კიევი

ომი უკრაინაში • 1791004098

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სკოლაზე, საავადმყოფოსა და ხიდზე მიიტანა იერიში, კიეველებს აღარ შეუძლიათ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს „მშვიდობიანი დრო“ იყოს, - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian.სტატიაში სათაურით - „მტერი ჩვენს ქალაქს ანადგურებს“: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს" - აღნიშნულია, რომ კიევი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწყისი დღეების შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში შედის; რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას დედაქალაქში, რომლის სიბნელეში ჩაძირვასაც მოსკოვი ცდილობს.ბოლო დრომდე კიევი ინარჩუნებდა ცხოვრების შედარებით ნორმალურ რიტმს, მაშინ როცა ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს მდებარე ქალაქები, მათ შორის, ხარკოვი და დნიპრო, ყოველდღიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. სტატიის თანახმად, ახლა კიეველები მწარე იუმორით აღნიშნავენ, რომ ვითარება იცვლება და ხსენებული ქალაქები ზოგჯერ უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება, ვიდრე დედაქალაქი. ამასთან, რუსული თავდასხმების მკვეთრმა ესკალაციამ ბევრ მცხოვრებს გაუჩინა განცდა, რომ ის განსაცდელი, რისთვისაც ისინი ემზადებოდნენ, უკვე დადგა.უკრაინელი მაღალჩინოსნები ევროპელ კოლეგებს მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბების შესახებ აფრთხილებენ.„რუსეთი გეგმავს, კიევი გაყინოს და ქვის ხანაში დააბრუნოს“, - განაცხადა The Guardian-თან კიევში მყოფმა დასავლელმა მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა არჩია. გამოცემის ცნობით, დასავლელი დიპლომატები საჯაროდ აცხადებენ, რომ კიევში დარჩენას აპირებენ; მათ ესმით, რომ წასვლა მოსკოვს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მოუტანდა და შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინა მიატოვეს. თუმცა, პირად საუბრებში მაღალი რანგის ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს. „ვითარება აშკარად სწრაფად უარესდება“, - განუცხადა გამოცემას დიპლომატმა.

ლჯლ

მსოფლიო • 1790968740

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სკოლაზე, საავადმყოფოსა და ხიდზე მიიტანა იერიში, კიეველებს აღარ შეუძლიათ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს „მშვიდობიანი დრო“ იყოს, - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian.სტატიაში სათაურით - „მტერი ჩვენს ქალაქს ანადგურებს“: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს" - აღნიშნულია, რომ კიევი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწყისი დღეების შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში შედის; რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას დედაქალაქში, რომლის სიბნელეში ჩაძირვასაც მოსკოვი ცდილობს.ბოლო დრომდე კიევი ინარჩუნებდა ცხოვრების შედარებით ნორმალურ რიტმს, მაშინ როცა ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს მდებარე ქალაქები, მათ შორის, ხარკოვი და დნიპრო, ყოველდღიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. სტატიის თანახმად, ახლა კიეველები მწარე იუმორით აღნიშნავენ, რომ ვითარება იცვლება და ხსენებული ქალაქები ზოგჯერ უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება, ვიდრე დედაქალაქი. ამასთან, რუსული თავდასხმების მკვეთრმა ესკალაციამ ბევრ მცხოვრებს გაუჩინა განცდა, რომ ის განსაცდელი, რისთვისაც ისინი ემზადებოდნენ, უკვე დადგა.უკრაინელი მაღალჩინოსნები ევროპელ კოლეგებს მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბების შესახებ აფრთხილებენ.„რუსეთი გეგმავს, კიევი გაყინოს და ქვის ხანაში დააბრუნოს“, - განაცხადა The Guardian-თან კიევში მყოფმა დასავლელმა მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა არჩია. გამოცემის ცნობით, დასავლელი დიპლომატები საჯაროდ აცხადებენ, რომ კიევში დარჩენას აპირებენ; მათ ესმით, რომ წასვლა მოსკოვს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მოუტანდა და შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინა მიატოვეს. თუმცა, პირად საუბრებში მაღალი რანგის ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს. „ვითარება აშკარად სწრაფად უარესდება“, - განუცხადა გამოცემას დიპლომატმა.

