ვიქტორ სანიკიძე

პოლიტიკა 1748958464

ვიქტორ სანიკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციას შეხვდა.აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვი და მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვი შედიან, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.შეხვედრაზე ვიქტორ სანიკიძემ აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„შეხვედრაზე როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხარემ ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა. აზერბაიჯანელ კოლეგებთან საუბრისას სპორტთან დაკავშირებულ საკითხებს შევეხეთ, სადაც აღინიშნა, რომ ორივე მხარეს, სპორტის ხელშეწყობასა და განვითარებასთან მიმართებაში დიდი მიზნები გააჩნია. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ქართველი და აზერბაიჯანელი სპორტსმენების ერთობლივი მომზადებისა და ვარჯიშების გამართვის შესაძლებლობები განვიხილეთ“, - განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ.აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციასთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები: ვარლამ ლიპარტელიანი, ზურაბ რურუა, ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩაგაშვილი დაესწრნენ.

მამარდაშვილი

სპორტი 1747758161

გიორგი მამარდაშვილს საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა.საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ გამართული ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოვეს. ვიზიტი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსჯერ გახლდათ დასახელებული.სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა (1964 წელი), მურთაზ ხურცილავამ (1967), რამაზ შენგელიამ (1981) და ხვიჩა კვარაცხელიამ (2023) გაიმარჯვეს.გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი): „მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ეს ჯილდო ძალიან საპატიოა, მით უმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს გავხდი გამარჯვებული. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ“.გიგა გვენცაძე (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): „შარშანდელი, ოლიმპიური წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის. ასეთი სერიოზული კონკურენციის პირობებში, როდესაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, საბედნიეროდ, მრავლად გვყავდა, გამარჯვება ალბათ განსაკუთრებით მისალოცია. მინდა, წარმატებები ვუსურვო გიორგის, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი იმედია“.1TVSPORT 

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1747647821

ლევან ნიკოლეიშვილი: სასაკლაო არავის უნდა მოუწყო, არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეს. ამას ან ვერ ან არ გაიგებენ ისინი, ვინც დღესაც უცხო ქვეყნის კარნახით დარბიან ქუჩებში და სააკაშვილის რეჟიმზე ხმას არ იღებენ

როცა ცოცხალი ლეგენდა გყავს ნონა გაფრინდაშვილის სახით, რომელსაც სხვა ქვეყანაში სიცოცხლეშივე ძეგლს დაუდგამდნენ, რასაც არ უნდა აპროტესტებდეს სასაკლაოს არ უნდა უწყობდე. თუმცა რა გასაკვირია, როცა ასევე ცოცხალ ლეგენდა ლაშა ტალახაძეს, ქუჩაში რომ ვიღაც გასალანძღად აეკიდება, ან მცირე წლოვან ბავშვებთან კაფეში მყოფ დეპუტატ მარიამ ლაშხს შეუვარდებიან ან სულაც რუსთველს გადაკეტავენ ხოლმე, რომ თითქოს „რუსულ პოლიტიკას“ ეწინააღმდეგებიან, მერე რუსული ფულით დაფინანსებულ ლიაკა ხოშტარიას კი თვალებში შესციცინებენ - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, სასაკლაო არავის არ უნდა მოუწყო, არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეს. მაგრამ რად გინდა, ამას ან ვერ გააგებინებ ან არ გაიგებენ ისინი, ვინც დღესაც უცხო ქვეყნის დროშებითა და კარნახით დარბიან ქუჩებში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხმას არ იღებენ.„როცა ცოცხალი ლეგენდა გყავს ნონა გაფრინდაშვილის სახით, რომელსაც სხვა ქვეყანაში სიცოცხლეშივე ძეგლს დაუდგამდნენ, რასაც არ უნდა აპროტესტებდეს სასაკლაოს არ უნდა უწყობდე. თუმცა რა გასაკვირია, როცა ასევე ცოცხალ ლეგენდა ლაშა ტალახაძეს, ქუჩაში რომ ვიღაც გასალანძღად აეკიდება, ან მცირე წლოვან ბავშვებთან კაფეში მყოფ დეპუტატ მარიამ ლაშხს შეუვარდებიან ან სულაც რუსთველს გადაკეტავენ ხოლმე, რომ თითქოს „რუსულ პოლიტიკას“ ეწინააღმდეგებიან, მერე რუსული ფულით დაფინანსებულ ლიაკა ხოშტარიას კი თვალებში შესციცინებენ...სასაკლაო არავის არ უნდა მოუწყო არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მაგრამ რად გინდა ამას ან ვერ გააგებინებ ან არ გაიგებენ ის ადამიანები, რომლებიც დღესაც უცხო ქვეყნის დროშებით და კარნახით დარბიან ქუჩებში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულზე ხმას არ იღებენ, რადგანაც ისევ იმ დანაშაულების ჩამდენების გვერდით არიან, მათ მხარს უჭერენ და კიდევ კარგი დღეს ამის საშუალება არ აქვთ, თორემ 2011 წლის 26 მაისის „სასაკლაოს მოგვანატრებდნე“, - წერს ნიკოლეიშვილი.

