საწვავის ფასები

მსოფლიო • 1790960672

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის მარაგების გამოთავისუფლებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის ფასების შესამცირებლად „კოორდინირებულად“ მუშაობაზე შეთანხმდნენ.„გადავწყვიტეთ, წარმოება უფრო მოქნილი გავხადოთ, რათა ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიმძლავრით ვამუშაოთ; პარტნიორებთან ერთად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინაციით, ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული მარაგები 100 მილიონ ბარელამდე გამოვათავისუფლოთ, ასევე არ მივიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებს შორის ენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაცვლას შეზღუდავს“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.აღნიშნულის შესახებ დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც.„ევროპა ახლახან შეთანხმდა დიზელის საწვავის დიდი მარაგის გამოთავისუფლებაზე, პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება, მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის, –  დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, მანამდე „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, საგანგებო შემთხვევებისთვის შექმნილი დიზელის მარაგებიდან საწვავი გამოეთავისუფლებინათ, რათა ხელი შეეწყოთ საწვავის მსოფლიო ფასების შემცირებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ დიზელის ექსპორტზე შესაძლო აკრძალვის დაწესებით დაიმუქრა.

 ტრამპი

მსოფლიო • 1790950821

ტრამპი: ევროპა ახლახან დათანხმდა თავისი დიზელის საწვავის ჭარბი მარაგების დიდი ოდენობით გათავისუფლებას - პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ დიზელის საწვავის დიდი ოდენობის მარაგების ბაზარზე გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპის თქმით, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება.„ევროპა ახლახან დათანხმდა თავისი დიზელის საწვავის ჭარბი მარაგების დიდი ოდენობით გათავისუფლებას. პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ფოტო: AFP via Getty Images

მსოფლიო • 1790949192

POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის ზეწოლის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს

 საფრანგეთმა ევროკავშირის ქვეყნებს სტრატეგიული რეზერვებიდან 50 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 50 მილიონი ბარელი დიზელის საწვავის გათავისუფლება შესთავაზა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ინიციატივა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს საწვავის ფასების შესამცირებლად ნავთობისა და დიზელის მარაგების გამოყენებისკენ მოუწოდა და წინააღმდეგ შემთხვევაში საწვავის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვით დაემუქრა.ორი ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, წინადადება პარასკევს, ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრაზე გაჟღერდა. მათი თქმით, საკითხი ამ ეტაპზე ტექნიკურ შეფასებას გადის.საფრანგეთის შეთავაზება ვაშინგტონის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლას მოჰყვა. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა სამი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგებიდან 120 მილიონი ბარელი გამოათავისუფლონ, რათა დიზელის გაძვირება შეაკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, საფრანგეთის შეთავაზება ასევე პასუხია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ მოთხოვნაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებდა, 100 მილიონი ბარელი საწვავი გაეთავისუფლებინა, მათ შორის მთელი მოცულობა დიზელი უნდა ყოფილიყო.გერმანია, თავის მხრივ, რეზერვების გათავისუფლებას ჯერჯერობით არ ეთანხმება.„გერმანიას და სხვა ქვეყნებს არ სურთ, რომ ისინი გამოიყენონ. მათ სურთ მარაგების გათავისუფლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიწოდების რეალური უსაფრთხოების პრობლემა არსებობს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთსა და გერმანიას ევროპაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი სტრატეგიული მარაგები აქვთ.მეორე ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, საფრანგეთი მზად არის, აშშ-ის მოთხოვნას შეუერთდეს და „ცხადია, ევროკავშირი რაღაცას გააკეთებს, თუკი საერთო გადაწყვეტილებაზე შეთანხმებას შეძლებს“.მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რეზერვების გათავისუფლება ევროკავშირის მასშტაბით ერთობლივად განხორციელდება თუ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ამის მიზეზად მან ვაშინგტონის მიერ სხვადასხვა ევროპული ქვეყნისთვის განსხვავებული მოთხოვნების წარდგენა დაასახელა.