რუსეთის პრეზიდენტი

მსოფლიო • 1790967438

ჰააგაში ვლადიმერ პუტინის ტრიბუნალისთვის ხარჯებს ითვლიან - იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი

ჰააგაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრიბუნალისთვის ხარჯებს ითვლიან.იუსტიციის საკითხებში ევროკომისარ მაიკ მაკგრატის თქმით, ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ, გარდა ბულგარეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთისა, სურვილი გამოთქვა შეუერთდეს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი რუსული აგრესიის გამო, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას. საერთო ჯამში კი, ტრიბუნალის გამართვას მსოფლიოს 38 ქვეყანა უჭერს მხარს.აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები როგორც სპეციალური ტრიბუნალის ჩატარების მასპინძელი ქვეყანა, ევროკავშირის საბჭოსთან ერთად შეაფასებს მისი გამართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯებს.ევროკომისრის თქმით, პოტენციურ წევრ ქვეყნებს სურთ, ზუსტად იცოდნენ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და რა სახის ფინანსურ და ორგანიზაციულ რესურსებს მოითხოვს ამ განსაკუთრებული ორგანოს ფუნქციონირება.

vitali kliCko

მსოფლიო • 1790959800

კიევი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია, როგორც მშვიდობიან პერიოდში, სამწუხაროდ, არ გამოვა - ვიტალი კლიჩკო

სიმართლე გითხრათ, დედაქალაქი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია, როგორც მშვიდობიან პერიოდში, სამწუხაროდ, არ გამოვა, – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.„მტერი ანადგურებს კიევს – ინფრასტრუქტურას, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, საცხოვრებელ და სოციალურ ობიექტებს. აგრესორმა ასევე კვლავ დაიწყო ენერგეტიკული სექტორის განადგურება“, – აღნიშნა კიევის მერმა.ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა, მიზანში ამოიღო ხიდები, ენერგეტიკული ობიექტები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, 1 ოქტომბერს რუსული დრონებით განხორციელებულმა დარტყმებმა დნეპრზე გამავალი მნიშვნელოვანი ხიდი დააზიანა, ხოლო 2 ოქტომბერს მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

ევა

საზოგადოება • 1790959222

პატარა ევა ბუთიაშვილი სელინ დიონის ვიდეოში გამოჩნდა - მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველი გოგონას კადრები გააზიარა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრები პატარა ევა ბუთიაშვილი, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა ვირუსული, ამჯერად სელინ დიონის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.მსოფლიო ვარსკვლავმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა სახალისო კადრთან ერთად ევას ცნობილი ვიდეოც მოხვდა. კადრებში პატარა გოგონა ბაბუასთან ერთად ცეკვავს და პოზირებს, სელინ დიონი კი მის მოძრაობებს აჰყვა და მასთან ერთად ცეკვავს.„ძალიან მიყვარხართ!“ - ისმის ვიდეოში ევას შეძახილი.სელინ დიონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ევას დედამაც გააზიარა საკუთარ Story-ში.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახეთში მცხოვრები პატარა გოგონას ვიდეო უცხოელი ვარსკვლავის ყურადღებას იქცევს. ცოტა ხნის წინ, იგივე კადრები ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმაც გააზიარა.„ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“, - დაწერა მსახიობმა ევას ვიდეოზე.პატარა ევა ბუთიაშვილი სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს - მის ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ეხმაურება.           View this post on Instagram                       A post shared by Céline Dion (@celinedion)          

IQ

საზოგადოება • 1790881168

7 ფრაზა, რომელსაც დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები ხშირად იყენებენ