გაზი

დედაქალაქი 1745591509

გაზმომარაგება ავარიულად 4 800 აბონენტს შეუწყდა - „თბილისი ენერჯის“ განცხადება

სამგორის რაიონში გაზსადენის დაზიანების გამო გაზმომარაგება, ავარიულად 4800 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ განცხადებას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.„თბილისი ენერჯი“ აბონენტებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ და გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვონ.„გაცნობებთ, რომ შპს „ბიემს - ის“ მიერ „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს 25 აპრილს 15:20 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:გარდაბნის გზ. 6 (ემირ ბურჯანაძის ქ. 6ა), 24ა, ქინძმარაულის ქ. 6ა-ში, ქინძმარაულის შეს. 30-ის მიმდებარედ შპს „ქართული სახლის“, ქინძმარაულის შეს-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 30, 32-ის, ქინძმარაულის შეს. 4გ-ში (5ა-ს მიმდებარედ) შპს „კოდის“ საცხოვრებელი კორპუსის, ოცხელის ქ. 4, 8, 24, 25, 25ა, 30, 32, 34, ნაკადულის ქ. 2ა, 2, 3, 4, I შეს. 6, 8, 8ა, 2ა-1, 2ა-2, 2ა-3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ქინძმარაულის, მარელისის ქ. 3 (ახლ. ბაბუციძის), ნაკადულის, მარელისის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების VI დასახლების (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზ-ისა და 31-ე ქარხნის მიმდებარედ (მარია პერინის ქუჩა) მცხოვრებ მოსახლეობას.აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა – შპს „ოთო“ (ფ/პ ნათია ჯანიაშვილი (შპს “თავთავი”), შპს „კამელინი“( შპს “ორბელი 91“) აბ: მარელისის ქ. 5-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი (სკოლა “დავითიანი”) ნაკადულის ქუჩაზე - ი/მ დავით ხაბაზაშვილი (აბ: სკოლა # 82 გარდაბნის გზ-ზე - # 78 საჯარო სკოლა (აბ: ქინძმარაულის II შეს-ში – 126 ბაგა-ბაღი), ი/მ ნ. ტალახაძე აბ, საჯარო სკოლა და სხვა.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება: დღეს 25 აპრილს 18:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა 1744312620

ნინო წილოსანი: სანქციების დაწესებით სასაუბროს აძლევენ ჩვენს ოპონენტებს და შესაძლებლობას დააშინონ ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენი გუნდის წევრები

ძალიან კარგი ანალიზის გაკეთება შეგვიძლია რას იწვევს ხოლმე სანქციები, რა შედეგებს იღებენ ის ქვეყნები და მხარეები, ვინც სანქციებს აწესებენ. სასაუბროს აძლევენ ჩვენს ოპონენტებს და შესაძლებლობას დააშინონ ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენი გუნდის წევრები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას.„სანქციები გამოყენებულია იმისთვის, რომ გენერალურმა პროკურორმა არ შეასრულოს თავისი უფლებამოსილება და ამით დაშინდეს. არჩიოს, რომ ბანკის ანგარიში ჰქონდეს, ვიდრე შეასრულოს თავისი უშუალო დანიშნულება. ალბათ იმისთვის გააკეთეს ეს სანქციები, რომ პროკურატურამ არ გამოიძიოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები და ის სიმახინჯეები, ადამიანის უფლებების ყოველმხრივი დარღვევები, რომელსაც საგამოძიებო კომისიის მსვლელობის დროს ვუსმენთ.ასანქცირებენ ადამიანებს იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურმა და მისმა გმირმა პოლიციელებმა არ დაიცვან ეს ქვეყანა გადატრიალებისგან. ასანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ფული და კომფორტი არჩიოს იმას, რომ დაიცვას ეს ქვეყანა, იყოს ამ ქვეყნის ფარი და არჩევანი გააკეთოს კომფორტის მხარეს. ასანქცირებენ ჩემს კოლეგებს, პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ჩვენ უარი განვაცხადოთ, რომ არ გავატარებთ ამ ხალხის ინტერესს და პირიქით, რაზეც დაგვირეკავენ და ხელს რაზეც დაგვიბრახუნებენ იმას გავაკეთებთ.ალბათ ლაშა ტალახაძეს იმისთვისა ასანქცირებენ, რატომ აქვს მოგებული ამდენი მსოფლიო ჩემპიონატი და რატომ არის ცნობილი ოლიმპიელი და ჩვენი საამაყო ადამიანი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ლაშა ტალახაძე