აბას არაღჩი

მსოფლიო • 1790353279

უცხოური მედიის ცნობით, ირანმა წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვით, აშშ თუ მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს სანქციებს, მოლაპარაკებები შვიდ დღეში განახლდება

ირანმა წარადგინა წინადადება ჰორმუზის სრუტის გახსნის და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების შესახებ შვიდ დღეში, იმ პირობით, თუ შეერთებული შტატები მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებულ სანქციებს და დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომელიც ლიბანსაც მოიცავს.როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იუწყება, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ეს წინადადება 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ დახურულ შეხვედრაზე დეტალურად წარადგინა.„ქვინსის ინსტიტუტის“ ანალიტიკური ცენტრის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ტრიტა პარსის განცხადებით, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, არაღჩიმ მიანიშნა, რომ სწრაფი შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ დაეხმარება.დასავლური მედიის შეფასებით, ეს წინადადება ძალიან ჰგავს ივნისში მიღწეულ, ე.წ. ურთიერთგაგების მემორანდუმს, თუმცა დაჩქარებული ვადებით. წინა შეთანხმება, რომელიც 60-დღიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებდა, მალევე ჩაიშალა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს, მაშინაც კი, როდესაც ნავთობის მაღალი ფასები ინფლაციას ზრდის და ცხოვრების დონის მატებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას ამძაფრებს.დასავლური მედიის თანახმად, ირანის მხრიდან არსებობს კითხვები იმის შესახებ, დათანხმდებიან თუ არა უსაფრთხოების ძალებში დომინანტი მკაცრი ხაზის მომხრეები შედარებით ზომიერი პოზიციის მომხრეების, მაგალითად პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის მიერ მხარდაჭერილ კომპრომისებს.„ტრამპი თუ ჩათვლის, რომ ეს შეთანხმება მომგებიანია, შუალედურ არჩევნებამდე პოლიტიკურ სარგებელს მოიტანს და საწვავის ფასებს შეამცირებს, შესაძლოა, ისეთი მოქნილობა ვიხილოთ, როგორიც წინა კვირებში არ შეინიშნებოდა“, – განაცხადა ტრიტა პარსიმ.

ემანუელ მაკრონი

მსოფლიო • 1790160438

ემანუელ მაკრონი: რეჟიმის შეცვლა ქვეყნის დაბომბვის გზით არ არის რეალური და კარგი ვარიანტი, რადგან ეს არ მუშაობს

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ირანის დაბომბვა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამოიწვევს. ABC-სთან ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მთავრობის შესაცვლელად ქვეყანაზე სამხედრო ზეწოლა საუკეთესო ვარიანტი არ არის. მისივე თქმით, საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს და ამით მსოფლიოს საფრთხე არ შეუქმნას.„თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს მთავარი მიზანია. რეჟიმის შეცვლა ქვეყნის დაბომბვის გზით არ არის რეალური და კარგი ვარიანტი, რადგან ეს არ მუშაობს და ბოლო ათწლეულებში ეს შეცდომა რამდენჯერმე დავუშვით. ახლა ირანში ვითარების მიღმა ჰორმუზის სრუტის გახსნის პრობლემაც გვაქვს. ეს კარტი რომ ხელში ჰქონდა, ირანმა რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა. ჩვენი მთავარია მიზანია, ვიპოვოთ სწორი შეთანხმება, რათა გავხსნათ ჰორმუზი და საწვავის ფასებზე წნეხი შევამციროთ“, - აცხადებს მაკრონი.

