სოფო ბედია

ტაბლოიდი 1768987417

„გილოცავ, ჩემო ჩემპიონო გოგო“ - სოფო ბედიას მეუღლე დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

სოფო ბედია იუბილარია. იუბილეს მეუღლე მიშა მესხი ემოციური პოსტით ულოცავს.„დღეს ამ მაგარი გოგოს დაბადებისდღეა  გილოცავ!!! ჩემო ჩემპიონო გოგო, სულ მაგრათ მყავდე. მადლობა ყველაფრისთვის, მიყვარხარ“,- წერს მიშა მესხი.მომღერალი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. „ულამაზესო, მშვენიერო, შენ დღეს გილოცავ. მუდამ იბრწყინე“„გილოცავ სოფო! ბედნიერი და წარმატებული გვყოლოდე მუდამ“,- წერენ სოციალურ ქსელში მეგობრები და გულშემატკივრები.დაბადების დღე მიულოცა პატარა შვილმა, რომლის ვიდეო სოფომ გამომწერებს გაუზიარა: 

სოფო ბედია

ტაბლოიდი 1768471484

VIDEO: „ნუ მატირებ“ - რას ამბობს სოფო ბედია მის შესრულებულ „პრისიონერას“ გამოხმაურებაზე

კვირას, სოფო ბედია ნოე სულაბერიძის გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობს. როგორც ანონსიდან ირკვევა, განხილვის თემა მისი „პრაიმშოუში“ გამოსვლაა, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ანონსში  ჩანს, რომ წამყვანი და მისი სტუმარი ისეთ თემას ეხებიან, რომელიც მომღერლისთვის ძალიან სენსიტიურია და მას ცრემლები მოსდის. „ნუ მატირებ“, ამბობს სოფო. 

ბედი

საზოგადოება 1767695804

სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, სოფო ბედია ,,პრისიონერას" შესრულებაზე, რომელიც ტელევიზიით გავიდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, მიმართვას ავრცელებს:,,დიდი მადლობა მეგობრებო. ყველას სათითაოდ მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა.  მესამე დღეა, მიხარია ასეთი გამოხმაურება, თუ სოციალურ ქსელში თუ პირად ზარებში.გავიხსენეთ ძველი დრო, ყველა მონაწილეს ჩემგან დიდი პატივისცემა და სიყვარული. მადლობა პრაიმშოუს, შემოქმედებით ჯგუფს ასეთი "პერფორმანისისთვის".  გილოცავთ დამდეგ შობას, დაე, ყველას გულში იშვას უფალი იესო ქრისტე. გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი"-წერს სოფო. 

სოფო ბედია

ტაბლოიდი 1765815704

„მიშას კარგ შაურმას ვუყიდი 31-ში და გასტუმრებული მეყოლება...“ - სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია გადაცემაში „დღის პოსტი“ წინასაახალწლო სამზადისზე საუბრობს. მისი თქმით, ბევრი კონცერტი აქვს საახალწლოდ დაგეგმილი, მათ შორის, საზღვარგარეთაც. გადაცემის წამყვანების კითხვაზე, ამზადებს თუ არა სახლში რამეს, მისი პასუხი ასეთია:„მიშას კარგ შაურმას ვუყიდი 31-ში და გასტუმრებული მეყოლება,“ - იხუმრა მომღერალმა.ვრცლად ↓

სოფო ბედია

ტაბლოიდი 1757711970

რის გამო საყვედურობს სოფო ბედია მეუღლეს

მომღერალი, სოფო ბედია ,,დღის პოსტს" სტუმრობდა. მან მეუღლესთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიშა ძალიან პოზიტიური ადამიანია.„ძალიან პოზიტიური ადამიანია, ძალიან უყვარს ჭამა, რაზეც ამ ბოლო დროს ვეჩხუბები. ჯანმრთელობის ამბავში ცოტა „შეივსო“. ვეჩხუბები  იმასთან დაკავშირებით, რომ გახდეს, რადგან ჯანმრთელად იყოს“,- ამბობს სოფო ბედია. ნახეთ, ვიდეო:

სოფო ბედია

ტაბლოიდი 1754208101

„ვემზადებით JLO-სთან შესახვედრად…“ – რა კადრებს გვიზიარებს სოფო ბედია ერევნიდან

ჯენიფერ ლოპესი „Up all night“ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტით სომხეთში წარდგება. კონცერტი ერევანში დღეს, 3 აგვისტოს, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება.მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრებად სომხეთში მისი შემოქმედების მოყვარულები იკრიბებიან. მათ შორის არის მომღერალი, სოფო ბედიაც, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსა და დაწერა:„ვემზადებით JLO-სთან შესახვედრად…“

სოფო ბედია

საზოგადოება 1741262100

სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, სოფო ბედია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „ეს მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ მიშა მოძალადე და ქუჩაში თავდამსხმელია. ყოველთვის თავშეკავებული ვიყავი და არასდროს არაფერს ვწერდი. ყველას ვუფრთხილდებოდი, იქითაც და აქეთაც. ჩვენ კიდე არავინ, მათ შორის ის კოლეგა მეგობრები, ვინც ამ ჰიმნს მღერით და გვლანძღავთ!!! ვინც თავები ამოიცანით ეთანხმებით (ტორნსდოს) ამაზზრზენ საქციელს. პირადად გვაყენებთ შეურაცხყოფას, იგივეს მიიღებთ. ვინც დამრჩით მეგობრებში და იწონებთ ე.წ ჩანაფიქრს აორთქლდით აქედან! არც მე არ მიღირხართ მეგობრებში“,- წერს სოფო ბედია.   

