mama gabrieli

საზოგადოება • 1793566070

ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

2 ნოემბერს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს, მორწმუნეებმა შემდეგი ლოცვა უნდა წაიკითხონ:„ჰოი, მამაო, სიყვარულით ცხოვნებულო, მსწრაფლშემწეო და მლოცველო ყოველთა შენდა მთხოვნელთა, შეისმინე, ჩვენ უღირსთაგან სადიდებელი ესრეთ. ევედრე უფალსა, რათა მოგვანიჭოს ჩვენ უძლურთა განმტკიცებაი სარწმუნოებაში და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. მოგვმადლოს სულით და ხორცით მშვიდობა და სიმრთელე, რათა სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულითა ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, შენის მეოხებითა და მფარველობითა. ამინ.ღირსო მამა გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის!“

mama gabrieli

საზოგადოება • 1793563906

„სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა...“ - 2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა სახელით - ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.***მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი„…ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი…შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე.შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს…ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა.ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ.ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით“.„მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს“…„მაშინ მთავარი იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს”…"საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ?).რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება...ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს.რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის."წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი

ჰოროსკოპი

ასტროლოგია • 1793561302

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდღე აქტიურობასა და ინიციატივას მოითხოვს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა წარმატებას მოგიტანთ.კუროკარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლოა სასიამოვნო სიახლე მიიღოთ. ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.ტყუპებისაინტერესო შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები გელოდებათ. იყავით ყურადღებით, რადგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღეა. ეცადეთ, წვრილმანებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმეთ.ლომითქვენი ენერგია და თავდაჯერებულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა პროფესიული საკითხებისა და ახალი გეგმებისთვის.ქალწულიდროა, საკუთარ სურვილებსა და გეგმებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. სამსახურში მოთმინება და სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.სასწორიურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. კარგი დღეა შერიგებისთვის, ახალი ნაცნობობისა და მნიშვნელოვანი საუბრისთვის.მორიელიშესაძლოა, დღის განმავლობაში მოულოდნელი სიახლე მიიღოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუმცა გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ.მშვილდოსანიახალი იდეებისა და საინტერესო შესაძლებლობების დღეა. ნუ გადადებთ საქმეებს, რომელთა შესრულებაც დიდი ხანია გსურთ.თხის რქაყურადღება პროფესიულ და ფინანსურ საკითხებზე გაამახვილეთ. თქვენი შრომა შედეგს გამოიღებს, თუმცა დასვენებისთვისაც გამონახეთ დრო.მერწყული დღე სიახლეებითა და მოულოდნელი შესაძლებლობებით შეიძლება დაგამახსოვრდეთ. იყავით გახსნილი ცვლილებების მიმართ და მოუსმინეთ საკუთარ თავს.თევზებიინტუიცია სწორ გზას გიჩვენებთ. სიყვარულსა და ურთიერთობებში სასიამოვნო ემოციებია მოსალოდნელი. მოერიდეთ ზედმეტ ფიქრს და დადებითად შეხედეთ მოვლენებს.

ჰოროსკოპი

ასტროლოგია • 1793525726

„2027 წელი ზოგისთვის ახალი დასაწყისის, ზოგისთვის კი ძველის დასრულების დრო გახდება...“ – თამარ იოსელიანის რჩევები

ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო რჩევებს გვიზიარებს.„2027 წელი ზოგისთვის ახალი დასაწყისის, ზოგისთვის კი ძველის დასრულების დრო გახდება. საინტერესოა, რა გელოდება შენ?ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე 2027 წელს შევაბიჯებთ, თუმცა  ნუმეროლოგიის მიხედვით, თითოეულ ადამიანს წლის საკუთარი, ინდივიდუალური ენერგია ექნება.2027 = 2 + 0 + 2 + 7 = 11 → 22027 წლის საერთო ენერგია — მთვარეა.ეს არის მგრძნობელობის, ინტუიციის, ურთიერთობების, თანამშრომლობისა და შინაგანი ჰარმონიის სიმბოლო.მაგრამ როგორ შეერწყმება ეს ენერგია კონკრეტულად შენს დაბადების თარიღს?გთავაზობთ მარტივ გამოთვლას!შეკრიბე შენი დაბადების დღის ყველა ციფრი, მიუმატე დაბადების თვის რიცხვი და შემდეგ დაამატე 2027 წლის ენერგიის რიცხვი — 2.მაგალითად, ადამიანი დაიბადა 29 აპრილს:2 + 9 + 4 + 2 = 17 → 1 + 7 = 8.მისი პირადი 2027 წლის რიცხვია 8 სატურნის ენერგია.ახლა კი გაეცანი შენი პირადი წლის ძირითად თემებს:1 — მზე. ახალი დასაწყისი, დამოუკიდებლობა, ინიციატივა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.2 — მთვარე. ურთიერთობები, თანამშრომლობა, ემოციური ჰარმონია და გრძნობები.3 — იუპიტერი. სწავლა, განვითარება, ცოდნის გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება.4 — რაჰუ. ცვლილებები, არასტანდარტული გადაწყვეტილებები და ჩვეული საზღვრებიდან გასვლა.5 — მერკური. კომუნიკაცია, მოძრაობა, ახალი ნაცნობობა და მოქნილობა.6 — ვენერა. ოჯახი, სიყვარული, სილამაზე და ურთიერთობებში ჰარმონიის დამყარება.7 — კეტუ. თვითშემეცნება, სულიერი ძიება და ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასება.8 — სატურნი. პასუხისმგებლობა, დისციპლინა, შრომა და მყარი შედეგების მიღწევა.9 — მარსი. ცხოვრებისეული ეტაპების დასრულება, შეუპოვრობა და ახლისთვის სივრცის გათავისუფლება.თუმცა ეს მხოლოდ ყველაზე ზოგადი მიმართულებებია!პირადი წლის სრულფასოვანი გაანალიზებისთვის საჭიროა მისი განხილვა დაბადების თარიღის სხვა მაჩვენებლებსა და ცხოვრებისეულ ციკლებთან ერთობლიობაში. სწორედ ასე შეიძლება ნუმეროლოგიური სისტემის ფარგლებში უფრო ღრმად გამოიკვეთოს ადამიანის ინდივიდუალური ამოცანები და შესაძლებლობები.“ - წერს იოსელიანი.

ფოტო

საზოგადოება • 1793479891

„ბოლო დღეები ჩემთან გაატარე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ...“ - ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ბიზნესმენისა და პროდიუსერის ლაშა ბასლანძის შვილი, ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „რამდენჯერაც არ უნდა დავიწყო წერა, მალევე ვჩერდები, რადგან ვერცერთი სიტყვა ვერ იტევს შენი დაკარგვის მასშტაბს.ამ 365 დღის განმავლობაში ჩემი პირველი და ბოლო ფიქრი შენ იყავი. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან 2025 წლის 27 ოქტომბრამდეც ხომ სულ ასე იყო… ლაშიკო, ჩემი დღეების, ფიქრების, ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.ბოლო დღეები ჩემთან გაატარე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე ჩემი ცხოვრების ასე მკვეთრად გამყოფი თარიღი გახდებოდა.დღემდე ჩამესმის შენი სიტყვები: „მამა, ისე მენატრები, რომ არ გნახო, გადავირევიო“. მაშინ შენ მეუბნებოდი ამას. ახლა მე მენატრები ასე, მა!იმდენად დიდი სიყვარული დამიტოვე, რომ ზოგჯერ არც კი ვიცი, სად წავიღო, რისკენ მივმართო… ალბათ, სწორედ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ვიმყოფინო.მადლობა, რომ იყავი ლაშა ბასლანძემიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!“, - წერს ელენე ბასლანძე.

სწავლა

საზოგადოება • 1793478323

მშობლების შეცდომები, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უკლავენ

ყველა ბავშვს ბუნებრივად აქვს ახალი ცოდნის მიღების სურვილი. მას აინტერესებს სამყაროს შესწავლა, უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, კითხვების დასმა და პასუხების ძიება. ამიტომ, თუ ბავშვი დროთა განმავლობაში სწავლის მიმართ ინტერესს კარგავს, მშობელმა მხოლოდ ის კი არ უნდა გაარკვიოს, რატომ არ უნდა შვილს სწავლა, არამედ ისიც, რა დაემართა მის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობასა და მოტივაციას.ხშირად მშობლები საუკეთესო განზრახვით მოქმედებენ: სურთ ბავშვის წახალისება, დახმარება და წარმატებისკენ უბიძგებენ. თუმცა აღზრდის ზოგიერთი გავრცელებული მეთოდი საპირისპირო შედეგს იძლევა. ბავშვი თანდათან წყვეტს სწავლას ინტერესის გამო და განათლებას აღიქვამს, როგორც ზეწოლის, მუდმივი შეფასებისა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების აუცილებლობის წყაროს.განვიხილოთ შვიდი გავრცელებული შეცდომა, რომლებიც ბავშვის სწავლის მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს.1. სწავლას მშობლების სიყვარულისა და მოწონების დამსახურების საშუალებად აქცევენ „ათიანს თუ მიიღებ, ყოჩაღი იქნები“, „სემესტრს კარგად თუ დაამთავრებ, საჩუქარს გიყიდი“, „რატომ მიიღე რვიანი და არა ათიანი?“ერთი შეხედვით, წახალისების ასეთი სისტემა ეფექტურია: ბავშვს აქვს კონკრეტული სტიმული, რომ უკეთ ისწავლოს. თუმცა დროთა განმავლობაში მოტივაცია იცვლება. აზრს — „მაინტერესებს და მინდა გავიგო“ — ანაცვლებს სხვა დამოკიდებულება: „კარგი ნიშანი უნდა მივიღო, რომ მშობლები ჩემით კმაყოფილები იყვნენ“.ბავშვი საკუთარ მიღწევებს მშობლების დამოკიდებულებას უკავშირებს: თუ კარგი შედეგი აქვს, თავადაც კარგია, ხოლო თუ ცუდი ნიშანი მიიღო, ესე იგი, მშობლებს იმედი გაუცრუა.ასე ყალიბდება მუდმივად მოწონებისა და აღიარების დამსახურების მოთხოვნილება. მომავალში ეს დამოკიდებულება შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ სწავლაში, არამედ სამსახურში, ურთიერთობებსა და ცხოვრების სხვა სფეროებშიც. განაგრძეთ კითხვა...