ტრამპი ზელენსკის შეხვედრა

მსოფლიო • 1790108927

ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკისთან რუსეთის ნავთობის გადამმუშავებელ საწარმოებზე უკრაინის დარტყმებს და „პეტრიოტების“ წარმოებისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხს განიხილავს

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან გააკეთეს კომენტარი.როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ საწარმოებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებს განიხილავს.მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამმუშავებელ ობიექტებსა და დიზელის საწვავის მარაგებზე უკრაინის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა რუსებს სერიოზული დარტყმა მიაყენა, თუმცა, ამავდროულად, გავლენა მოახდინა მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასებზე.„ეს ნამდვილად სერიოზული დარტყმა იყო რუსებისთვის. ამან ასევე სერიოზულად იმოქმედა დიზელის საწვავის ფასზე. დიზელის საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. თუმცა, დიახ, ეს უდავოდ ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის დროს უკრაინელ კოლეგასთან განიხილავს ქვეყნისთვის „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის მინიჭების შესაძლებლობას.„ეს შესაძლებელია. ჩვენ ამას განვიხილავთ და ახლაც უნდა განვიხილოთ. ძალიან ძლიერი წარმოებაა, ვგულისხმობ, ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ძალიან ნიჭიერი ხალხია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სჯერა, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ.„ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ. არ მინდა ვთქვა, რა შეთანხმებაა ეს. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთანაც. ვფიქრობ, რაღაც მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.მისივე თქმით, უკრაინელები კარგი მებრძოლები არიან და შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება.რაც შეეხება მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს, ტრამპმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, დაესწრება თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუმცა, მისი თქმით, პუტინთან კიდევ ერთი შეხვედრის გამართვისთვის მზად არის.„არ ვიცი. ვიცი, რომ ის შეხვედრის მომხრეა და ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ალასკაზე. ვფიქრობ, ის კიდევ ერთ შეხვედრას გამართავდა. თუმცა, მაიამიზე ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინსაც და ზელენსკისაც სურთ ომის დასრულება.„მას (პუტინს) შეხვედრა სურს. სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ვფიქრობ, ორივეს სურს ომის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა.თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს „ლინდსი გრემის კანონპროექტის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი მხარეებს ომის დასრულებაში დაეხმარება.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790056860

ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჯონ რეტკლიფს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში, შენონის აეროპორტში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ამის შესახებ „როიტერი“ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეხვედრა ორშაბათს გაიმართა. მეორე წყაროს ინფორმაციით კი, ზელენსკიმ და რეტკლიფმა იმ დროს ისაუბრეს, როდესაც მათი თვითმფრინავები საწვავით იტვირთებოდა.შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან ორივე წყარომ თავი შეიკავა.ცნობისთვის, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვს 25 აგვისტოს ეწვია. დასავლური მედია რეტკლიფის მოსკოვში ჩასვლის რამდენიმე შესაძლო მიზეზზე წერდა, მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოწოდებაზე, ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმისგან რუსეთის გაფრთხილებაზე, ასევე ირანთან თანამშრომლობის შემცირებისკენ მოწოდებაზე.

კი

პოლიტიკა • 1790055119

Reuters: ზელენსკი CIA-ს ხელმძღვანელს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა, რომელიც მანამდე მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს CIA-ს დირექტორ ჯონ რეტკლიფთან შეხვედრა გამართა, - წერს Reuters-ი ორი წყაროზე დაყრდნობით.სააგენტოს ცნობით, ზელენსკი და რეტკლიფი ერთმანეთს არაფორმალურად ირლანდიის შანონის აეროპორტში, თვითმფრინავების საწვავით მომარაგების დროს ესაუბრნენ. უცნობია, თუ რა იყო მათი საუბრის თემა.ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე მიემგზავრებოდა.რეტკლიფი უკრაინელ ლიდერს მოსკოვში ვიზიტიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ის ადგილობრივი სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას შეხვდა. კრემლში განაცხადეს, რომ რეტკლიფს ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია.ზუსტად უცნობია თუ რა გზავნილით ჩაფრინდა რეტკლიფი მოსკოვში. Reuters-ის წყაროს ცნობით, მან რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა. Financial Times-ი CIA-ის დირექტორს ამ საკითხზე აშშ-ის ახალ საკვანძო მომლაპარაკებლად მოიხსენიებდა, თუმცა თეთრმა სახლმა ეს უარყო.გასულ კვირას კრემლმა განაცხადა, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა ოქტომბერში განახლდეს.

სკოტ ბესენტი

მსოფლიო • 1790023672

23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება - სკოტ ბესენტი

სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანულ ავიაკომპანიებს შესაძლოა საერთაშორისო მიმოსვლა პრაქტიკულად შეუწყდეთ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა  “CNBC”-სთან ინტერვიუში ისაუბრა.ბესენტის თქმით, აეროპორტებს, საწვავის მიმწოდებლებსა და ბილეთების გამყიდველ კომპანიებს, რომლებიც ირანულ ავიაგადამზიდავებს მოემსახურებიან, შესაძლოა აშშ-ის სანქციები დაუწესდეთ.„გეტყვით, რომ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას ვახორციელებთ. სახაზინო დეპარტამენტის სანქციების გამოყენების უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 11 სექტემბრის შემდეგ. სწორედ მაშინ მოგვენიჭა იმ უფლებამოსილებების დიდი ნაწილი, რომლებსაც დღეს ვიყენებთ. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ხუთი ახალი უფლებამოსილება მივიღეთ და ისინი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე გამოვიყენეთ, მათ შორის ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, კრიპტოვალუტისა და ოქროს მიმართულებებით. 23 სექტემბერს ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა მთელ მსოფლიოში შეჩერდება. როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? თუ ისინი დაეშვებიან, მათ ვერ მიაწვდით საწვავს, ვერ გაუწევთ სადესანტო მომსახურებას და ვერ მიჰყიდით ბილეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოლარის სისტემიდან გაგთიშავენ“, – განაცხადა ბესენტმა.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1790001440

სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა - დონალდ ტრამპი

სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, – ამის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისი თქმით, რუსეთის დიზელის საწვავის გადამმუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან არის გამოსული.„ეს აბსურდული და დაუსრულებელი ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო ზარალდება, რადგან ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, ძირითადად, სამხედროები, იღუპებიან. რა სამწუხაროა!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ზელენსკი და ტრამპი

მსოფლიო • 1789970563

ზელენსკი და ტრამპი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდებიან

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდებიან. მანამდე კი, პრეზიდენტებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. ინფორმაციას "აქსიოსი" ავრცელებს.გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა არაერთხელ სთხოვა ზელენსკის, რუსეთის ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეეწყვიტა, რადგან ეს, მისივე შეფასებით, გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასს ზრდის.სტატიაში წერია, რომ, ფრონტზე არსებული ესკალაციის ფონზე, თეთრი სახლი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებასა და შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1789802035

ირანთან ომი მალე დასრულდება, ბენზინის ფასები კი იმ დონეს დაუბრუნდება, რაც ადრე იყო - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება.„ხალხს არ სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, და იცით რა – არც ექნება. ომი მალე დასრულდება და როცა დასრულდება, ბენზინის ფასები იმ დონეს დაუბრუნდება, რაც ადრე იყო , შესაძლოა უფრო დაბალიც კი“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.ტრამპმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ სიღარიბე ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელზეა.„გვაქვს ისტორიაში ყველაზე მაღალი დასაქმების მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე გვქონია. გვაქვს საუკეთესო, ისტორიაში ყველაზე დაბალი სიღარიბის მაჩვენებელი. ადამიანები დღეს უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე ოდესმე . გვაქვს კიდევ ერთი რამ, რითაც ძალიან ვამაყობ: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ამისთვის ხალხს გარკვეული დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს. ვფიქრობ, თუკი უმეტესობას მოუწევდა არჩევანის გაკეთება დაბალ საწვავის ფასებსა და ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობის უფლების მინიჭებას შორის, მზად ვარ ვთქვა, რომ შედეგი აბსოლუტურად გამანადგურებელი იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

✕