სპორტი 1743683007

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.„ლაშა ტალახაძე ფედერაციის ხელმძღვანელად ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ერთსულოვნად აირჩიეს.ასევე დამტკიცდა გამგეობის წევრები:1. ტალახაძე ლაშა - თავმჯდომარე2. კახიაშვილი კახი3. ასანიძე გიორგი4. თურმანიძე ირაკლი5. გახოკიძე ავთანდილ6. ტალახაძე კობა7. თვალოძე ილია8. ანთაური ზურაბ9. ლომთაძე მალხაზ10. ჩიქოვანი გოჩა11. მიშველიძე შოთა12. ცირეკიძე რაული13. ხარატაშვილი დავით14. ჭინჭარაული გიორგი15. ხუზაურაშვილი ნუგზარგენერალური მდივნის პოსტს კვლავ მურადაშვილი რუსუდანი დაიკავებს.ახალმა პრეზიდენტმა დელეგატებს სამი ვიცე-პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე და ნოდარ სირბილაშვილი წარუდგინა.ასევე აირჩა სარევიზიო და დისციპლინარული კომისიასარევიზიო კომისია:1. თურმანიძე ირაკლი - თავმჯდომარე2. ხარატაშვილი დავით3. ცირეკიძე გიადისციპლინური კომისია:1. ცირეკიძე გია - თავმჯდომარე2. ანთაური ზურაბ3. გოგია ბესარიონ4. დუმბაძე სულხან5. ბასილია აბესალომ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ზერეკიძე

პოლიტიკა 1743596224

გიორგი ზერეკიძე: ახალაიამ თანამშრომელს ერთ პატიმარზე ჰკითხა, დაგარტყაო? არ დაურტყიაო და როგორ არ დაურტყიაო - თვითონ, თანამშრომლების წინაშე დაარტყა ციხის თანამშრომელს და მერე სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი

გადამიყვანეს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში, იმდენი არასრულწლოვანი პატიმარი იყო საქართველოში, მორიგეობა იყო ძილზე. ბავშვები იმხელა ზონაში ვერ ვეტეოდით, გადავსებული იყო. მარტო ავჭალის კოლონიაში ვიყავით 280 ბავშვი, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.ზერეკიძემ პატიმრობის წლები, მათ შორის, "ციხის ბუნტის" დღე გაიხსენა, რომელიც პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიამ არასრულწლოვანთა კოლონიის ერთ-ერთ თანამშრომელს ერთ პატიმარზე ჰკითხა, თუ დაარტყა, უარის მიღების შემდეგ კი, თავად ახალაიამ დაარტყა აღნიშნულ თანამშრომელს და ამაზე შემდეგ სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი."ავჭალაშიც მოგვიწყვეს პროვოკაცია, როგორც გახსოვთ, 2007 წლის 12 აგვისტო იყო, მოხდა ბუნტი. მაგ დროს ახალაიაც იყო შემოსული, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძეც იყო შემოსული. ამ ახალიამ ჰკითხა თანამშრომელს ერთ პატიმარზე, დაგარტყაო? არა, არ დაურტყიაო და როგორ არ დაურტყიაო და თვითონ, შემოსასვლელ კარში თანამშრომლების წინაშე დაარტყა ლაშა ტალახაძეს [ციხის თანამშრომელს] და მერე სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი.წინა დღეს სპეცრაზმი იყო შემოსული და "ზონაში" შემოსვლა ვერ გაბედეს, იმიტომ, რომ ბავშვებმა დავიწყეთ ყვირილი და ხმაური, ბაჩო ახალაია იქით იყო, ვერ მოდიდოდა, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძე გვესაუბრებოდა ბავშვებს, ახალაია საერთოდ არ მოდიოდა ჩვენკენ.მეორე დღეს რომ გათენდა, დილის შემოწმება ჩავიარეთ ჩვეულებრივად და ცოტა ხანში, კიდევ ერთხელ უნდა ჩავატაროთ შემოწმებაო, სტადიონზე ჩაგვიყვანეს, ზაფხულია, 13 აგვისტო, უცებ დიდი კარი იღება, მანქანები და სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის "კრიტში". ოღონდ, სანამ გადაგვიყვანდნენ, ციხის მანქანები ხომ რკინისაა, 6 მანქანა იყო ეზოში, სახურავი ხომ გახურებული იყო, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები. მე ბოლოსკენ ამიყვანეს და რომ შევედი შიგნით, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები, საერთოდ, ჰაერი კი არა, გეგონებოდა, "დუშიდან" გამოხვედიო. " - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1742233860

