ეს ყველაფერი ხომ იგეგმებოდა ადრე. ჩვენნაირი ქვეყნების გამოყენება უნდოდათ საკუთარი ქვეყნების ინეტერესების გამო. ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საკუთარი ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს იყო განაცხადი, რომ ამ ქვეყნის პატრონი ჩვენ, ქართველი ხალხი ვართ“, - განაცხადა შენგელაიამ.მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება.„ისტორია გვაჩვენებს, რომ ხალხი უნდა იყოს მზად, რათა საკუთარი სუვერენიტეტი, იდენტობა, რწმენა, კულტურა და ისტორია დაიცვას. ეს იყო დიდი მონაპოვარი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რა დრო იყო, თუმცა მზად უნდა ვიყოთ დღესაც, იმიტომ, რომ გლობალური გადანაწილების თემები არ დასრულებულა, ჩვენ ვართ მოწმე პროქსიომების, გაუგებარი ვოუქიდეოლოგიების“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.შენგელაიას მიაჩნია, რომ ქვეყნისა და მოსახლეობისთვის უპირველესი უსაფრთხოებაა.„როცა მოსახლეობა ხედავს, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება გარშემო, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ ყველაფერს უნდა გადავურჩეთ, ამიტომ უდგას გვერდით „ქართულ ოცნებას“. მეორე რიგში ხედავენ, როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორ მცირდება უმუშევრობა, სიღარიბე, ნელ-ნელა, მაგრამ მცირდება“, - განაცხადა შენგელაიამ.

რამაზ სვანაძე

სპორტი • 1790877721

რთული გამოცდა გველის, თუმცა ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა - რამაზ სვანაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე უნგრეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩს (ერთა ლიგის B დივიზიონში) უკანასკნელ შანსად მიიჩნევს. ამის შესახებ მატჩის მასპინძელ „პუშკაშ არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ განაცხადა.„ყველა იმედგაცრუებულია, რომ ორი მატჩის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ. უნგრეთს საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება, მაგრამ ჩვენთვის ეს ჯგუფში წარმატების მიღწევის უკანასკნელი შანსია. რთული გამოცდა გველის, თუმცა ჩვენი მიზანი სამი ქულის აღებაა.თანამდებობის დაკავების შემდეგ ვილი სანიოლთან თუ ვისაუბრე? არა არ მისაუბრია, რადგან საკუთარი მიდგომა გამაჩნია. მიუხედავად იმისა, ეს მისთვის პირველი გასვლითი მატჩი იქნება, გუნდის განწყობა შეხვედრის მიმართ უცვლელი დარჩება.მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა აუცილებელი იქნება, რადგან მოკლე დროში ოთხი მატჩის ჩატარება გვიწევს. ასეთი დატვირთვის პირობებში როტაცია ბუნებრივი პროცესია და გადამწყვეტი მნიშვნელობა წვრილმან დეტალებს ენიჭება, როდესაც საქმე შემადგენლობის შერჩევას ეხება. ეს უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზეა დამოკიდებული.უნგრეთის ჩემპიონატის მტკ-ში თამაშობს ილია ბერიაშვილი. მანამდე ბუდუ ზივზივაძე გამოდიოდა. მათ უნგრელი ფეხბურთელები კარგად იცნობენ. ხვალ და მომდევნო შეხვედრაში გამოჩნდება, ისინი რამდენად დაიტვირთებიან. ყველა ფეხბურთელი გვჭირდება.მიქაუტაძე უკრაინასთან შეცვლით უკმაყოფილო დარჩა? ჩვენ მისი მხრიდან ბუნებრივი რეაქცია ვიხილეთ. ემოციები მაღალი იყო. შეცვლით არავინ არის კმაყოფილი, თუმცა ვითარება განვიხილეთ. ის ფიზიკურად საუკეთესო ფორმაშია, ასე რომ, პარასკევს მისი გამოყენება შესაძლებელია. რაც შეეხება პენალტებს, მას ის ფეხბურთელები შეასრულებენ, რომლებიც ამ როლისთვის მანამდე იყვნენ განსაზღვრულნი“.ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩი უნგრეთსა და საქართველოს შორის (ორივე გუნდს ამჟამად თითო ქულა აქვს) „პუშკაშ არენაზე“ პარასკევს, 22:45 საათზე დაიწყება.1TVSPORT 

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790876739

დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის - მარკ რუტე

დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ კრუტემ განაცხადა.რუტეს თქმით, ევროპა უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და კონტინენტზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული მავნებლური ჰიბრიდული თავდასხმების მზარდი რაოდენობის წინაშე დგას.„მიუხედავად ამ მძიმე დანაკარგებისა, პუტინი ომის დასრულების არანაირ სურვილს არ გამოხატავს. პირიქით, ახლა ის ომს აძლიერებს. მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ჩვენი ქვეყნები სამიზნეები არიან. რუსეთის მავნე ჰიბრიდული თავდასხმების სია მთელ ევროპაში ყოველდღიურად იზრდება. ვიცით, რომ ეს თავდასხმები რუსეთში სასოწარკვეთილების ნიშანია. პუტინი უკრაინაში სასურველ შედეგს ვერ აღწევს და ამის გამო ჩვენი დასჯა სურს. პუტინს სურს ჩვენი დაშინება და გახლეჩა, მაგრამ ეს არ გამოუვა. მის მტრულ ქმედებებზე ჩვენი პასუხი კი უკრაინის კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერაა“, - განაცხადა რუტემ.მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებს „გრძელი გზა“ ელოდებათ, რადგან რუსეთის „კარგად გამართული სამხედრო მანქანა“ უახლოეს მომავალში არ შეჩერდება, ხოლო ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ტექნოლოგიური განვითარება შენელებას არ აპირებს.„ზუსტად არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. თუმცა ვიცით, რომ ერთმანეთს დავიცავთ და ერთზე თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს. სწორედ ამ პრინციპმა და მისი დაცვის ჩვენმა ურყევმა გადაწყვეტილებამ შეგვინარჩუნა მშვიდობა უკვე 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“- აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

✕