ჰოროსკოპი

ასტროლოგია • 1793450284

„განსაკუთრებული ღამე გველოდება, როდესაც სამყაროებს შორის ფარდა იწევა...“ - 31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბერი სრულდება და წინ განსაკუთრებული ღამე გველოდება - ღამე, როდესაც სამყაროებს შორის ფარდა იწევა. კელტურ ტრადიციაში მას სამჰეინი (სამაინი) ეწოდება.„წლის ამ განსაკუთრებული ღამის წინ მთვარე კირჩხიბის ნიშანში განაგრძობს მოძრაობას, რაც აძლიერდებს ჩვენს მგრძნობელობას, ემოციურ აღქმა და ოჯახური სიმყუდროვის, ემოციური სტაბილურობისა და ახლობლების მხარდაჭერის მოთხოვნილება.დაახლოებით შუადღემდე კირჩხიბის მთვარე ჰარმონიულ ასპექტს შექმნის მორიელის ნიშანში მყოფ მერკურთან. ეს ხელს შეუწყობს როგორც საკუთარი გრძნობების, ისე გარშემომყოფთა ემოციური მდგომარეობის უკეთ გაგებას.დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია გულწრფელი საუბრებისთვის, ოჯახური საკითხების განხილვისთვის, ძველი ურთიერთობების აღსადგენად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. დღეს ყურადღება წარსულთან დაბრუნებასა და შეჯამებას უნდა დავუთმოთ, რადგან შეგახსენებთ, რომ მერკური ამჟამად რეტროგრადულია და მისი გავლენა მომავლისკენ სწრაფვის ნაცვლად წარსულის გაანალიზებისკენ მოგვიწოდებს.ამიტომ დღის პირველ ნახევარში სასარგებლო იქნება არა სამომავლო გეგმებზე საუბარი, არამედ ძველი, პასუხგაუცემელი საკითხების განხილვა. დღის ენერგია ხელს შეგიწყობთ, მერკურისა და მთვარის ჰარმონიული ასპექტის წყალობით, მშვიდად განიხილოთ ისეთი სიტუაცია, რომელიც ადრე უთანხმოებას იწვევდა, შერიგებისთვის საჭირო სიტყვები იპოვოთ ან დიდი ხნის წინ წარმოქმნილი გაუგებრობის მიზეზები გაარკვიოთ.შუადღის შემდეგ კი ემოციური ფონი შეიცვლება, რადგან მთვარე დაძაბულ ასპექტს ქმნის სასწორის ნიშანში მყოფ რეტროგრადულ ვენერასთან. ორივე პლანეტა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს გრძნობებთან, მიჯაჭვულობასა და ურთიერთობებთან, ამიტომ ამ ასპექტმა შეიძლება გააძლიეროს ემოციური მგრძნობელობა, წყენა და ახლობლების ქცევით უკმაყოფილება.ზოგჯერ ასეთი ასპექტის გავლენით სრულიად უმნიშვნელო წვრილმანიც საკმარისია იმისთვის, რომ გაგიჩნდეთ განცდა, თითქოს არ გაფასებენ, არ გიგებენ ან სათანადო ყურადღებას არ გაქცევენ.მაგალითად, დაგეგმილი გქონდათ დასვენების დღე პარტნიორთან ერთად გაგეტარებინათ, მაგრამ მან მოულოდნელად საკუთარი საქმეებით დაკავება გადაწყვიტა. ან ელოდით დახმარებას, მხარდაჭერას, კეთილ სიტყვას, სანაცვლოდ კი შენიშვნა მიიღეთ, რომელიც სხვა დღეს შესაძლოა არც გწყენოდათ.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რეტროგრადულ ვენერას შეუძლია წარსულის ემოციური ისტორიები გაააქტიუროს. დღევანდელი უკმაყოფილების მიზეზი შესაძლოა იმდენად მიმდინარე სიტუაცია არ იყოს, რამდენადაც გაცილებით ადრე დაგროვილი წყენა და იმედგაცრუება.შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, პარტნიორს ერთბაშად ყველაფერი შეახსენოთ, ძველი პრეტენზიები წაუყენოთ ან ბოლოს და ბოლოს უთხრათ ყველაფერი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში გულში იტოვებდით. თუმცა გირჩევთ, დღევანდელი დღე ურთიერთობების გარკვევას არ დაუთმოთ. დაძაბული ასპექტი ჩაივლის, მაგრამ გაღიზიანების დროს ნათქვამმა სიტყვებმა შესაძლოა ხანგრძლივი და ღრმა კვალი დატოვოს.მით უფრო, რომ ამჟამად მერკურიც და ვენერაც რეტროგრადულ მოძრაობას განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ორივე პლანეტა ამ მდგომარეობაში ნოემბრის შუა რიცხვებამდე დარჩება, ამიტომ ძველ კონფლიქტებს ადვილად შეუძლია ახალი გაგრძელება ჰპოვოს.თუმცა, დღეს მხარდაჭერის გარეშე არ დავრჩებით. დღის განმავლობაში ჩამოყალიბდება ჰარმონიული ასპექტი რეტროგრადულ ვენერასა და იუპიტერს შორის - ბედნიერების პლანეტებს შორის.ეს ასპექტი შეგვახსენებს დიდსულოვნების, დიპლომატიურობისა და მოვლენების უფრო პოზიტიურად და ოპტიმისტურად აღქმის უნარს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, ცნობიერად შევქმნათ ჩვენს გარშემო მშვიდი და კეთილგანწყობილი გარემო. ხელსაყრელია საოჯახო საქმეებით დაკავება, ოჯახის წევრებისთვის დროის დათმობა, გემრიელი კერძის მომზადება და საკუთარი თავისა თუ ახლობლების გახარება სასიამოვნო წვრილმანებით.გისურვებთ სიბრძნეს, რომ წყენას წყენით არ უპასუხოთ, წუთიერი გაღიზიანების გამო ურთიერთობა არ დააზიანოთ და გახსოვდეთ: ზოგჯერ სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება არის ის, გაჩუმდე, მოუსმინო და თანამოსაუბრის გაგება სცადო.რაც შეეხება მთვარის დღეების გავლენას, 22:25 საათამდე იმოქმედებს ენერგიული 21-ე დღე.მისი სიმბოლოა ცხენი, რომელიც წინსვლას, მიზანსწრაფულობას, შეუპოვრობასა და ნებისყოფას განასახიერებს. ეს მთვარის ციკლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა, როდესაც ისეთი ენერგიით ვივსებით, რომ თოთქოს მთების გადადგმაც კი შეგვიძლია.მთვარის 21-ე დღის ენერგია გვეხმარება გაბედულად ვიმოქმედოთ და დაბრკოლებები გადავლახოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ენერგიას გამოვლინება სჭირდება, ამიტომ პასიურობა და უმოქმედობა სიმძიმის შეგრძნებას ქმნის. სპორტი, სეირნობა და აქტიურობა დღეს ძალიან სასარგებლო იქნება.მოვლენები შესაძლოა სწრაფად განვითარდეს, გადაწყვეტილებები კი მოულოდნელად გაჩნდეს. ამიტომ იყავით ყურადღებით, მოუსმინეთ საკუთარ თავს და მზად იყავით იმისთვის, რომ ბედისწერამ მინიშნება ან ახალი შესაძლებლობა შემოგთავაზოთ“,- წერია ინფორმაციაში. 

ზურა შევარდნაძე

საზოგადოება • 1793395182

„ლინა გადარეულა სვან ბიჭზე და შეყვარებულისთვის გამოუცხადებია, მასთან ვრჩებიო“ - რას წერს ზურა შევარდნაძე გერმანელ ტურისტზე

გერმანიიდან საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული წყვილის მოგზაურობა სვანეთში მოულოდნელი სასიყვარულო დრამით დასრულდა.როგორც შევარდნაძე წერს, გერმანელ ახალგაზრდა ქალს ადგილობრივი სვანი ბიჭი შეუყვარდა და სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულს განუცხადა, რომ მასთან აღარ დაბრუნდებოდა და სვანეთში დარჩენას აპირებდა.გულგატეხილი გერმანელი ახალგაზრდა ახლა ზურაბ შევარდნაძესთან იმყოფება. ფლორისტი წერს, რომ ბიჭის დამშვიდებას ცდილობს, თუმცა მომხდარით თავადაც გაოცებულია.„ორი დღის წინ გერმანელმა პროფესორმა მომწერა, ჩემი ვაჟიშვილი საქართველოშია, მგონი პრობლემა უნდა ჰქონდეს და გთხოვ ყურადღება მიაქციეო, ტელეფონის ნომერი გამომიგზავნა. მასწავლებელი სტუდენტობის მერე აღარ მინახავს და ანტონი სულ პატარა მახსოვს, ბოტანიკურ ექსპედიციაში ჰყავდა წამოყვანილი მაროკოში პროფესორს.ანტონს და მის შეყვარებულ გოგოს, ლინას ფილმი უნახავთ სვანეთზე და უშგულზე, გადარეულან, მალე უყიდიათ ბილეთები და ორი კვირით ჩამოსულან შვებულებით. მესტიაში საოჯახო სასტუმროში დაბინავებულან, საშინელი წვიმიანი დღეები დახვედრიათ და გაწვალებულან, რამდენიმე სოფელიც უნახავთ, აღტაცებულან, ფილმში ნანახზე ბევრად დიდი შტაბეჭდილება დაგვიტოვაო.მგონი მასპინძელი ოჯახის ახლობელთან, მეზობლად, ახალგაზრდა სვანი ბიჭი გაუცნიათ, ძალიან ყურადღებით და პატივისცემით იყო ჩვენს მიმართ, ორი დღე გვატარა მანქანით, ფული არ გამოგვართვა და საოცრებები გვაჩვენაო. არ ვიცი რა მოხდა, როდის და როგორ მაგრამ ლინა გადარეულა ამ ბიჭზე, ანტონისთვის გამოუცხადებია მე მასთან ვრჩები, მაპატიე მაგრამ სხვანაირად არ შემიძლიაო.ასე გაუბედურებული, საშინლად იმედგაცრუებული, შეურაცწოფილი და უსაშველოდ შეწუხებული ანტონი აგერაა ახლა ჩემთან, ბაღში და ვასმევ თაფლის არაყს კაფეში.ვცდილობ დავამშვიდო, ვეუბნები კიდევ კარგი ახლა მოხდა ეს ამბავი და არა მაშინ როცა უკვე იჯახი იქნებოდით, შვილები გეყოლებოდათ... ესმის ყველაფერი მაგრამ მაინც საშინლად შეწუხებულია.. სამი წელია ერთად ვართ და გაზაფხულზე უნდა გვექორწინაო, დიდი გეგმები გვქონდა და უერთმანეთოდ არ შეგვეძლოო...სვანის ბიჭი ძალიან კარგი დასანახი და ლურჯ თვალებიანი ყოფილა, შესახედად მე ნამდვილად მჯობდა მაგრამ ძვლივს ლაპარაკობდა ინგლისურად, ბევრს ეწეოდა და მგონი უხეში და უტვინო იქნებაო.ვამშვიდებ და ვერაფრით ვამშვიდებ. დღეს დაურეკია და ლინას უპასუხია შემეშვი, ეს ისაა რასაც სულ ვეძებდი, დაბრუნდი სახლშიო.მეც გადარეული ვარ მაგრამ გადაირიე და იყავი... "რას გაუგებ სიყვარულს..."„ლურჯთვალებიანო სვანის ბიჭის" ადგილას ალბათ სჯობდა სტუმრები ღირსეულად მიეღო, გაეცილებინა, მერე ლინასთვის ჩაეკითხა გერმანიაში და წამოეყვანა თუ ასე გადაირიენ ერთიმეორეზე... მარა სხვის ომში ხვა ბრძენია... რავიცი, რავიცი, არვიცი, არაფერი არ ვიცი. ლინა თვალითაც არ მყავს ნანახი, არ ვიცნობ.ყცელა კარგად გამყოფოთ ღმერთმა. ლინას მაინც მოვიკითხავ ცოტა ხანში...ანტონს ვკითხე კინოს სცენარივით ამბავია, თუ უფლებას მომცემ დავწერ და სხვებსაც ვაჩვენებ მეთქი... დაწერე ჩემთვის სულერთიაო და მეშვიდე თუ მერვე ბუზის არაყი ხუხა... ამაღამ მიფრინავს დუსელდორფში, ლინა რჩება მესტიაში."რას გაუგებ სიყვარულს..."

ჰოროსკოპი

ასტროლოგია • 1793388547

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდღე აქტიურობასა და მნიშვნელოვანი საკითხების გადახედვას მოითხოვს. შესაძლოა, სამსახურში ან პირად ცხოვრებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია აჭიანურებთ. ემოციების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიყვარულში გულწრფელი საუბარი გაუგებრობას გააქრობს.კუროფინანსური საკითხები და სამომავლო გეგმები თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ. პირად ურთიერთობებში მეტი სითბო და ყურადღება დაგჭირდებათ.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ამბების დღეა. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგიცვლით. ძველი ნაცნობი ან ადამიანი წარსულიდან კვლავ გამოჩნდეს. ურთიერთობებში ნუ იჩქარებთ დაპირებების გაცემას.  კირჩხიბიმთვარე თქვენს ნიშანშია, რაც ასტროლოგიური ინტერპრეტაციით ემოციურ მგრძნობელობასა და შინაგანი სამყაროს გააქტიურებას უკავშირდება. ოჯახური საკითხები და საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება. შესაძლოა, ძველი წყენა საბოლოოდ დაივიწყოთ.ლომითავდაჯერებულობა და მოქმედების სურვილი გაგიძლიერდებათ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეებისა და ახალი გეგმებისთვის. შესაძლოა, ვიღაცისგან სასიამოვნო ყურადღება მიიღოთ. თუმცა ეცადეთ, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილმა ურთიერთობები არ დაგიზიანოთ.  ქალწულიდღის მთავარი თემა პირადი ურთიერთობები და შინაგანი სიმშვიდე იქნება. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ გარკვეული საკითხის გადაჭრა მხოლოდ გულწრფელი საუბრით არის შესაძლებელი. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს.სასწორიურთიერთობების გადაფასების დროა. შესაძლოა, ვიღაცის საქციელმა დაგაფიქროთ, რამდენად გულწრფელია თქვენს მიმართ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ წყენის საფუძველზე. ფინანსებში კი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ.მორიელიმზე თქვენს ნიშანშია და ეს პერიოდი პირადი მიზნების, სურვილებისა და პრიორიტეტების გააზრებას უკავშირდება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიმართლე გაიგოთ ან საკითხს სრულიად განსხვავებული თვალით შეხედოთ. სიყვარულში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.მშვილდოსანიშესაძლოა, დასვენებისა და განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ. ეს კარგი დროა საკუთარ თავთან დარჩენისთვის და იმ საკითხებზე დასაფიქრებლად, რომლებიც ბოლო პერიოდში გაწუხებთ. მეგობრისგან მიღებულმა რჩევამ შესაძლოა ახალი პერსპექტივა დაგანახოთ.თხის რქამეგობრული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები გააქტიურდება. შესაძლოა, მიიღოთ შეთავაზება, რომელიც თქვენს ინტერესებს დაემთხვევა. პირად ცხოვრებაში კი ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ მომენტებში თქვენს გვერდით არიან. მერწყულიპროფესიული მიზნები და პასუხისმგებლობები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მოგეცეთ. ნუ დაუშვებთ, რომ სხვისმა კრიტიკამ თავდაჯერებულობა შეგირყიოთ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინებაა საჭირო.თევზებიახალი გამოცდილებისა და ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. შესაძლოა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო იდეა დაგებადოთ. სიყვარულში სასიამოვნო ემოციებია მოსალოდნელი, თუმცა ეცადეთ, რეალობა მხოლოდ სურვილებით არ შეაფასოთ.

ხულუტის ციხე

კულტურა • 1793347200

„ხულუტის „ციხის სიზმარი“ ახდა“ – ისტორიულ ციხე-დარბაზში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

 ხულუტის ციხე-დარბაზში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღდგენილია ისტორიული კომპლექსის წყლის საიდუმლო რეზერვუარი, ხოლო მარანში შემორჩენილი ქვევრები გაწმენდილია და დაზიანებისგან დაცულია. 28 ოქტომბერს საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საზოგადოებას ძეგლის ახლად რეაბილიტირებული სივრცეები წარუდგინა.გახსნის ღონისძიების ფარგლებში მსახიობმა ზვიად დოლიძემ ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხა, ხოლო ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლებმა ისტორიული ამბები ავთენტიკური სამოსითა და სანახაობრივი წარმოდგენით გააცოცხლეს. საქართველოს ჰიმნის ფონზე ციხე-დარბაზის კედლებზე საქართველოს დროშის ფერები გადმოეფინა.„ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანია, კულტურულ ძეგლებს არა მხოლოდ პირვანდელი სახე დავუბრუნოთ, არამედ, ისინი ქვეყნის ცოცხალ ისტორიულ და ტურისტულ რუკაზე დავაბრუნოთ. ხულუტის ციხე-დარბაზი არის ადგილი, რომელიც საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმრისთვის აუცილებლად სანახავი და საამაყო სივრცე უნდა გახდეს. თითოეული გადარჩენილი ძეგლი ჩვენი ისტორიისა და მომავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც პატრონობითა და სიყვარულით უნდა გავუფრთხილდეთ. კულტურული მემკვიდრეობით არა მხოლოდ უნდა ვამაყობდეთ, ის უნდა გვიყვარდეს კიდეც და ვპატრონობდეთ“, - აცხადებს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.    „სამუშაოები აქტივისტების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ნებართვით, 14 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდა. პროექტის მთავარი მიზანი ხულუტის ციხე-დარბაზის ორი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობის – წყლის საიდუმლო რეზერვუარისა და მარნის – გადარჩენა და შენარჩუნება იყო.ისტორიული წყლის რეზერვუარი, რომელიც ციხეს საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდახულუტის ციხის გარეთ, კლდის ძირში, მდინარე ქციის (ხრამის) ძველ კალაპოტში მდებარე წყლის რეზერვუარი უნიკალური ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაა. ისტორიული მონაცემებით, ის თავდაპირველად ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. მისი სქელი კედლები მტკიცე კლდის წყობითა და კირის დუღაბით იყო აგებული, რაც წყლის შეკავებასა და ნაგებობის მდგრადობას უზრუნველყოფდა.რეზერვუარის მეორე სართულს ქვის გუმბათოვანი გადახურვა აგვირგვინებდა. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნაგებობა ციხეს საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა და მთელ კომპლექსს უსაფრთხო, ავტონომიური წყალმომარაგებით უზრუნველყოფდა.წლების განმავლობაში ისტორიული ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მორღვეული იყო მეორე სართულის დიდი ნაწილი, ჩამოშლილი იყო ფასადური ღიობები, ხოლო ტერიტორია დაგროვილი ნარჩენების გამო ფაქტობრივად ნაგავსაყრელად იყო ქცეული.ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის საიდუმლო რეზერვუარი სრულად აღდგა.  ციხის მარანი და საუკუნეების განმავლობაში შემორჩენილი ქვევრებისარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ხულუტის ციხე-დარბაზის ისტორიული მარნის დაცვა იყო.გალავნის შიგნით მდებარე მარანი 2020-2023 წლებში, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში აღმოაჩინეს. ნაგებობა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოიჭრა და ტონობით მიწა გაიტანეს.მარანი ერთსივრციანი, წაგრძელებული მართკუთხა ნაგებობაა, რომლის კონტურებიც კლდოვანი ფერდობის რელიეფს მიუყვება. ვარაუდობენ, რომ ის თავდაპირველად ორსართულიანი იყო, თუმცა მეორე სართული დღემდე აღარ შემორჩენილა.მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც. ისტორიული ქვევრები ხშირად ზიანდებოდა, მათი უმრავლესობა კი წყლით, საკვების ნარჩენებითა და თუნუქის ქილებით იყო სავსე.რეაბილიტაციის ფარგლებში, არქეოლოგის ზედამხედველობით, მარანში მიწის ზედაპირი 12-15 სანტიმეტრით მოიხსნა, რათა შემორჩენილი ქვევრების პირები გამოჩენილიყო. ყველა ქვევრი ნარჩენებისგან გაიწმინდა და სპეციალური ნაწრთობი მინით დაიფარა.მარნის შესასვლელთან მოეწყო ხის სპეციალური გადასახედი ბაქანიც, რომელიც ვიზიტორებს ისტორიული სივრცის დათვალიერების შესაძლებლობას მისცემს და, ამავდროულად, ნაგებობას დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებისგან დაიცავს.სამუშაოების დასასრულს ხულუტის ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე გენერალური დასუფთავება ჩატარდა. განახლდა ციხის კარებებისა და მოაჯირების საღებავიც.  ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. აქტივისტების ინიციატივით, ძეგლზე მასშტაბური სამუშაოები 2021-2023 წლებში მიმდინარეობდა.უშუალოდ აღდგენით პროცესს წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი: ძეგლის სკანირება, გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევები. ციხე-დარბაზის ტერიტორია გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, მოეწყო ძეგლამდე მისასვლელი ბილიკი, რამაც ისტორიული კომპლექსის დათვალიერება ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადა.ხულუტის ციხე-დარბაზი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს.2019 წელს აქტივისტებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ძეგლზე განხორციელებული ყველა სამუშაო, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, სრულად კომპანია „არემჯიმ“ დააფინანსა. სამუშაოების შემსრულებელი შპს „ინდუსტრია“ იყო“, - ნათქვამია „საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციაში.XVII საუკუნის ციხე-დარბაზი უნიკალური არქიტექტურითა და ისტორიითხულუტის ციხე-დარბაზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის (ქციის) ხეობაში მდებარეობს. ისტორიული კომპლექსი XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ქციის მარცხენა ნაპირზე, „დიდ ყაფლანად“ წოდებულ ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილს აუგია.ციხეს თავის ნაშრომში ვახუშტი ბატონიშვილიც იხსენიებს.კომპლექსი რამდენიმე კოშკს, სასახლესა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსო ნაგებობას აერთიანებს. მათ შორის განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა შვიდსართულიანი კოშკი, რომელიც როგორც მასშტაბით, ისე მხატვრულ-კომპოზიციური გადაწყვეტით კომპლექსის ყველაზე გამორჩეული ნაწილია.განსაკუთრებით საინტერესოა კოშკის კიბის უჯრედის დაგეგმარება, რომლის ანალოგიც ამ ტიპის სხვა ისტორიულ კომპლექსებში არ გვხვდება.XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ხულუტის ციხე-დარბაზი ორბელიშვილ-ყაფლანიშვილების რეზიდენციას წარმოადგენდა.ციხის აგებას საინტერესო ისტორიული გადმოცემაც უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, შაჰ-აბასის ყორჩიბაშს, სახელად ვახტანგს, თავისი ძმისწულის, ყაფლანისთვის უთხოვია, ერთ-ერთი შვილი აღსაზრდელად მიებარებინა.წლების შემდეგ ყორჩიბაშს აღზრდილი სამშობლოში ფულითა და წერილით გამოუგზავნია. წერილში ნათქვამი ყოფილა: „თუმც მაჰმადიანი ვარ, მაგრამ ჩემი გული ქრისტიანობისგან არ შეცვლილაო“. გამოგზავნილი თანხა ფიტარეთის ეკლესიის შესამკობად ყოფილა განკუთვნილი.გადმოცემის მიხედვით, ყაფლანს ამ ფულით ხულუტის ციხე აუგია, რათა თავდასხმებისგან თავი დაეცვა. როდესაც ამის შესახებ ყორჩიბაშს შეუტყვია, ფიტარეთის მონასტრის დასამშვენებლად კიდევ უფრო დიდი თანხა გამოუგზავნია.ხულუტის ციხის ამგები ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი, რომელსაც 60 სოფლის აშენება და დასახლება მიეწერება, ფიტარეთის მონასტერშია დაკრძალული.დღეს ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტირებული სივრცეები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ისტორიული კომპლექსის არქიტექტურულ და კულტურულ მნიშვნელობას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადარჩენილია ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილები, ხოლო დამთვალიერებლებს მისი ისტორიის გაცნობა უფრო უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ.