მამუკა მდინარაძე კაია კალასის განცხადებაზე: ეს არის უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება დღეს პოლიტიკოსმა გააკეთოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძის შეფასებით, ეს არის სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ანტიქართული განცხადება.„ეს არათუ ქვეყნის საქმეებში ჩარევაა, ესაა უხეში ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, ინტერესებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება, დღეს, თანამედროვე სამყაროში პოლიტიკოსმა გააკეთოს. კონკრეტულ ქვეყანას არ დავასახელებ, თუმცა მაშინ, როდესაც ასეულობით ადამიანი კვდება სხვაგან, ამაზე საერთოდ რეაქცია არ გაქვს და ხშირად გავიმეორებ, ლაშა ტალახაძეს აგრესიის გამო ასანქცირებ, შეშფოთებული ხარ იმით, რაც არათუ შემაშფოთებელია, არამედ სწორი საქციელია დანაშაულის პრევენციისთვის, ეს მინიმუმ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ევრობიუროკრატია ბოლო დროს ძალიან მიეჩვია ორმაგი სტანდარტებიდან გამომდინარე განცხადებების კეთებას. ჩვენ ნამდვილად ამაყები ვართ იმით, რომ ამან ვერ წაგვაქცია, ამით ვერ მოგვერივნენ. იმედია, ჩვენი საოცნებო ევროპა და ევროკავშირი ისეთ სახეს დაიბრუნებს, ევრობიუროკრატები ამ იმიჯის შელახვას ვერ შეძლებენ და როდესაც ჩვენ ობიექტურად დავიმსახურებთ, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ევრობიუროკრატებიც ადეკვატურები იქნებიან და ეს ადეკვატურობა მნიშვნელოვანია სიმართლესთან მიმართებით. როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, არავინ და არაფერი აზიანებს მათ შორის ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენებს, ვიდრე ეს ევრობიუროკრატია, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა, ამიტომ ვმიჯნავთ ჩვენ ევროპას, ევროპულ ღირებულებებს და ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მავნებლურადაც კი იქცევიან, იმდენად არაადეკვატურები და არასამართლიანები არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1741866978

ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში უნდა ჩართულიყო, მათთვის მთავარ თემად ისევ რჩება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის იდეა - გია ვოლსკი

ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში უნდა ჩართულიყო, მათთვის მთავარ თემად ისევ რჩება ხელისუფლების შეცვლის იდეა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, ამ ადამიანების დღის წესრიგში დღესაც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.„ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში უნდა ჩართულიყო, მათთვის მთავარ თემად ისევ რჩება ხელისუფლების შეცვლის იდეა. ზუსტადაც ეს იყო ამოცანა, რომ საქართველო ერთ-ერთი ცხელი წერტილი ყოფილიყო, სადაც რუსეთი თავის ძალებს დახარჯავდა და აგრესიის მთავარი მიმართულება შემსუბუქდებოდა. ამის თაობაზე პირდაპირი განცხადებებიც გაკეთდა და მინიშნებებიც. რასაკვირველია, საქართველოს არსებული ხელისუფლება ამ შეკვეთას ვერ და არ შეასრულებს, რადგან ქვეყანა დაიღუპება. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება სურდათ. ყველა ოპოზიციური ლიდერის მოთხოვნა და მოწოდება, სულ მცირე, სწორედ ეკონომიკური ომის დაწყება იყო. მაშინ, პუნქტები გამოაქვეყნეს და დღეს ამას უარყოფენ. რასაკვირველია, ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდება. ჩვენ მიერ არსებული ინფორმაციები საფუძველს გვაძლევს, ვთქვათ, რომ დღის წესრიგში იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და დღესაც რჩება. ორმაგი სტანდარტით და უსამართლოდ როცა გელაპარაკებიან, პირველი კითხვა ჩნდება, რატომ ხდება ეს? საგარეო კურსის ცვლილება არ მომხდარა და არჩევნები იმ სტანდარტით ჩატარდა, რასაც ეუთო/ოდირის დასკვნა გვაუწყებს. მაშ, რა ხდება? – დიდი ეჭვი გვაქვს, რომ პოლიტიკა არ შეცვლილა, ხელისუფლების ცვლილება მთავარი ამოცანაა. სისხლი როცა იღვრება და არაფერს ამბობ, როცა მსოფლიოში სისასტიკე ხდება და ხმა გაქვს გაკმენდილი, მაგრამ ამ დროს ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილს ასანქცირებ, რასაკვირველია, ეს მიმართულია იქითკენ, რომ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო. საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება ძალადობრივად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1741436114

ლევან მაჭავარიანი შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: USAID-ისგან და NED-ისგან ცდილობდა „დიფ სთეითი" საქართველოში რევოლუციური სცენარის მოხდენას, ამ შემთხვევაში, მათ უბრალოდ რებრენდინგი მოახდინეს

სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს „დიფ სთეითი", იგივეა შვედეთის და სხვა ქვეყნების შემთხვევები, სადაც მთლიანად ევრობიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატები არიან „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.მაჭავარიანი გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ოპოზიციის პროტესტის 100 დღეზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს".მისი შეფასებით, „დეფ სთეითმა" რებრენდინგი მოახდინა და USAID-ის და NED-ის ნაცვლად, ახლა კონკრეტული ევროპული ქვეყნების დად ევრობიუროკრატების საშუალებით ცდილობს საქართველოში არეულობის მოწყობას.„როდესაც USAID-ისგან და NED-ისგან ცდილობდა „დიფ სთეითი" საქართველოში რევოლუციური სცენარის მოხდენას, ამ შემთხვევაში, მათ უბრალოდ საკუთარი თავის რებრენდინგი მოახდინეს და ახლა, ამ კონკრეტული ქვეყნების მეშვეობით ცდილობენ, აჟიოტაჟი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში. რა შეგვიძლია ბალტიისპირეთის სანქციებზე ვთქვათ? ლაშა ტალახაძე რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდება, უბრალოდ სამარცხვინოა. მათ სია პირდაპირ მიაწოდეს იქ გადაბარგებულმა კოლექტიურმა გიგაურებმა და ლომჯარიებმა.როდესაც უტევდნენ ჩვენს ქვეყანას USAID-ის და NED-ის მეშვეობით და არაფერი გამოუვიდათ, მადლობა ღმერთს, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს დონორი ორგანიზაციები იმ კრიმინალურ საქმიანობაში, რასაც ისინი ეწეოდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ათობით ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, უკვე მთლიანად აქცენტი გააკეთეს ევროპულ ქვეყნებზე და ევრობიუროკრატებზე." - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.მისივე განცხადებით, რეალურად, არაფერი შეცვლილა და ვინაიდან უკვე ზემოთ ხსენებული ორივე ორგანიზაცია რევოლუციის მოწყობის ინსტრუმენტად აღარ გამოდგება, ამიტომ, "დიფ სთეითი" ბრიუსელის ბიუროკრატიაზე გადაერთო.„შვედეთის შემთხვევაც არ არის გამონაკლისი, შემიძლია ჩვენს საზოგადოებას შევახსენო გერმანიის საელჩოს განცხადება, როდესაც ირიბად მაიდანიზაციისკენ მოუწოდა ჩვენს მოსახლეობას სულ რამდენიმე თვის წინ. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ "დიფ სთეითმა" რებრენდინგი მოახდინა, ვინაიდან, მათ USAID-ი და NED-ი გამოეცალათ როგორც რევოლუციის მოწყობის ინსტრუმენტი საქართველოში და არა მარტო საქართველოში და მათი რებრენდინგის შედეგია ის, რომ შვედეთის, ბალტიის ქვეყნების, მათი ბიუროკრატების, ბრიუსელის ბიუროკრატების მეშვეობით, ცდილობენ, ჩვენთან შემოიტანონ არეულობა, ქაოსი და მიიყვანონ ყველაფერი რევოლუციამდე. რეალურად არაფერი შეცვლილა, ეს არის უბრალოდ რებრენდინგი." - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა 1741365360