ის, თუ როგორ საუბრობენ ადამიანები, შეიძლება ბევრად მეტს ამხელს, ვიდრე ბევრს ჰგონია. ექსპერტები მიუთითებენ კონკრეტულ გამოთქმებზე, რომელთა მიხედვითაც, თითქოს შესაძლებელია დაბალი IQ-ის მქონე ადამიანის ამოცნობა. ამის შესახებ წერს ofeminin.pl.პროფესორ, ფსიქოლოგ ქეთრინ კინზლერის თქმით, ჩვენი მეტყველება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ არის,  ის ასევე ჩვენი იდენტობის გამოვლენაა. საუბრის სტილი შეიძლება სასარგებლო იყოს თანამოსაუბრის აზროვნების დონის შეფასებისთვის.გამოცემამ ჩამოთვალა შვიდი ფრაზა, რომლებსაც ხშირად იყენებენ დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები:„აშკარაა“ - ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ან არ შეუძლიათ თავიანთი პოზიციის ახსნა, ხშირად ამბობენ, რომ რაღაც „აშკარაა“. რეალურად ეს შეიძლება მიუთითებდეს ემოციურ მოუმწიფებლობაზე და რთული საუბრის თავიდან არიდების სურვილზე, ვიდრე არგუმენტების ახსნაზე.„გესმის, რაზე ვსაუბრობ?“ - ეს ფრაზა ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი აზრს მკაფიოდ ვერ აყალიბებს. სოციალური ფსიქოლოგის, პიტერ დიტოს თქმით, ადამიანებს უფრო მარტივად ესმით ინფორმაცია, რომელიც მათ შეხედულებებს ემთხვევა. ამიტომ ეს ფრაზა შეიძლება იყოს მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა გაგებაზე მსმენელს დააკისრონ.„უბრალოდ ვამბობ“ - ადამიანები, რომლებიც ცუდად რეაგირებენ წინააღმდეგობაზე, ხშირად ამშვიდებენ საკუთარ თავს ამ ფრაზით. სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების და დისკუსიისთვის მოუმზადებლობის ნიშანი.„ეს ყველამ იცის“ - არგუმენტის ნაცვლად აქ ჩნდება თითქოსდა „საზოგადოებრივი ცოდნის“ მითითება. თუმცა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები საკუთარ შეხედულებებსაც ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ.„არ აქვს მნიშვნელობა“- ერთი შეხედვით ნეიტრალური ფრაზაა, მაგრამ ხშირად გამოიყენება კამათის დასასრულებლად და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. თუმცა პრობლემების იგნორირება მათ არ წყვეტს.„მენდეთ“ - როცა არგუმენტები არ არის საკმარისი, ადამიანი ხშირად ითხოვს ნდობას. მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ნდობა არ არის საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის.„ყველა ამაზე ლაპარაკობს“ - უმრავლესობის აზრზე დაყრდნობა ხშირად არგუმენტს ცვლის. დღეს, ვირუსული ინფორმაციის ეპოქაში, წყაროების გადამოწმება აუცილებელია.სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩვენი მეტყველება შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნება იყოს არა მხოლოდ ჩვენს შეხედულებებზე, არამედ კრიტიკული აზროვნების უნარზეც. მნიშვნელოვანია საკუთარ სიტყვებს ყურადღება მივაქციოთ და არგუმენტები მოვიშველიოთ, ნაცვლად სტერეოტიპული ფრაზების გამოყენებისა.

 თეო ტაბატაძე

საზოგადოება • 1790864220

პედიატრი მშობლებს მიმართავს - „ასეთ დროს, ბავშვი 72 საათი მაინც უნდა გვყავდეთ სახლში“

პედიატრი, თეო ტაბატაძე გადაცემაში „დიდი შესვენება" სეზონურ ვირუსებზე საუბრობს და მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვი, რომელსაც ვირუსული ინფექცია აქვს, სახლში დატოვონ:„მოდის ძალიან განათლებული, დახვეწილი, პასუხისმგებლიანი მშობელი და მეუბნება: „გუშინ ბავშვს სიცხე ჰქონდა, მაგრამ ხვალ მინდა, რომ ბაღში გავუშვა.“ სანამ არ ავუხსნი, რომ შეიძლება, ვირუსული ინფექცია, რომელიც ბავშვს გუშინ დაეწყო, 5 დღე გაუგრძელდეს და ამ პერიოდში პატარა გადამდები და სხვა ბავშვებისთვის დამაზიანებელია, ვერ ხვდებიან.ბავშვს სიცხე რომ აღარ აქვს, მშობლებს ჰგონიათ, რომ ის გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, მინდა, მშობლებს ვუთხრა, თუ თქვენს პატარას ცხელება აღენიშნება და დამწევს ემორჩილება, ეს არ ნიშნავს, რომ ავადობა დასრულდა. მინიმუმ, 72 საათი მაინც სახლში უნდა გვყავდეთ. გარდა იმისა, რომ ის სხვებისთვისაა გადამდები, ეს მისი ორგანიზმისთვისაც აუცილებელია, რადგან ვირუსული ინფექცია მეტი სითხით, მოსვენებით და სახლში ყოფნით იკურნება“,- ამბობს პედიატრი. 