სოფო ბედია

საზოგადოება 1730184060

„ჩემს შვილს ძალიან კარგი სმენა და ხმა აქვს, მაგრამ სიმღერას ფეხბურთი ურჩევნია…“ - სოფო ბედია

სოფო ბედია „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობს თავის მუსიკალურ სტუდიასა და ოჯახური ცხოვრების შესახებ.„ჩემს სტუდიაში მოზრდილებსაც შეუძლიათ მოსვლა. მთავარი არის სმენა. ყოფილან მოსწავლეები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ კარგი სმენით, მაგრამ მონდომებით, ჩვენს სტუდიაში მუშაობით უსწავლიათ სიმღერა. მთავარი არის დიდი სიყვარული, მონდომება და დიდი შრომა… რასაკვირველია, ნიჭი, რომელიც უნდა განავითარონ სოფო და კაკი მასწავლებლებმა.მიშა რამდენად არის ჩართული შენს საქმიანობაში?მიშა რომ მე ვოკალურ რჩევებს მომცემს (იცინის). როცა გადაღება ან რამე სხვა გვჭირდება, აუცილებლად გვეხმარება.შენს შვილებზე მოგვიყევი…ანდრიას ძალიან კარგი სმენა და ხმა აქვს, მაგრამ უფრო მეტად არის გატაცებული ფეხბურთით და ცეკვით. მისი მოთხოვნა იყო, რომ მურო გაგოშიძესთან შეგვეყვანა და ფანტასტიკურად ცეკვავს. მუროს ილეთებს თავისი ინტერპრეტაციით აკეთებდა. ნიკუშა კეთილი და ზრდილობიანი ბავშვია… მადლობა ღმერთს ამისთვის… 

მეგრული პოპური

ტაბლოიდი 1729600740

VIDEO: „რა მაგრები ხართ…“ – სოფო ბედიას, ელენე ფოჩხუას და ჯგუფ „იბერიას“ „მეგრული პოპური“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „გული მღერის“ სოფო ბედიამ, ელენე ფოჩხუამ და ჯგუფმა „იბერიამ“ მსმენელისთვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. ენერგიულად შესრულებულ „მეგრულ პოპურს“ მსმენელის დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა. 

სოფო ბედია

ტაბლოიდი 1729322995

VIDEO: სოფო ბედიამ ტაქსის მძღოლის როლი მოირგო - როგორ გაპრენკა მან მგზავრები - სახალისო ვიდეო

სოფო ბედიამ გადაცემისთვის „ერთი ერთზე“ ტაქსის მძღოლის როლი მოირგო და რამდენიმე მგზავრს სახალისო პრენკი მოუწყო.კადრები საკმაოდ მხიარული გამოვიდა და ბოლოს წამყვანის, გიორგი დიასამიძის მოულოდნელი გამოჩენით დაგვირგვინდა.„მართვის მოწმობას ავიღებ?…გზას ვერ მიმასწავლით?….მელაპარაკეთ, თორემ შეიძლება ჩამეძინოს“, – ასე ეხუმრებოდა სოფო ბედია თავის მგზავრებს ვიდეოში.

სოფო

საზოგადოება 1729284925

VIDEO: „ამიტომ დავიწყე ტაქსისტობა...“ - როგორ გაპრენკა სოფო ბედიამ მგზავრები

სოფო ბედიამ მგზავრები გაპრანკა. ნახეთ სახალისო ვიდეო ⇓

დიასა

საზოგადოება 1729022146

VIDEO: დიასას სიურპრიზი შეყვარებულს - ვრცელდება კადრები

„უცნაური ტაქსის მძღოლი, გაუგებრობა ბენზინგასამართ სადგურზე, დიასას რომანტიკული სიურპრიზი შეყვარებულს“ - სოციალურ ქსელში გადაცემის „ერთი ერთზე“ ანონსი ვრცელდება.გადაცემაში დიასასთან და ნინუცასთან სტუმრად სოფო ბედია და მიშა მესხი არიან. როგორც გავრცელებული ანონსიდან ირკვევა, მაყურებელს ბევრი სახალისო ეპიზოდი ელის.ამასთან, ანონსში ჩანს, რომ დიასა სალომე კაპანაძეს რომანტიკულ სიურპრიზს უწყობს. ერთად არიან თუ არა ყოფილი „პრაიმ ჰაუსელები“, ამას მაყურებელი „რუსთავი 2-ის“ ეთერში 17 ოქტომბერს, 23:00 საათზე იხილავს. ნახეთ ვიდეო: