ყველა წმინდანის დღესასწაული - რატომ მოდიან გარდაცვლილები ცოცხლებთან 1 ნოემბერს
1793476156
ყველა ბავშვს ბუნებრივად აქვს ახალი ცოდნის მიღების სურვილი. მას აინტერესებს სამყაროს შესწავლა, უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, კითხვების დასმა და პასუხების ძიება. ამიტომ, თუ ბავშვი დროთა განმავლობაში სწავლის მიმართ ინტერესს კარგავს, მშობელმა მხოლოდ ის კი არ უნდა გაარკვიოს, რატომ არ უნდა შვილს სწავლა, არამედ ისიც, რა დაემართა მის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობასა და მოტივაციას.
ხშირად მშობლები საუკეთესო განზრახვით მოქმედებენ: სურთ ბავშვის წახალისება, დახმარება და წარმატებისკენ უბიძგებენ. თუმცა აღზრდის ზოგიერთი გავრცელებული მეთოდი საპირისპირო შედეგს იძლევა. ბავშვი თანდათან წყვეტს სწავლას ინტერესის გამო და განათლებას აღიქვამს, როგორც ზეწოლის, მუდმივი შეფასებისა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების აუცილებლობის წყაროს.
განვიხილოთ შვიდი გავრცელებული შეცდომა, რომლებიც ბავშვის სწავლის მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს.
1. სწავლას მშობლების სიყვარულისა და მოწონების დამსახურების საშუალებად აქცევენ
„ათიანს თუ მიიღებ, ყოჩაღი იქნები“, „სემესტრს კარგად თუ დაამთავრებ, საჩუქარს გიყიდი“, „რატომ მიიღე რვიანი და არა ათიანი?“
ერთი შეხედვით, წახალისების ასეთი სისტემა ეფექტურია: ბავშვს აქვს კონკრეტული სტიმული, რომ უკეთ ისწავლოს. თუმცა დროთა განმავლობაში მოტივაცია იცვლება. აზრს — „მაინტერესებს და მინდა გავიგო“ — ანაცვლებს სხვა დამოკიდებულება: „კარგი ნიშანი უნდა მივიღო, რომ მშობლები ჩემით კმაყოფილები იყვნენ“.
ბავშვი საკუთარ მიღწევებს მშობლების დამოკიდებულებას უკავშირებს: თუ კარგი შედეგი აქვს, თავადაც კარგია, ხოლო თუ ცუდი ნიშანი მიიღო, ესე იგი, მშობლებს იმედი გაუცრუა.
ასე ყალიბდება მუდმივად მოწონებისა და აღიარების დამსახურების მოთხოვნილება. მომავალში ეს დამოკიდებულება შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ სწავლაში, არამედ სამსახურში, ურთიერთობებსა და ცხოვრების სხვა სფეროებშიც. განაგრძეთ კითხვა...