 მარგუს ცაჰკნა

მსოფლიო • 1790847115

ესტონეთმა რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა.ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა.„რუსეთი უკრაინის პორტებს ესხმის თავს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს ბლოკავს და შემდეგ საკუთარი მარცვლეულისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს. ესტონეთი ასეთ მარშრუტს არ უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ სექტემბერში გავაფრთხილე, რომ რუსული მარცვლეულის ესტონეთის გავლით ტრანსპორტირება არ დაეგეგმათ. დღეს ეს გაფრთხილება კანონად ვაქციეთ. რუსეთს არ შეუძლია, აგრესიული ომი აწარმოოს და ამავდროულად, ელოდებოდეს, რომ ჩვენ მის სავაჭრო საქმიანობას ხელს შევუწყობთ. ჩვენ არ დავეხმარებით მას ომის დაფინანსებაში და არ გავუადვილებთ აგრესიის გაგრძელებას“, – დაწერა ცაჰკნამ სოციალურ ქსელში.

მარკ რუტე

პოლიტიკა • 1790830925

,,ნატოს ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება" - მარკ რუტე

 ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარებს სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვებას ვერ შეძლებს."ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, ყველაფერი დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ამჟამად ასეთი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ", - განაცხადა რუტემ ბრიუსელში, თავდაცვისა და კოსმოსისადმი მიძღვნილ Euronews-ის სამიტზე.როგორც Euronews-ი წერს, ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა ნატოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აფრთხილებდა კალინინგრადის ანკლავის რუსეთის ტერიტორიისგან მოწყვეტის ნებისმიერი მცდელობისგან თავის შეკავების შესახებ. მოსკოვმა განაცხადა, რომ მზადაა გამოიყენოს თავისი მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი."ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა. ის სრულიად შეუფერებელია და არანაირი სიკეთე არ მოაქვს. კერძოდ, შეწყვიტეთ ომი უკრაინაში - არაპროვოცირებული, აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა რუტემ.რუტემ უარი თქვა წერილის შინაარსის გამჟღავნებაზე და აღნიშნა, რომ ეს რუსული მხარის პასუხისმგებლობაა. მან უარყო ნებისმიერი მინიშნება კონკრეტული ბირთვული საფრთხის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციის რისკის შესახებ."ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] ვერასდროს შეძლებს ნატოს დამარცხებას. მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ნათლად განვაცხადოთ, როგორც უკვე ვთქვი, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ უკრაინაში ომის დასასრულებლად და ბირთვული მუქარების შესაჩერებლად", - თქვა მან.ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ რუსეთი ყოველთვიურად ფრონტის ხაზზე 43 000 ჯარისკაცს კარგავს, რომლებიც მოკლეს ან მძიმედ დაიჭრნენ. მან დასძინა, რომ კიევის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და მოკავშირეები კვლავ აგრძელებენ სამხედრო მხარდაჭერის გაწევას.რუტეს თქმით, ნატომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს და თავდაცვის სფეროში ინვესტიციები გაზარდოს."რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ თავს დავიცავთ. მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უკრაინაში ომი მისთვის [პუტინისთვის] ცუდად მიმდინარეობს. მას ჩვენი გახლეჩა სურს. მას სურს, რომ უკრაინას ყურადღება აღარ მივაქციოთ", - განაცხადა რუტემ.