სს

სამართალი • 1793304935

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ...“ - რას წერს ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, დღეს იყო სასამართლო პროცესი. ჩემი სიყვარულში გაზრდილი ანგელოზი შვილი მომიკლა „ჭაობში“ გაზრდილმა მკვლელმა. პროცესები მიმდინარეობს. საქმიდან გამომდინარე, მკვლელს, როგორც არასრულწლოვანს, უნდა ესწრებოდეს ოჯახის წევრი, მაგრამ მისი მხრიდან არ არის წარმომადგენელი. ეს ხდება იმიტომ რომ უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას. არადა თამაშობენ ორმაგ თამაშს, თავიანთ საამაყო მკვლელს აუყვანეს ადვოკატი და არ აკადრეს სახაზინო ადვოკატი. რაც არ უნდა მოიმოქმედოთ პაატაშვილებო, სიხუაშვილებო და ბერუაშვილებო, თქვენ ჩემი დათოს ცოდვა მოგეკითხებათ ყოველთვის“, - წერს ეკა მხატვრიშვილი.

გია ვოლსკი

პოლიტიკა • 1793302140

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ არგუმენტებზე: მან დაინახა [მოპასუხე მხარემ], რომ ამას ვერ უარყოფს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას უნდა დაანახვოს, რომ „მე ვიბრძოდი, მე დავით აღმაშენებელი ვიყავი, რომელმაც ურჩებს თვალები დათხარა, ქუსლები მოკვეთა. ეს მესიჯია და აქედან გამომდინარე, მე ვისჯები ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის“

მან დაინახა [მოპასუხე მხარემ], რომ ამას ვერ უარყოფს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას უნდა დაანახვოს, რომ „მე ვიბრძოდი, მე დავით აღმაშენებელი ვიყავი, რომელმაც ურჩებს თვალები დათხარა, ქუსლები მოკვეთა“. ეს მესიჯია და აქედან გამომდინარე, მე ვისჯები ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის. მე აღმოსავლეთის ვაშინგტონი ვარ, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არგუმენტებს.როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, „ნაცმოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის ეს სტრატეგია აირჩიეს.გიორგი ვოლსკის განმარტებით, ისინი ცდილობენ საზოგადოებას ისე წარმოუდგნენ, თითქოს იძულებულები იყვნენ ის დანაშაულები ჩაედინათ, რომელთა გამოც ახლა მათი პარტიის აკრძალვის საკითხი დღის წესრიგში დგას.„ვერ წარმომიდგენია ეგეთი სისასტიკე. ეუბნება [აფრასიძეების საქმეზე], რომ იქ ხომ მსხვერპლი მოჰყვაო?! - კი, აი, ხუთიდან მარტო ორი მოკვდაო, ისე ეუბნება... ვთქვათ, დამნაშავეები არიან და გაქვს საშუალება დაიჭირო, მაგრამ თვითონვე აღიარებს, კიდევ მეტი რომ გვყოლოდა, მეტს მოვიყვანდით, მეტ რაკეტას ვისროდით იმიტომ, რომ დაგვენახვებინა სვანეთისთვის, რომ ჩვენ, სახელმწიფო განვაგებთ აქ სიტუაციასო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

✕