ირაკლი ზარქუა: იმდენად სძულთ ყველაფერი ქართული, რომ ლაშა ტალახაძეც კი სანქცირებულთა სიაში ჩააწერინეს

იმდენად სძულთ ყველაფერი ქართული, რომ ლაშა ტალახაძეც კი სანქცირებულთა სიაში ჩააწერინეს, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ლაშა უმრავლესობის წევრების სანქცირების საკითხზე საუბრისას.„იმდენად სძულთ ყველაფერი ქართული, რომ მე კარგი, პოლიტიკაში ვარ, ლაშა ტალახაძეც კი სანქცირებულთა სიაში ჩააწერინეს. ჯაფარიძე ჩახდილი, მადამ ფრანცუჟენკა, დანარჩენი კიდევ, თაღლითები, კიდევ ვაშაძე - 20 იანვრამდე უნდოდათ დაესრულებინათ საქართველოს ამბავი“, - განაცხადა ზარქუამ.როგორც ირკვევა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიისპირეთში სანქცირებულ პირთა სიაში იმის გამო მოხვდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მიუთითა - ის „აგრესიულობით გამოირჩევა“.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1741357080

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურას ქვეყანაში არანაირი დასაყრდენი არ აქვს, ის ცდილობს პრობლემები ხელისუფლებას შეუქმნას

იყო მცდელობა ჩვენი ქვეყანა ჩაერთოთ დამანგრეველ ავანტიურაში, საიდანაც საქართველო შეიძლება საერთოდ ვეღარ გამოსულიყო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში”.„როდესაც აგენტურას ქვეყანაში არანაირი დასაყრდენი არ აქვს, როდესაც ეს აგენტურული ძალები, ხომ მართლაც ასეა, პირდაპირ ჩანს შეუიარაღებელი თვალით, რომ კონკრეტული რადიკალური ძალები საქართველოში მოქმედებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან არსებული დავალებების საფუძველზე, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ქვეყნის ხელისუფლებას შეუქმნან რაღაც პრობლემები. ანუ ხალხს, ერს შეუქმნან ის პრობლემები, რომლებიც ვერ შექმნეს სამი წლის წინ მაშინ, როდესაც იყო მცდელობა, იყო აგორებული ზღვა კამპანია საქართველოს, მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოთ საქართველოსთვის დამანგრეველ ავანტიურაში, საიდანაც საქართველო შეიძლება საერთოდ ვეღარ გამოსულიყო, როგორც სუვერენული სახელმწიფო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.მათიკაშვილის თქმით, სამ ყოფილ საბჭოთა კავშირის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს ვერანაირი შედეგი ვერ ექნება.„დღეს ეს სამი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე მაქვს საუბარი... ან ვის აშინებენ ამ რაღაც გაუგებარი სანქციებით, ან მათი სანქცია, რომ ვერანაირად ვერ იმოქმედებს საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე, ლაშა ტალახაძეს რომ აგრესიულს უწოდებენ და ეყრდნობიან თავისივე ქვეყნის ესტონური „გამჭვირვალეობა საქართველოს“ დამოძღვრას - ამ ყველაფრის ფონზე ვერანაირი შედეგით, რომ ვერ იქნება განპირობებული ეს სანქცია თვითონ ძალიან კარგად იციან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.მათიკაშვილის განცხადებით, ახლა არის მცდელობა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან მსგავსი უსაგნო, არაფრის მომცემი და, ამავდროულად, საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები გადაადგმევინონ „დიფ სთეითის“ მყარ პარტნიორობაში მყოფ ძალებს.„ეს საქართველოს ვერ დააზიანებს. ერთადერთი, რაც შეიძლება დააზიანოს ეს არის, სამწუხაროდ, ურთიერთკავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.