1795088178
ირაკლი ქადაგიშვილი: საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები როცა გვქონდა და საბოლოო ჯამში ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ
საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები როცა გვქონდა და საბოლოო ჯამში ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„როდესაც საქართველო მძიმე მდგომარეობაში დარჩა, იძულებული იყო, რომ ნებისმიერი რეზოლუციისთვის ხელი მოეწერა და ეს ახსნილი იყო იმით, რომ თურმე, იმ რეზოლუციაში ისეთი ფორმულირება ჩაიწერა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ჰქონდა დაკავებული. ანუ, დე ფაქტო რაც მოხდა, ამას არანაირი კომპრომისული გადაწყვეტილება არ უნდოდა, მაგრამ იმ მომენტში, საქართველო სააკაშვილის პრეზიდენტობით დამარცხებული მხარე იყო, მას ამ მძიმე მარცხის საერთაშორისო დონეზე აღიარება და თავის დადანაშაულება მოუწია.
სხვათა შორის, როდესაც ჩვენ საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები გვქონდა და საბოლოო ჯამში ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, ეს იყო მათი დანაშაულებრივი პოლიტიკის გაგრძელება და ნათელი დოკუმენტალური დადასტურება უკვე საერთაშორისო რეზოლუციის დონეზე“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.