რუსული გაზი

მსოფლიო • 1790793895

რუსეთიდან სერბეთში გაზის მიღების შესახებ კონტრაქტი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

სერბეთმა და რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმების მოქმედების ვადა სამი თვით, წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს.სერბეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის ხელმძღვანელმა, დუშან ბაიატოვიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმება იმავე „ხელსაყრელი პირობებით“ გაგრძელდება.გასულ კვირას სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და შეთანხმების გაგრძელების იმედი გამოთქვა.ვუჩიჩის თქმით, ამ შემთხვევაში სერბეთი შეძლებს, კვლავ ისარგებლოს „ხელსაყრელი, დაბალი ფასით“.ბელგრადი დიდწილად რუსული აირის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა 2025 წელს სამწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანამ რუსეთთან გრძელვადიანი შეთანხმება ვერ დადო. მას შემდეგ მოქმედ შეთანხმებას მოკლევადიანად ახანგრძლივებენ.

ბელგიის თავდაცვის მინისტრი

მსოფლიო • 1790772780

ბელგიის თავდაცვის მინისტრი: ევროპას რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის მზადება მოუწევს. წინ მძიმე ზამთარია

ბელგიის თავდაცვის მინისტრი ტეო ფრანკენი აცხადებს, რომ ევროპა უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს და კონტინენტს მძიმე ზამთარი ელოდება.ბრიუსელში Euronews-ის ჟურნალისტთან საუბრისას ფრანკენმა რუსეთი ბელგიის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. წელს ბელგიაში დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომელთაგან ზოგიერთმა საჰაერო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.„რუსეთი, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ამიტომ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა ფრანკენმა.მისი თქმით, რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ევროპას უკრაინული ტექნოლოგიები სჭირდება.„გვჭირდება მეტი მარაგი, მეტი წარმოება, წარმოების მასშტაბების გაზრდა და ძლიერი სამრეწველო ბაზა. ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა გაკეთდეს. უახლოეს თვეებში ჰიბრიდული საფრთხეების შემცველი ქმედებები კიდევ უფრო გახშირდება. ევროპისთვის ბნელი ზამთარი იქნება“, - განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა.ფრანკენის თქმით, რუსეთს ჰიბრიდული თავდასხმების მიმართულებით 50-წლიანი გამოცდილება აქვს და ბელგიამ ტექნოლოგიური განვითარების ტემპს ფეხი უნდა აუწყოს.„არ მინდა, სადმე 200 000 დრონი გვქონდეს შენახული და ორი თვის შემდეგ მათი გამოყენება ვეღარ შეგვეძლოს, რადგან მოძველებული იქნება. ამიტომ ადაპტაცია გვჭირდება“, - აღნიშნა მან.ფრანკენის განცხადებით, ბელგია წლების განმავლობაში თავდაცვაში არასაკმარის ინვესტიციას ახორციელებდა, თუმცა ახლა ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაზრდას ცდილობს.„ჩვენ ნატოს კლასში ყველაზე ცუდი მოსწავლე ვიყავით. თავდაცვაზე მშპ-ის მხოლოდ 1%-ს ვხარჯავდით“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი უკვე გაორმაგდა.თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 18 თვეში ბელგია ვერ გააკეთებს იმას, რაც 40 წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო.ფრანკენმა აღნიშნა, რომ ბელგიას ამჟამად ევროკავშირში ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საბიუჯეტო მდგომარეობა აქვს. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მთავრობა თავდაცვის ხარჯების გაზრდის ვალდებულებას ინარჩუნებს.ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის გამოყოფა ბელგიისთვის რეალისტური არ იქნება.

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო

მსოფლიო • 1790757360

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

მოლდოვის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა, – ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის ნოვოანენსკის რაიონის სოფელ ხირბოვეცის მიმდებარედ, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. აღნიშნული დასახლება უკრაინის ოდესის ოლქის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს.პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ უწყებას ადგილობრივი დროით 05:40 საათზე შეატყობინეს.წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა, დროებით დახურეს ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტები. ამჟამად ორივე აეროპორტში ფრენები აღდგენილია.

✕